კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აღმდგარნი

16-დან 15

 

 

საბოტაჟისა თუ გვირაბის ბოლოს შუქის გამოჩენის მიზეზით, აღდგნენ „კრულვითა დაღდასმულნი“ და გაფიცულებს უკვე თბილისის ყვითელი ავტობუსების მძღოლებიც შეუერთდნენ. ბუნებრივია, ხელფასების მომატებასაც ითხოვენ (სულ 16 მოთხოვნა ჰქონიათ). იმ მარტივი მიზეზით, რომ ყვითელი ავტობუსები მუნიციპალური ტრანსპორტია, ესე იგი, დედაქალაქის მერია კურირებს, ფაქტს თბილისელი საკრებულოელებიც გამოეხმაურნენ. სახელდობრ, ნაცუმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბ-ნმა იონათამიშვილმა ბრძანა, რომ 16-დან 15-ის შესრულება შესაძლებელია, ოღონდ, აი, მეთექვსმეტეს ნუ მოგვთხოვთო. არადა, სწორედ ის მეთექვსმეტეა ხერხემალი: ხელფასების გაზრდას ეხება (თუ გავითვალიწინებთ, რომ, ბ-ნი იონათამიშვილის, ისევე, როგორც მისი საკრებულოელი კოლეგების ხელფასი მძღოლების ხელფასს, სულ მცირე, ერთი ნულით აღემატება, შეიძლება, ისიც ვიფიქროთ, მაძღარს სხვაც მაძღარი ეგონაო).

ასეა თუ ისე, საქმეს აქტიურად საკრებულოური ქდმ-ც შეუერთდა (რაც არც არის გასაკვირი, რადგან, მას შემდეგ, რაც პარლამენტს გარეთ დარჩნენ, სავსებით ბუნებრივია, რომ საკრებულოში აქტიურობენ, თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ გულებიც შესტკიოდეთ ყვითელი ავტობუსის მძღოლების ყოფა-ცხოვრებაზე). მეორე მხრივ, ქდმ-ის საკრებულოური გაცხოველება ფრიად მისასალმებელია (ისინი უმრავლესობა-უმცირესობას მძღოლთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ), ხოლო, თუ ზედაც გავიხსენებთ, რომ ქდმ-ის (მათი კოორდინატორთა თქმით) დღემდე არ დაურიგებია შეპირებული ანაზღაურება კომისიის თავიანი წევრებისა და კოორდინატორებისთვის, იქნებ, ამ უკანასკნელებს ეს გაკვეთილადაც გამოადგეთ და, რაკი ქდმ-ელები საპროტესტო აქციებისადმი მგრძნობიარენი ყოფილან, მათთვის ამ ფორმით მოეთხოვათ ანაზღაურება. თუმცა, ისიცაა, ყვითელი ავტობუსების მძღოლების შემთხვევაში, გაზრდილი ხელფასები ქვეყნის ბიუჯეტმა უნდა დაფაროს, საკუთარი კოორდინატორების დაკმაყოფილება კი ქდმ-ს საკუთარი ბიუჯეტიდან მოუწევს, რაც, როგორც ჩანს, დიდად არ ეპიტნავებათ. 

 

 

скачать dle 11.3