კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაცალეს ლალი მოროშკინასთვის მოდულის იზოლატორი და ვინ დაუბრუნა მას „ვალი” ციხის საკანში

ლალი მოროშკინა ციხეების  მონიტორინგის ჯგუფის იმ წევრთა შორისაა, ვისაც  ცნობილი სკანდალური კადრების შემდეგ  ციხეებში შესვლის უფლება მისცეს. ამ ეგიდით ლალი მოროშკინამ თითქმის ყველა ციხე მოიარა.  პატიმართა შელახულ უფლებებზე საუბარი მან ბევრად უფრო ადრე დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ თავადაც გამოსცადა პატიმრობის სიმძიმე, ლალი მოროშკინა პენიტენციალური სამყაროს დრამატულ პროცესებში უფრო აქტიურად ჩაერთო.     

 

ლალი მოროშკინა: მონიტორინგის მანდატის ვადა, რომლის მიხედვითაც 51 ადამიანს შეგვიძლია, სასჯელაღსრულების ნებისმიერ დაწესებულებაში შესვლა, ჯერ არ ამოწურულა.  ჩემი აზრით, ამ მანდატმა გარდამავალ პერიოდში თავისი საქმე გააკეთა და ახლა, როდესაც სასჯელაღსრულების სისტემას უკვე  ჰყავს ახალი ხელმძღვანელობა, პროცესებს მათ უნდა მიხედონ. არაფორმალურად, მე ამ მონიტორინგში  გაცილებით  ადრე მოვხვდი. პატიმრებთან მოლაპარაკებებშიც  პირადად ვიყავი ჩართული. ყველაზე მძიმე პირველი დღეებიც საპატიმროში გავატარე, ეს თავად პატიმრებმა მოითხოვეს. უკვე წლებია, მათ წერილებს ვპასუხობ. ისინი ყოველთვის გრძნობდნენ ჩემს თანადგომას. მათი ასეთი ნდობა, ალბათ, იმითაა განპირობებული, რომ მე არასდროს ვიტყუებოდი. ამას გარდა, მათ კარგად იციან ჩემი ბიოგრაფია. როდესაც დავინიშნე ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ კონფლიქტების დარეგულირების საკითხში, რომელმაც პირადი შეხვედრისას მითხრა, შენი ადგილი აქ არისო, პირველი რაც გავაკეთე, ცხინვალიდან პატიმრების გამოშვება იყო. ეს ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნშიც არის შესული. სხვათა შორის, როგორც გავარკვიე, თითქმის ყველა პატიმარს წაკითხული აქვს ჩემი წიგნი, რაც საკმაოდ გამიკვირდა. მათ იცოდნენ, რომ თუ მე საპატიმროებში შევიდოდი, საქმით დავკავდებოდი და კამერების წინ არ ვიყელყელავებდი მხოლოდ.  სულ ვამბობ, არ შეიძლება, პატიმრის ნდობა და  სიყვარული დაიმსახურო ერთ დღეში. ეს არის ხანგრძლივი პროცესი. 

– რა მდგომარეობა დაგხვდათ  იმ ციხეებში, სადაც შეხვედით?

– საშინელი, პატიმრებს ისე სასტიკად ექცეოდნენ, რომ ის წლები, რაც ციხეში გაატარეს, ერთი ორად აქვთ ქცეული. მე მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი პატიმრების გამოშვებასთან დაკავშირებით და ვინც ფიქრობს, რომ კრიმინალური სიტუაცია შეიძლება, უფრო დამძიმდეს. დიახ, უნდა მოხდეს ფართომასშტაბიანი ამნისტია, უნდა მოხდეს ციხეების დაცლა, რადგან პატიმართა 95 პროცენტი შიდსით, C ჰეპატიტით და სხვა მძიმე სენითაა დაავადებული. მათ შორის არიან პირდაპირი მნიშვნელობით, წელში გადატეხილი ბიჭები. 

– საკუთარ თავზე გაქვთ გამოცდილი პატიმრობა, ამან  გავლენა იქონია თქვენს დამოკიდებულებაზე საპატიმროებში მოხვედრილი ადამიანების მიმართ.

– მიუხედავად იმისა, რომ იქამდეც აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ადამიანებისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას ეხებოდა, ჩემმა პატიმრობამ უფრო გაამძაფრა ეს ემოციები. მახსოვს, რა ვიგრძენი, როცა ჩემს ზურგს უკან რკინის კარი დაიკეტა. მე ვიცოდი, რომ ვიყავი ორი გადაპრანჭული ქალის პატიმარი, რომელთაც სურდათ, ეს საქმე სისხლის სამართლის საქმედ ქცეულიყო.  რომ არა გარკვეული გარემოებები, მე ციხეში შეიძლება 10 წლით მოვხვედრილიყავი.  მე ვიყავი  აბსოლუტურ  იზოლაციაში, ის კი არა, რომ საკანში ვიყავი მარტო, მთელი სართული დაცალეს ჩემ გამო, სანამ მე იქ, მოდულის იზოლატორში მიმიყვანდნენ. ამიტომ მატარა პატრულის მანქანამ. ეს მე მოგვიანებით გავიგე. სწორედ იმ პერიოდში დაცალეს ის სართული, რომ ჩემთვის „გაეთავისუფლებინათ”. არ ვიცი, რატომ ჩათვალეს, რომ მე საშიში პატიმარი ვიყავი, გვერდით კამერებში რამეს გადავძახებდი და ბუნტისკენ მოვუწოდებდი პატიმრებს. პირველი წუთიდანვე მთხოვეს, არ გამეკეთებინა პოლიტიკური მოწოდებები, რადგან მათ იცოდნენ, რომ გია ყარყარაშვილი ბიძაჩემია და მე მხარს დამიჭერდნენ  ინვალიდები, ომის ვეტერანები, ჟურნალისტები.   მე არ ვფიქრობდი, რომ  იქ პოლიტიკური განცხადებები უნდა გამეკეთებინა, თუმცა მქონდა ემოცია, რომ შემეძლო თავით გამერღვია ბეტონის კედელი. ვიღაც ჩლუნგდება და სუსტდება ჩაკეტილ სივრცეში, ვიღაც გიჟდება და გადარეული ხდება, მე ეს მეორე ვარიაცია დამემართა. პატიმრობის დროს დავიწყე წიგნის წერა „გისოსებს მიღმა საქართველოა”, რომელიც კიდევ ერთი ლურსმანი იყო ნაციონალების კუბოში.  

– პატიმრები  როგორ გამოხატავდნენ სოლიდარობას თქვენ მიმართ?   

– მე მათგან ვგრძნობდი უდიდეს სოლიდარობას. პატიმრების ერთმა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა, მე ადვოკატმა შემომიტანა ეს ამბავი. უფრო მეტიც, ზოგს ისიც კი განეცხადებინა, რომ საკუთარი ნებით დაიმატებდა ერთ წელს, ოღონდ მე გარეთ ვყოფილიყავი. ასე დამიბრუნეს „ვალი”, იმ ზრუნვისთვის, რასაც მე მათ მიმართ არ  ვიშურებდი.   

– თქვენ, ასევე  იყავით ცნობილ საპყრობილეში, სადაც ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდები”  იხდიან სასჯელს, როგორ სიტუაციაში დაგხვდნენ ისინი და როგორი იყო თქვენი შეხვედრა?

– მე მხოლოდ „კანონიერ ქურდებს“ არ შევხვედრივარ ციხეში, უპირველესად, ვნახე პოლიტპატიმრები და ბავშვები. მათგან შევიტყვე   შემზარავი ისტორიები. მე შევხვდი ქალ პატიმრებს და მათ,  ვისაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. ვნახე პრეზიდენტ ბუშის თავდასხმისთვის გასამართლებული არუთინიანი, რომელმაც ისლამი მიიღო. ის აღმოჩნდა რეჟიმის  მსხვერპლი. არუთინიანი   კომუნიკაციაზე არ მიდის, მძიმედ არის და საუბრით არ შემიწუხებია, რადგან იმ დროს საათნახევრიანი ლოცვის პერიოდი ჰქონდა. თუმცა, მე ვნახე ძალიან გულის ამაჩუყებელი კადრები, როცა ის შეხვდა პატრიარქს, რომელმაც ჯვარი აჩუქა.  ციხეში მე მოვინახულე  გაგა მკურნალიძე და  დათო ხუჭუა, რადგან მიმაჩნია, რომ, როდესაც გეძლევა პატიმრების ნახვის მანდატი, არ უნდა გაარჩიო და გამოყო, ვის ნახავ და ვის – არა.  ძალიან  დამწყდა გული, რომ არავის მოსვლია  აზრად მათი მონახულება. მათთან საუბარი იყო საკმაოდ მძიმე. რთულია მიხვიდე ადამიანებთან, რომელთაც ბრალად ედებათ  პატიმრებთან არაადამიანური მოპყრობა და წამება. ჩემთვის ყველაზე მძიმე მოსასმენი იყო, როდესაც ისინი აღიარებდნენ, რომ დიახაც სცემდნენ ბავშვებს. თუმცა, სინანული ვერ შევამჩნიე მათ, რამაც შოკში ჩამაგდო. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ იმ მომენტში დავწყნარებულიყავი. თუმცა, იქიდან გამოსულს სასწრაფო დამჭირდა.  

 რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ „კანონიერ ქურდებს” ისინი უმძიმეს პირობებში არიან. არც ერთი არ ამბობს, რომ ფრთიანი ანგელოზია, მაგრამ ადამიანები მოათავსო რეზერვაციაში იმის გამო, რომ მათ განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ, უსამართლობაა. ჩემი აზრით, სასწრაფოდ არის გასაუქმებელი 230-ე მუხლი. ეს ადამიანები  სასჯელს იხდიან დატბორილ და გამომპალ შენობაში, იმის საშუალებაც კი არ აქვთ, რომ მაღაზიაში შეიძინონ პროდუქტი.  იმ საკნებში ისეთი პირობებია, იქიდან  ვერც ერთი ჯანმრთელი ადამიანი ვერ გამოვა. ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდებიდან“ ვნახე  გიგა ვიბლიანი, თემურ ჭურაძე, ვალერი ძოწენიძე, ჯონი ესებუა, გია ზვიადაძე. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოვინახულე ტარიელ ფოცხვერია, რომელიც მძიმე მდგიმარეობაშია. მას სიმსივნე აქვს, ყელზე აპარატი აქვს დაყენებული, მის გარეშე ვერ ლაპარაკობს. ამ ადამიანის დარჩენა ამ დაწესებულებაში, საოცარი ფაქტია. პატიმრები ჩემ მიმართ ყოველთვის გამოირჩეოდნენ ზრდილობიანი დამოკიდებულებით, მაგრამ   რაც არ უნდა დამაბრალოს საზოგადოებამ, მინდა ვთქვა, რომ „კანონიერი ქურდები“ განსაკუთრებული ზნეობითა და კულტურით გამოირჩევიან.

– რატომ  გამოიტანეთ ეს დასკვნა?

– ესენი არიან ინტელექტუალი და ნაკითხი ადამიანები, რომელთაც თავისი პრინციპები აქვთ.  მე პირდაპირ გეტყვით, რომ არ ვიცნობდი ამ სამყაროს,  არასდროს მქონია შეხება მათთან. „კანონიერმა ქურდებმა” წამიკითხეს თავისი დაწერილი ლექსები,  იმ პირობებშიც კი ყავაზე დამპატიჟეს. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრ თემაზე, ციხის ისტორიებიდან დაწყებული ყოფითი, ადამიანური თემებით დამთავრებული. მიამბეს თავიანთი შვილების, ოჯახების შესახებ. რაც მთავარია, ისინი ემიჯნებიან იმ პროცესებს, რომელიც თბილისში დაიწყო, როცა ვიღაც დაარბიეს, სადღაც შეიჭრნენ. დამაბარეს კიდეც, რომ  ჩვენ  ვემიჯნებით ამ ყველაფერს, რადგან ვიცით, რომ დღეს საქართველოს სჭირდება აღმშენებლობა და გვერდში დადგომა. მათი პოზიცია ასეთია, რომ ეს იგივეა რაც ლტოლვილების შევარდნა სხვადასხვა დაწესებულებაში, ინსპირირებული სხვადასხვა ჯგუფების მიერ. მე მათთან ორჯერ მომიწია შესვლა, რადგან პირველი შესვლისას ძალიან მთხოვეს, შემეტანა წიგნები. სხვა პატიმრებს აქვთ უფლება იყიდონ პრესა, მათ კი ამისი უფლებაც არ აქვთ. მეორე მისვლისას მათ დამახვედრეს ფურცელზე დაწერილი თავიანთი მოსაზრებები, განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი იმას, რომ მკაცრად მქონდა დაცული ჩაცმის ეტიკეტი. ძალიან  აკადემიურად ჩაცმული შევედი იქ, რა თქმა უნდა, ციხეში და კაფეში ერთი და იგივე სტილში ჩაცმული ვერ შეხვალ. მე მამაკაცური სტილი ავირჩიე, რაც ჩემგან ერთგვარი სოლიდარობაც იყო. 

– სასჯელაღსრულების ახალ  ხელმძღვანელობასთან რა ფორმატით გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა?

– არის წინადადებები ძალოვანი და სასჯელაღსრულების სამინისტროებიდან გარკვეული კოორდინაციის თაობაზე. პირველად ჩემს ცხოვრებაში, მთავრობაში დანიშნეს ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ბევრი მიბრძოლია. ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამ თემებზე და თანამოაზრეები ვართ.  ჩვენ შესაძლოა ვითანამშრომლოთ სხვა  კატეგორიის პატიმრებთან დაკავშირებითაც.  დღეს ჩვენს ციხეებში არიან პატიმრები  ცხინვალიდან, თავისუფლად შეიძლება მათი გადაცვლა იმ ქართველ პატიმრებზე, ვინც ცხინვალის ციხეებში იტანჯებიან.  მე ამ თემებზე ბევრი ვიმუშავე წლების წინ.  რა ფორმით იქნება ჩვენი თანამშრომლობა, ამაზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, სად  ჩათვლიან საჭიროდ ჩემს ყოფნას.  

 

 

скачать dle 11.3