კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავავსოთ სახლი მთვარის დადებითი ენერგიებით და რა პერიოდში ჯობია ფულის სესხება-გასესხება

 

როცა ადამიანი ფორიაქობს, ეწყება უნებლიე მოუსვენრობა, უნდება ტირილი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უჩნდება უეცარი პრობლემები, უნდა მიხვდეს, რომ რაღაც გაუთვალისწინებელია მოსალოდნელი. უეცრად გულის აჩქარებაც კი, საფრთხის მიმანიშნებელია – ამ დროს ქვეცნობიერი გკარნახობთ რაღაცას, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხვდებით. ამიტომ, კარგად უნდა დააკვირდეთ საკუთარ თავში ცვლილებებს და სათანადო ყურადღება გამოვიჩინოთ. ადამიანის ორგანიზმი შესაძლო უბედურებასა თუ ბედნიერებას წინასწარ გრძნობს და ამაზე თავისებურად რეაგირებს, რაზეც ვარსკვლავების ვიბრაციაც ახდენს გავლენას. 

ხშირ შემთხვევაში, წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზი არა ჩვენი საქმიანობა, არამედ, იდუმალი ძალებისა და ვარსკვლავების განწყობის წყალობა და დამსახურებაა. თითოეული ადამიანი სამყაროს ნაწილია და მის სასიცოცხლო ენერგიის ზეგავლენას ყოველთვის განვიცდით.

საცხოვრებელი ბინა ადამიანის სხეულს ჰგავს – მასში  ყოველ წუთს მიმდინარეობს ენერგიათა ცვლა. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს სახლის ფორმას, ანუ, უნდა იცოდეთ, როგორი ზომისა და ფორმის სახლი მოგიტანთ სამომავლოდ წარმატებას. თუ საცხოვრებელი ბინა ან ოთახი ტრაპეციის ფორმისაა, მასში ცხოვრება ძალიან რთულია, რადგან, მეტ უიღბლობას იზიდავს, ფულიც თავისთავად გაედინება და ბარაქას ვერ ნახავთ. თუ სამკუთხედია, სიმდიდრეს ვერასდროს დააგროვებთ. არც გრძელი ფორმის ოთახები და სახლია სასურველი. მართკუთხედი ან ოვალური საცხოვრებელი კი მეტად კარგი და სასიკეთოა.

ასევე, როცა სახლში რამე ნივთს უცვლით ადგილს, ამით აუცილებლად იცვლება თქვენს ცხოვრებაში რაღაც ნიუანსი. თუ ინტუიცია კარგად გაქვთ განვითარებული, ზუსტად მიხვდებით, რა ნივთი სად დადოთ, რა შეცვალოთ თქვენ გარშემო და როგორ გაიუმჯობესოთ ამით ცხოვრება.

ვერცხლის ნივთები საკუთარ თავზე „იღებს“ სახლში შეღწეულ უარყოფით ენერგეტიკულ დარტყმებს და იწოვს იმ უარყოფით ენერგიებს, რასაც ადამიანი თავისდაუნებურად იღებს გარემოსთან ურთიერთობისას და ამით ანეიტრალებს მათ არასასურველ ზეგავლენას.

თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, რომლისთვისაც ვერცხლი მისაღები ლითონია, აუცილებლად ატარეთ მისგან დამზადებული  სამკაულები. ასევე,  ნებისმიერი ადამიანისთვის კარგია, სახლში ჰქონდეს ვერცხლის პატარა ფიგურები – ასე უფრო ადვილია ბინაში დადებითი ენერგიის შედინება. სავსე მთვარის დროს, შუაღამისას, შეგიძლიათ, ეს ვერცხლის ფიგურები ღია ცის ქვეშ დააწყოთ, თუნდაც აივანზე, რათა ისინი მაქსიმალურად „დაიტუმბოს“ და აივსოს მთვარის ძალითა და ენერგიით. ასე რომ, საცხოვრებელში ნებისმიერ საგანს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ოჯახში დადებითი ენერგიის მოსაზიდად აუცილებელია ძველმანი, გამოუსადეგარი ნივთების მოშორება, რადგან, თავისუფალ სივრცეში მეტი დადებითი ენერგიის ცირკულაცია ხდება; ასევე, სახლში დადებითი ენერგიის შემოდინებას უწყობს ხელს სისუფთავე და წესრიგი. გირჩევთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ ოთახების მოწყობა-გალამაზებას; ყველა ნივთს თავისი ადგილი მიუჩინეთ, რათა მეტი სიმშვიდის, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ენერგია და ატმოსფერო შექმნათ. სახლის კუთხე ყველაზე წარუმატებელი პოზიციის მქონე ადგილია ბინაში; ის ისრუტავს ადამიანისგან ენერგიას, ანუ, ის სახლის ერთგვარი ვამპირია. 

სხვათა შორის, არ ვარგა, თუ ვინმე თქვენ უკან დგას და დაჟინებით გაკვირდებათ ზურგზე. ყველაზე საშიში ის არის, რომ დაუცველი ზურგი ყველაზე სუსტი ენერგეტიკული არეა. 

როცა ტანსაცმელს იცვლით, ეცადეთ, არ მიმოფანტოთ, რადგან, ასეთ შემთხვევაში, მათში ბოროტი სულები იბუდებენ. 

ორშაბათობით ნუ გაასესხებთ ფულს, რადგან გამსესხებელი ხეირს ვერ ნახავს მთელი კვირის განმავლობაში, მსესხებელს კი ყველაფერში გაუმართლებს. კარგია, თუ ფულს სავსემთვარეობისას ისესხებთ. პარასკევს ნუ დაალაგებთ სახლს სველი წესით. 

თუ ყოველდღიურად ყურადღებით დააკვირდებით თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებს და გაითვალისწინებთ ელემენტარულ ასტროლოგიურ რჩევებს, ადვილად ამოიცნობთ, როდის არიან ვარსკვლავები თქვენდამი კეთილად განწყობილნი და როდის უნდა იყოთ მეტად ფრთხილი და წინდახედული.

 

скачать dle 11.3