ოჯახმა რესტორანში ისადილა. ქმარი დანახარჯს იხდის. ცოლი ოფიციანტს ეკითხება: – შეიძლება, ნარჩენები წავიღოთ ძაღლისთვის? ბავშვები ერთხმად: – ვაშააა! ძაღლი უნდა გვიყიდონ!
***
აგარაკზე ძაღლი მიწას ბარავს. მეზობლის ძაღლი პირდაღებული‚ გაოცებით უყურებს.
– ეჰ‚ ყველაფერი იმით დაიწყო‚ რომ მე შტერმა პატრონს ჩუსტები მივუტანე...
***
– აუ‚ შემჭამეს ამ ტარაკნებმა‚ ყველგან დაცოცავენ‚ ვერაფერს ვუხერხებ...
– მე ეგ პრობლემა უკვე მოვხსენი – სპეციალური ცარცი ვიყიდე.
– და უშველა?
– აბა‚ როგორ! სხედან ერთ კუთხეში და ხატავენ.
***
უადგილო ადგილას გაჩერებული მანქანა უცნაურად ირყევა. უკან ტიპი მიადგა მანქანით‚ გასასვლელი არ არის... გადმოვიდა და ხედავს,
წყვილი ერთ ამბავშია... გოგო მშვენიერია...
– ძმაო‚ შემდეგი მე ვიქნები...
– ოქეი‚ ვცდი‚ თუმცა, კაცებთან აქამდე არასდროს მისინჯავს...
***
თქვენ ფიქრობთ‚ რომ, სამი სიტყვა‚ რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოიყენება‚ არის „მე შენ მიყვარხარ“?! არა‚ ჩემო კარგებო‚ „MADE IN CHINA“!!!
***
მიხო ავადაა. საწოლთან ცოლი უზის.
– მარო‚ ვკვდები. მითხარი სიმართლე‚ არასდროს გიღალატნია?
– აბა‚ ეგეთი შეკითხვა ამ წუთებში როგორ შეიძლება‚ მოდი და‚ არ მოკვდე?!
***
– გუშინ 1 500 კალორია დავწვი.
– რა მაგარია‚ როგორ მოახერხე?
– ეგ ის არ არის, რასაც შენ ფიქრობ... ქვაბიც ზედ მიჰყვა...
***
– უხასიათოდ რატომ ხარ?
– ჩემმა ცოლმა გაიგო ჩემი სექსუალური თავგადასავლების შესახებ...
– და, სკანდალი მოგიწყო, არა?
– არა‚ უფრო მაგარ შარში ვარ – მომთხოვა‚ რომ ეს ყველაფერი მასთან გავიმეორო...
***
ამოცანა
ალეკო გამოიმუშავებს თვეში 700 ლარს‚ მისი ცოლი ეკა კი, ყოველთვიურად 1 000 ლარს ხარჯავს.
იცის თუ არა ალეკომ ზურას არსებობის შესახებ?
***
– ბესო‚ მაღაზიაში ჩადი‚ რა!
– ასეთ ამინდში ძაღლს არ გააგდებენ გარეთ...
– ღმერთო ჩემო‚ ძაღლის გარეშე ჩადი!
***
– ერთი, გარეთ ნახე‚ როგორი ამინდია, ქოლგა წავიღო?
– ახლავე‚ – უპასუხა ბიჭმა და მაშინვე აკრიფა „Amindi.ge“
***
ჩუქჩას ჰუმანიტარული დახმარებით მიუვიდა ტელევიზორი‚ რადიო და კონსერვი.
– მოგეწონა საჩუქრები?
– ტელევიზორი ჩავრთე – პუტინია‚ რადიო ჩავრთე – იქაც პუტინი‚ ახლა ვფიქრობ‚ ღირს კი კონსერვის გახსნა?!
***
ერთ ქალაქში რაბინი გარდაიცვალა. დარჩა ქვრივი‚ კარგი გარეგნობის ქალი. იფიქრეს ნათესავებმა‚ იფიქრეს და გადაწყვიტეს‚ გაათხოვონ – რა იცი‚ ლამაზი ქალია‚ ეშმაკს არ სძინავსო... სხვა ვერავინ ნახეს უცოლო‚ მხოლოდ ერთი ყასაბი იყო‚ ისიც ქვრივი. თუმცა‚ კარგა ხანს თავს იკავებდნენ – მდაბიო ოჯახიდან არისო‚ მაგრამ, ქალმა გადაწყვიტა და გაჰყვა კიდეც. სადილი გააწყო ქალმა. ყასაბმა ჭამაზე უარი თქვა:
– ცხონებული მამაჩემი ამბობდა‚ ნამდვილი ებრაელი სუფრას მანამდე არ მიუჯდება‚ სანამ ცოლქმრულ მოვალეობას არ მოიხდისო.
დაწვნენ. იგივე განმეორდა ძილის წინ:
– ცხონებული ბაბუაჩემი ამბობდა‚ ბრძენი კაცი იყო‚ ნაღდი ებრაელი მანამდე არ დაიძინებს‚ სანამ ცოლქმრულ მოვალეობას არ მოიხდისო...
...და ასე გაგრძელდა – ადგომამდე‚ საუზმის შემდეგ‚ სადილის წინ...
რამდენიმე კვირის შემდეგ ნათესავებმა მოიკითხეს ყოფილი ქვრივი‚ ყასბის ცოლი – როგორ ცხოვრობო.
– როგორ ვთქვა... მართალია‚ ჩემი ახალი ქმარი ისეთი ინტელიგენტი და განათლებული არ არის‚ როგორც პირველი‚ მაგრამ, ისეთი კარგი ოჯახიდანაა‚ ისეთი კარგი წინაპრები ჰყავდა...
***
პატრული ადვოკატის მანქანას აჩერებს‚ რომელიც მაშინვე დიქტოფონს ჩრის ცხვირთან და ეუბნება:
– ყველაფერს‚ რასაც თქვენ იტყვით, გამოყენებული იქნება თქვენ წინააღმდეგ.
– ეგ მხოლოდ ხმას იწერს თუ ვიდეოც აქვს? – შეეკითხა პატრული.
– მარტო ხმას იწერს...
– ჰოდა‚ – აჩვენებს პატრული სამი თითის კომბინაციას და თან, მხიარული ხმით ეუბნება: – კეთილი მგზავრობა!
***
ტიპს მამიდამ ანდერძით უშველებელი ალმასი დაუტოვა. მემკვიდრემ იფიქრა‚ დავამუშავებინებ და ბეჭედში ჩავასმევინებო და ოქრომჭედელს მიუტანა. დახედა ცალ თვალზე შუშამომარჯვებულმა ოქრომჭედელმა და წამოიყვირა:
– ეს უნიკალური ქვაა‚ ხელს ვერ მოვკიდებ‚ მეშინია, არ გამიფუჭდეს!
კიდევ რამდენიმე იუველირთან მიიტანა და ყველგან იგივე უპასუხეს... ბოლოს ებრაელთან მიასწავლეს. დახედა ებრაელმა ქვას და კუთხეში მჯდარ შეგირდს გასძახა:
– წაიღე‚ ჩემო ბიჭო‚ ეს ქვა და დაამუშავე.
აყვირდა ალმასის პატრონი: ხუთ ცნობილ‚ გამოცდილ იუველირთან მაინც მივიტანე და ყველამ უარი მითხრა‚ მოწაფეს როგორ ანდობთ‚ არ იცით‚ რა ქვაა?
– კი‚ დაგენაცვლე‚ მე ვიცი‚ იმათაც იცოდნენ‚ მაგრამ, ამან არ იცის და, თუ ჩუმად იქნები და არ გააგებინებ‚ მშვენივრად გაართმევს თავს დავალებას...
***
გატენილ ავტობუსში ნასვამი‚ ხაშნაჭამი კაცი ამოვიდა. ყველა თავს აბრუნებს და ცდილობს‚ არ ისუნთქოს. ერთმა უსაყვედურა:
– არ შეგეძლო, უფრო თავისუფალ ავტობუსში ასულიყავი?
– კი ვცადე‚ მაგრამ, იქ ყოველ დამუხრუჭებაზე ვეცემი...