კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მათთვის, ვინც არ იცის...

 

 

 

ოჯახის უფროსი შეიძლება იყოს ნებისმიერი ზრდასრული ადამიანი, მიუხედავად სქესისა. მთავარია, მას ჰქონდეს ის თვისებები, რომლითაც ოჯახის გაძღოლას შეძლებს. ბუნებამ იზრუნა იმაზე, რომ ასეთი თვისებები კაცს უფრო მოჭარბებული ჰქონოდა, ვიდრე ქალს. როგორც ჩანს, მამაკაცის დომინანტობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალის და ეს სუსტ სქესს ოდნავაც არ აკნინებს. მამაკაცს მეტად აქვს უნარი, აკონტროლოს თავისი ემოციები, ახასიათებს ანალიზის უნარი მომხდარზე... – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის მართვისთვის, მაგრამ, ახლა ქალის ბუნებრივი თვისებებიც განვიხილოთ: ქალი დიპლომატია, დამთმობი და ემოციური. ამიტომ, თუ მასში მამაკაცური ლოგიკა და ანალიზის უნარი არ დევს, ვერაფრით უზრუნველყოფს ოჯახის წევრების უსაფრთხოებასა და დაცულობას.

ოჯახის უფროსი ვალდებული არ არის, ყველაფერი თვითონ აკეთოს. მისი მთავარი დანიშნულებაა, იყოს სტრატეგი!

ოჯახის უფროსმა უნდა იზრუნოს იმ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაზე, რომლებიც პერიოდულად იჩენს თავს. ეს ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ, ლიდერს წუწუნი არ ეპატიება. პრინციპში, ლიდერი არც წუწუნებს.

ნებისმიერ ოჯახში არის კონკრეტული წესები. ამ წესებს, დანარჩენ წევრებთან შეთანხმებით, აწესებს ოჯახის უფროსი. თუმცა, როგორც ამბობენ, წესები არსებობს იმისთვის, რომ ისინი დაირღვეს. მაგრამ, ოჯახის უფროსი არ დაუშვებს, ამას სისტემატური სახე მიეცეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჰკითხეთ და უპასუხეთ საკუთარ თავს: შეგიძლიათ და გინდათ, იყოთ ლიდერი?!

 

სად ცხოვრობს ბედნიერება?!

 

ბედნიერია ის, ვინც ახერხებს საკუთარ თავთან და მერე სამყაროსთან სრულ ჰარმონიაში ცხოვრებას. მაგრამ, ჯერ ერთი, ყველას არ შეუძლია ამის გაცნობიერება და, მეორეც, ვისაც შეუძლია, ის, რატომღაც, ვერ ახერხებს გაცნობიერებულის სისრულეში მოყვანას. ბედით კმაყოფილება არაფერ შუაშია, ბედნიერი წუთებით ტკბობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მთავარია, საკუთარ თავში ეს შესაძლებლობა დაინახოს და გამოიყენოს.

სიყვარული ნამდვილი ფრთებია, რომელსაც ცის კაბადონზე ავყავართ. გვიხსნის შესაძლებლობების ჰორიზონტებს და მოწყენის საშუალებას არ გვაძლევს, მით უმეტეს, თუ სიყვარულზე პასუხი მიღებულია. მაგრამ, შეყვარებულებს ერთი „უბედურება“ სჭირთ – ისინი რეალობას სწყდებიან, რაც პრობლემების სათავე ხდება. სიყვარულით მოსული ბედნიერება კარგია, მაგრამ, გააკეთეთ ყველაფერი, რათა ის ხანმოკლე არ აღმოჩნდეს.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბედნიერების განცდამ დიდხანს არ მიგვატოვოს? ის რომ მუდმივი არ არის, ამას, ბუნებრივია, ვხვდებით. ამიტომ, „დატვირთეთ“ ფიქრები მრავალფეროვანი ფენებით: გაიჩინეთ ჰობი, ბევრი დრო დაუთმეთ მეგობრებს, საყვარელ საქმეს... 

მიიღეთ მძაფრი, სულიერი ემოციები – უკეთესია პოზიტიური. ამას კარგი ფილმის ყურებითაც შეძლებთ. სად ცხოვრობს ბედნიერება? – ჩვენში და ჩვენ გვერდით: იმ ადამიანების თვალებში, რომლებსაც მართლა უყვარხართ; ერთ მზიან, ხალისიან დღეში და ყველაფერ იმაში, რაც სიამოვნებას გვანიჭებს.

 

წავიდა? – ნუ მოაბრუნებ!

 

ძნელია, აღწერო გრძნობა, რომელსაც ქალი საყვარელ ადამიანთან განშორებით განიცდის. ამ დროს მას თითქმის ფიზიკურ ტკივილთან უწევს გამკლავება. ცრემლი, სევდა, მონატრების საშინელი შეგრძნება, თითქოს დანაშაულის განცდაც – იქნებ, რაღაც ისე ვერ გავაკეთე; იქნებ, მე ვარ დამნაშავე მომხდარში?! ანუ, ეს ის სიტუაციაა, როცა მზა წამალი არ არსებობს და, ვერც ვერავინ დაგეხმარებათ, თუ თავადვე არ იპოვით ძალას საკუთარ თავში და ამ მძიმე ეტაპს არ გადალახავთ... და, კიდევ, მთავარია, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ამის მერეც გაგრძელდება. არსებობს რამდენიმე შესაძლო მძიმე შეცდომა, რომელსაც ასეთ დროს ხშირად უშვებენ ქალები. მაგალითად, შურისძიება: ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი გასაგებია, თითქოს ბუნებრივად ჩნდება სურვილი იმისა, ტკივილი მიაყენო იმას, ვინც შენ გატკინა. უპირველესად, შეწყვიტეთ საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის გამოხატვა – ეს არაფერში გჭირდებათ. რაც მალე მიხვდებით, რომ ყველაფერი კარგი წინ გაქვთ, მით სწრაფად შეძლებთ ფეხზე დადგომას და უკვე უსარგებლო გრძნობისგან გათავისუფლებას.

შეცდომაა, როცა ფიქრობთ, რომ თქვენი ცხოვრების საუკეთესო წლები ვიღაც უღირსზე დახარჯეთ. ეს მშვენიერი წლები იყო, რამაც ბევრი პოზიტივი მოგცათ – აი, რაზე უნდა იფიქროთ.

* არ ეძებოთ მასთან დარეკვის  ან მესიჯის გაგზავნის მიზეზი. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი საქციელი გაუმართლებელი იქნება.

* არაფერი დაიტოვოთ მისი ნივთებიდან. ასეთ დროს სენტიმენტალიზმი დაუშვებელია, პირიქით, სასწრაფოდ მოიშორეთ ყველაფერი, რაც მას გაგახსენებთ.

* არავითარი შურისძიება, თუნდაც წვრილმანი. შორს თქვენგან ასეთი ფიქრები!

* არ დაემუქროთ და არ გამოიყენოთ შანტაჟისთვის თქვენი მეგობრები – ეს ყველაზე დიდი სისულელე იქნება.

 

იგრძენი თავისუფლება!

 

თუ უცებ მარტო დარჩით (ცხოვრებაში ყველაფერი ხდება), ესე იგი, ვიღაცამ ჯეროვნად არ შეაფასა თქვენი ღირსებები; არ დაინახა და არ დააფასა თქვენი სიყვარული. ნუ დაიდანაშაულებთ თავს. შეიძლება, მას არ ეყო ჭკუა ან, გამჭრიახობამ უმტყუნა... ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია: თქვენ ჯერ არ შეხვედრიხართ ღირსეულ ადამიანს, რომელიც შეგიყვარებთ და მიგიღებთ ისეთს, როგორიც ხართ. სანამ ეს არ მომხდარა, იპოვეთ პლუსები თქვენს მარტოობაში.

პირველი – თავისუფლება ყველგან და ყველაფერში! არანაირი ვალდებულებები და პასუხისმგებლობაც – მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ. აღარ ინერვიულებთ იმაზე, რომ ვიღაცას წასვლა-მოსვლის გრაფიკი უნდა შეუთანხმო. მოეწონება თუ არ მოეწონება შენი ახალი ვარცხნილობა, მაკიაჟი თუ ჩაცმის სტილი – ეს ყველაფერი შენი სანერვიულო აღარ არის.

მეორე პოზიტივია არჩევნის თავისუფლება. რა იგულისხმება ამაში? – ყველაფერი. უფრო სწორად, არჩევნის თავისუფლება ყველაფერში, საკვებშიც კი. აღარაფერს ვამბობთ ჰობიზე და გართობაზე. ბოლოს და ბოლოს, საღამოებს ისე გაატარებთ, როგორც მოგესურვებათ. უყურებთ გასართობ გადაცემებს, სერიალებს, ბოლოს და ბოლოს, ყველაზე შესაფერისი დროა, რათა იფიქროთ კარიერაზე, იმუშაოთ ბევრი და გაითავისოთ დასახული მიზნების არეალი; იაროთ წინ და აღარ მოიხედოთ უკან – რა საჭიროა! აღარ მოისმენთ დაუმსახურებელ საყვედურებს. არავინ დაგიშლით მობილურზე საათობით ლაპარაკს, დაქალებთან ჭორაობას და, რაც მთავარია, არავინ დაგიყრით ოთახში უწესრიგოდ ჭუჭყიან წინდებსა და ფეხსაცმელებს... ანუ, გაუმარჯოს თავისუფლებას!

 

скачать dle 11.3