კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ურიგებდა სულელი ბიჭი ჯემალ გუგუშვილს თავის დას მეორე ცოლად და რატომ დაალევინეს თამადას საძილე აბი ანალგინის ნაცვლად

 

ძმაკაცს ვეძებ, რას მირჩევთ?

90-იანი წლებია. სტუდენტურ შრომით სემესტრში ტაშკენტში გავემგზავრე ბამბის საკრეფად. აულიდან მოშორებით დავბანაკდით სახელდახელო საცხოვრებელში. ერთი იქაური სულელი ბიჭი დამიახლოვდა და დამიძმაკაცდა – იბატ ალაფადევი. მართლაც კარგი ბუნების ადამიანი აღმოჩნდა, ისე შემეჩვია, გვერდიდან არ მშორდებოდა. სულ მეუბნებოდა, ძალიან მინდა, დაგინათესავდე და ჩემს დას გაგატან ცოლადო. იბატ, მყავს ცოლი-მეთქი, ვიცინოდი... გყავდეს მერე, ესეც იყოს, მე მაინც ბევრი და მყავსო (შვიდი და ჰყოლია).

ერთ დღეს არ გამოცხადდა იბატი, არც მეორე დღეს მოვიდა და შეშფოთებული, მესამე დღეს აულისკენ წავედი. მაინტერესებს, კაცო, იქნებ, რა მოუვიდა! მივედი იმათ დასახლებაში. სიჩუმეა... სიჩუმე და სიცხე. გარეთ არავინ ჩანს. ყველა საცხოვრებელი ქოხი ერთნაირია. კიდევაც რომ იყო იქ ნამყოფი, მაინც აგერევა. ერთი ქოხიდან სანდომიანი გარეგნობის, რუსული ყაიდის ქალი გამოვიდა და ინტერესით შემხედა.

– ვი კტო? – მეკითხება.

– ია გრუზინ... უ ვას ვკამანდიროვკე... „ბამბუ“ საბირაემ.

– ჩტო? ჩევო საბირაეტე?

– ბამბუ, – ვუმეორებ.

– ჩტო ხოჩეშ? – ვერაფერი გაიგო ქალმა.

– ია იბატ ხაჩუ, იბატ, – ავუხსენი მორიდებით.

– დურაკ! შეიცხადა შეშინებულმა ქალმა და ქმარიც გამოვარდა. ტუალეტში ყოფილა. გამომიქანა ფიცრის ნატეხი ყბაში და ერთი თვე ფაფის მეტს ვერაფერს ვჭამდი.

„ანტიმთვრალინი“ 

2001 წელს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის რექტორი რომ გახლდით, უცხოელ სტუმრებს ბანკეტი მოვუწყვეთ. სუფრას მე ვთამადობდი და კარგი თამადობაც გავწიე.

მეორე დღეს გადამეკიდა ჩვენი ინსტიტუტის დეკანი ჯემალ ბაბაკაშვილი, არიქა, თუ კაცი ხარ, მასწავლე ამდენ ღვინოს რომ სვამ და დათრობის არაფერი გეტყობა, რა წამალს იღებ დალევის წინო.

წამალი რომ არ ეხსენებინა, ალბათ, აზრადაც არ მომივიდოდა.

– რას და ჰოლანდიიდან გამომიგზავნეს ტაბლეტები „ანტიმთვრალინი“ ჰქვია. დალევ ერთ ტაბლეტს და სვი, რამდენიც გინდა.

რას მომეშვებოდა! მომეცი ერთი ცალი, ხვალ ბანკეტზე მე ვარ თამადაო და მივეცი ქეიფის წინ. თან სუფრაზე მეც ვარ და შორიდან ვაკვირდები. მეოთხე თუ მეხუთე სადღეგრძელომდე კი მივიდა, მერე ერთი-ორჯერ დაამთქნარა და კინაღამ ჩაეძინა... ძლივს გამოვაფხიზლეთ. დაეძინებოდა, აბა, რა მოუვიდოდა, შემშლია და გამზადებული ანალგინის ნაცვლად საძილე აბი მიმიცია...

ასეა, თამადობაც მსხვერპლს ითხოვს.

ჯემალ გუგუშვილის ნაამბობის მიხედვით 

 

 

скачать dle 11.3