კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოღვიძებულნი

 

იმის მიუხედავადაც, რომ რეალობა იგივე დარჩა, რაც პირველ ოქტომბრამდე იყო, იმ განსხვავებით, რომ ხელისუფლებაში უმრავლესობა შეიცვალა, აღმოჩნდა, რომ პრობლემებს ყველა უჩიოდა (ოღონდ, აქამომდე მხოლოდ გულში): უკანონოდ დაჭერილებით დაწყებული და სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებით დამთავრებული. ჰოდა, რაკი ჰქონდათ, სათქმელი თითქმის ყველამ ამოთქვა და, ვისაც ჯერ არ ამოუთქვამს, ისიც ემზადება.

ამ დავიდარაბაში გოგოლის ქუჩის მცხოვრებლებიც ჩაერივნენ (თუმცა, ცოტა უცნაური მიზეზით). ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამ კონკრეტულ ქუჩაზე მდებარე მაღაზიებს, კაფე-ბარებს, სილამაზის სალონებსა და საცხოვრებელ სახლებს სულ სხვა დატვირთვა აქვთ და მათ, არც მეტი, არც ნაკლები, ბორდელებად იყენებენ. მოსახლეობის განსაკუთრებულ აღშფოთებას ის ფაქტი იწვევს, რომ, მეძავები, თავიანთ კლიენტებთან ერთად, ხშირად საერთო ფეხსალაგითაც სარგებლობენ.

იმ მოტივით, რომ შეუიარაღებელი მოსახლეობის ყოველი შებრძოლება მეძავებთან და მათ კლიენტებთან, როგორც წესი, უშედეგოდ, ანუ, ამ უკანასკნელთა გამარჯვებით მთავრდება,  შეწუხებულ გოგოლელებს ბევრი არ უფიქრიათ და დახმარებისთვის ახალი ხელისუფლებისთვის მიუმართავთ.

ბუნებრივია, სრულად ვიზიარებ მოსაზრებას – ვისაც პირველ მწვადს მიართმევენ, პირველი ტყვიაც მან უნდა გასინჯოსო (ესე იგი, პასუხისმგებლობა აიღოსო), მაგრამ, როგორც ოკუპანტები იტყოდნენ: „ნე დო ტაკოი ჟე სტეპენი!“ 

 

скачать dle 11.3