კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მუშაობდა ანი ამირიძე ამერიკაში ტანსაცმლის ცნობილი ბრენდების ხაზზე და რატომ ინტერესდებიან მისით არტფოტოგრაფები

 

მისი ცხოვრება ზღაპრის გმირის ისტორიას ჰგავს, რომელსაც  ყოველთვის თან სდევს იღბალი. ამიტომაც‚ მის ცხოვრებაში ხშირად ხდება ბევრი მნიშვნელოვანი, მოულოდნელი და საინტერესო რამ. მომავალი მეორე ნახევარიც ისე იპოვა, როგორც ამერიკულ ფილმებში ხდება... გარეგნობითაც პრინცესას ჰგავს: ლამაზი, ნაზი, ოდნავ გაცრეცილი, დახვეწილი მანერებით... ალბათ‚ ყველას ახსოვს ნიჭიერი მსახიობი ანი ამირიძე, რომელიც რამდენიმე  წლის წინ საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარული იყო. თუმცა‚ ოთხი  წლის წინ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. ამჟამად კი ის წარმატებული სამოდელო საქმიანობის გარდა, ქველმოქმედებასაც ეწევა მარიამ ქინქლაძესა და სალომე ბეღელაძესთან ერთად. მარიამმა  2 წლის  წინ დააარსა საქველმოქმედო ფონდი „honor vitae“, რომელიც დღეს საერთაშორისო სტატუსს ატარებს. ფონდი დახმარებას უწევს მზრუნველობამოკლებულ პატარებს ეთიოპიასა და საქართველოში. ზრუნავს მათ ჯანმრთელობაზე, განათლებასა და უფლებების დაცვაზე. საქართველოში ფონდი ასევე ზრუნავს ომის შედეგად დაზარალებულ პატარებზე. ანი ამირიძე   ამ ფონდის ამბასადორი და მარიამ ქინქლაძესთან ერთად, „ჰონორ ვიტას“ ფილიალის თანადამფუძნებელია. ეს ფონდი სულ ახლახან დაფუძნდა საქართველოში. მომავალში ის საკუთარი სამუშაოსა და სამოქმედო არეალის გაფართოებასა და  სხვა  ქვეყნებში  შესვლას გეგმავს.

– როგორც ცნობილია, შენი ბოლო ფილმი საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

ანი ამირიძე: დიახ. ჩემს ბოლო ფილმს – „აბსურდისტანს“, რომლის  მსოფლიო პრემიერაც სანდენსის კინოფესტივალზე შედგა‚ დიდი წარმატებები ხვდა წილად. ფილმმა გაიმარჯვა რამდენიმე  ნომინაციაში და წარმატებით მოიარა ჩიკაგოს, სან-ფრანცისკოს, ლოს-ანჯელესისა და ევროპის არაერთი ცნობილი კინოფესტივალი.

– როგორ მოხვდი ამ ფილმში?

– შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა მეგობარმა მითხრა, გერმანელი რეჟისორია  ჩამოსული და მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის მთავარ როლზე გოგონას ეძებსო. წავედი ქასთინგზე და ასე გავიცანი ვეით ჰელმერი, რომელმაც გადამიღო ფილმში „GEORGIAN SUMMER“. გავიდა წლები, ვეითი კვლავ დამიკავშირდა და მითხრა: ანი, ფილმს ვიღებ და მინდა, ერთ-ერთი როლი შენ ითამაშოო. მოკლედ‚ შევთანხმდით და ასე მოვხვდი „აბსურდისტანში“, რომელიც ჩემთვის საკმაოდ იღბლიანი გამოდგა – ბევრი ახალი რამ მოიტანა ჩემს ცხოვრებაში.

– ამ ფილმს უკავშირდება შენი საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში გადასვლა?

– შეიძლება‚ ასეც ითქვას. ერთ დღეს მივიღე ვეით ჰელმერისგან ასეთი შინაარსის იმეილი: ანი, ფილმი სანდენსის ფესტივალზეა მიწვეული და  აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეო. მივიღე მოწვევაც. სწორად იმ წელს  დავამთავრე თბილისში უნივერსიტეტი, ჩავაბარე გამოცდები და წავედი ფილმის  პრემიერაზე. მქონდა ერთწლიანი ვიზა და გადავწყვიტე, ეს დრო ენის   შესწავლისთვის გამომეყენებინა. 23-ე ფრანგული სკოლა მაქვს დამთავრებული და ინგლისური კარგად არ ვიცოდი. შევედი ენის შემსწავლელ კურსებზე და ასე დავიწყე ცხოვრება ნიუ-იორკში. სწორედ ამ პერიოდში გავიცანი ჩემი  მომავალი მეუღლე. ჩვენ დავქორწინდით და გაცნობის დღიდან დღემდე სულ  მხარში მიდგას. ჩემს ბედნიერებასა და წარმატებაში მას მიუძღვის დიდი როლი. გარდა ენის კურსებისა, ასევე დავამთავრე კოლუმბიის საზაფხულო სკოლა. ამჯერად ვემზადები კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე შესასვლელად. იანვარში მაქვს გამოცდები. ჩემი მეგობარი მარიამ ქინქლაძე ძალიან მეხმარება, მასაც ეს უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.

– და თქვენ  საქველმოქმედო საქმიანობასაც ერთად  ეწევით.

– დიახ, „HONOR VITAE“ 2010 წელს ნიუ-იორკში დაფუძნდა. წელს ფონდმა მიიღო საერთაშორისო სტატუსი. ჩვენ ვეხმარებით  მზრუნველობამოკლებულ პატარებს. მე თავს იღბლიან და წარმატებულ ადამიანად მივიჩნევ, რადგან საშუალება მომეცა ეს საქმე ვაკეთო. წარმატების მთავარი ჯილდოა, დაეხმარო ნაკლებად იღბლიან ადამიანებს, – ვინც მოკლებულია ოჯახურ სითბოს, მშობლების სიყვარულს. თუნდაც‚ რამდენიმე ბავშვს  რომ დავეხმარო  საზოგადოების სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებაში – ეს დიდი ბედნიერება იქნება ჩემთვის. ჩვენ საქართველოში ახლახან დავაფუძნეთ  „ჰონორ ვიტას“ ფილიალი. ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ ორ „fundraising event“-ზე. პირველი ივენთი დეკემბერში გაიმართება ნიუ-იორკში, თბილისიდანაც გვეყოლება სტუმრები. მეორე ივენთი კი, თბილისში შედგება დეკემბრის  ბოლოს. ორივე ივენთის მიზანია, დავეხმაროთ ქართველ ბავშვებს.

– როგორ ვიცი, ამერიკაში ძალიან წარმატებულ სამოდელო საქმიანობას ეწევი.

– ჩემი სამოდელო ბიზნესთან შეხება კალიფორნიაში, აბსოლუტურად დაუგეგმავად მოხდა – ეს ჩემი მოწოდება არასდროს ყოფილა, მაგრამ მომეცა შანსი და გამოვიყენე. გავიარე ქასთინგი და გავაფორმე ხელშეკრულება ფეშენ მაღაზიასთან. მომიწია ისეთი ბრენდების ტანსაცმლის  ხაზზე მუშაობა როგორიცაა: „მარკ ჯეიკობსი“, „ჯუსი კუტიური“, „თორი ბერჩი“, „მაიკლ კორსი“, „ველვეტი“, „ვაილდ ფოქსი“. მათთან 3 წელი ვიმუშავე და დღესაც  ვაგრძელებ თანამშრომლობას. გარდა კომერციული სამოდელო საქმიანობისა, ასევე‚ ვმუშაობ არტში და რაც მთავარია, თანამშრომლობა მომიწია ძალიან ცნობილ არტფოტოგრაფებთან. რამდენიმე მათგანის ნამუშევრები ნიუ-იორკის  მეტროპოლიტენ მუზეუმშია გამოფენილი.

– თუ აგრძელებ სამსახიობო  კარიერას?

– რაც აქ ვარ‚ ამ სფეროსთან არ მქონია შეხება. ბევრი სხვა საქმე  გამოჩნდა‚ რომლითაც დღემდე დაკავებული ვარ. თუმცა‚ კინო ძალიან მიყვარს.  მქონდა შემოთავაზებები საქართველოდან, მაგრამ სამწუხაროდ, ინტერესები  ცალმხრივი აღმოჩნდა. როგორც გითხარით, კინოზე ვგიჟდები, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში დამთავრდა ეტაპი‚ როცა უბრალოდ კამერის წინ დგომა მიხაროდა. მაგრამ‚ თუ იქნება  საინტერესო პროექტები  და მოხდება ინტერესთა  თანხვედრა,  რა თქმა უნდა‚  ბედნიერი ვიქნები  და  სიამოვნებით    გავაკეთებ ჩემს  საყვარელ საქმეს...

 

 

скачать dle 11.3