კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექსკლუზივის გარეშე

ანუ, პოსტამნეზიური სინდრომი

მართალია, დასაწყისი თითქმის ზღაპრული იყო: უმცირესობა და უმრავლესობა დაძმობილდნენ და შეუდგნენ საკანონმდებლო ღვწასა, მაგრამ, ვაი რომ, ხანმოკლე აღმოჩნდა ეს იდილია. თუმცა, იმთავითვე ეტყობოდათ, რომ ხასიათებით ერთმანეთს, მაინცდამაინც, ვერ ეწყობოდნენ. მათ შორის მოზრდილმა შავმა კატამ მეტად მალე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად „ნაციონალი“ ბეჟაშვილის კანდიდატურის ჩაგდების გამო ჩაირბინა. არათუ ჩაირბინა, ისე საფუძვლიანად გაიშლიგინა, რომ საპასუხოდ ნაცუმცირესობამ სხდომაც დატოვა (პროტესტის ნიშნად) და მოგვიანებით ისიც გვაუწყა, რომ საპარლამენტო მუშაობას საერთოდაც გამოეთიშებიან, ოღონდ, მოვლენებს შორიდან მაინც დააკვირდებიან  (აი, ის კი აღარ დაუზუსტებიათ, თბილისიდან თუ უშუალოდ ქუთაისიდან) და რეაგირებისთვის პიონერულ მზადყოფნაში იქნებიან.

იმ მარტივი მიზეზით, რომ ქართული საპარლამენტო ცხოვრებისთვის უცხო ხილი არც დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვებაა, არც მანდატების დახევა და არც თვით „ჭრელი პეპლის“ ეფექტი  (როდესაც, მაგალითად, „ლეიბორისტებმა“ თან უარი თქვეს პარლამენტარის მანდატებზე, თანაც – საპარლამენტო ხელფასებიც შეინარჩუნეს), დიდი საზოგადოებრივი ვნებათაღელვა ამ ფაქტს არ გამოუწვევია.

ერთი ისაა, რომ ქართულ ოპოზიციურ სარბიელზე „ნაცმოძრაობის“ გადანაცვლებამ, სხვებს ვინღა ჩივის, თვით პირველ ოქტომბრამდე იმ მოედანზე უალტერნატივო ლეიბორისტებიც კი უსაქმოდ დატოვა.

скачать dle 11.3