კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწყერებიანი

თბილ-თბილი სათბურის მოლოდინში

ჩვენ ხომ ჩვენი გაგვჭირვებია, მაგრამ, ერთობ სასიამოვნო ნიუანსია, რომ ჩვენზე გაჭირვებულნიც მრავლად მოიპოვებიან. ასე, მაგალითად, რფ-ის მთავარმა სანექიმმა გენადი ონიშენკომ რფ-ისვე პრეზიდენტ ვლ. პუტინს ინიციატივით მიმართა და, არც მეტი, არც ნაკლები,  ტაძრებში ბავშვების შესვლის შეზღუდვა და არასრულწლოვნების მონათვლის აკრძალვა მოითხოვა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არც მთლად იმ მოტივით, რომ „რელიგია ხალხთა ოპიუმია“, არამედ, ოდნავ განსხვავებული ვერსიით. კერძოდ, ბ-ნი ონიშენკოს აზრით, მართლმადიდებლურ ტაძრებში ანტისანიტარია სუფევს, ვინაიდან, „ბარძიმებსა და ემბაზებში წყლის გადადუღება და ჯვრებისა და ხატების დეზინფიცირება არ ხდება“.

რაც მთავარია, რაკი ზიარების რიტუალი ღვინით სრულდება, რფ-ის მთავარი სანიტარი მიიჩნევს, რომ ალკოჰოლი, განსაკუთრებით არასრულწლოვნებისთვის, მეტად მავნეა.

მეორე მხრივ, ბ-ნ ონიშენკოს არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ ეს აკრძალვა მეჩეთებზე ვერ გავრცელდება, იმ მარტივი მიზეზით, რომ იქ ღვინოს არ მიირთმევენ.

რაც მთავარია, ვლ. პუტინმა მთავარი სანიტრის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილია: სრულწლოვნებამდე ნათლობის რიტუალის აკრძალვის საკითხის განხილვას დასთანხმდა, თუმცა აი, ბავშვების ეკლესიებში არშეშვების ინიციატივა ვერ გაიზიარა.

ამის პარალელურად, ვიცით, რომ რფ-ში კარგა ხანია, აღარ შედის ხსენებული ონიშენკოს მიერ აკრძალული ქართული პროდუქცია, მათ შორის, მინერალური წყლებიც. ზემოთქმული კი მოწმობს, რომ მინწყლების ნაკლებობას აშკარად უარყოფითად  უმოქმედია, რადგან, რფ-ის სანიტარს თბილ-თბილი „ბორჯომის“, უკაცრავად პასუხია და, ოყნები, აშკარად არ აწყენდა.

скачать dle 11.3