რა მოხდა ამ დღეს
5 ნოემბერი
1967 – მოსკოვში მუშაობა დაიწყო ოსტანკინოს ტელეანძამ.
2000 – ახალი მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში გახდა ვლადიმირ კრამნიკი.
6 ნოემბერი
1315 – ფლორენციის ხელისუფლებამ დანტე ალიგიერს სიკვდილის განაჩენი გამოუტანა, თუმცა პოეტი ვერ შეიპყრეს.
1887 – პოლკოვნიკმა ჯაიკობ პიკმა დააპატენტა ელექტროწვერსაპარსი.
1941 – ამ დღეს ნაცისტური გერმანიის სამხედრო ნაწილები ყველაზე ახლოს იყვნენ მოსკოვთან.
1960 – ექსპლუატაციაში შევიდა კიევის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი.
7 ნოემბერი
1522 – დასრულდა ფერნანდო მაგელანის მოგზაურობა დედამიწის გარშემო (თუმცა, თვით მაგელანი ამ ფაქტს ვერ მოესწრო, თვრამეტიოდე გადარჩენილი მეზღვაურით სევილიაში დაბრუნდა ხუან ელკანო).
1783 – უკანასკნელი აუტოდაფე. ესპანეთში დაწვეს ბოლო „ალქაჯი“.
1917 – ეგრეთ წოდებული, „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია“.
8 ნოემბერი
1519 – ევროპელებმა (ესპანელებმა ერნან კოსტერის მეთაურობით) პირველად იხილეს აცტეკების დედაქალაქი ტენოჩტიტლანი.
1793 – ფრანგ მეფეთა სასახლე, ლუვრი, გადაკეთდა მუზეუმად.
1895 – ვილჰელმ კონრად რენტგენმა აღმოაჩინა მისივე სახელობის სხივები.
1923 – ნაცისტების „ლუდის პუტჩი“ მიუნჰენში, რის შედეგადაც ადოლფ ჰიტლერი ციხეში მოხვდა.
1966 – მსახიობი რონალდ რეიგანი კალიფორნიის გუბერნატორად აირჩიეს.
9 ნოემბერი
1799 – სამხედრო გადატრიალების შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლების სათავეში გენერალი ბონაპარტი მოვიდა.
1910 – პირველად წარმატებით გამოსცადეს ჩანთის გასაშლელი პარაშუტი.
1911 – ფრანგმა ჟორჟ კლოდმა დააპატენტა ნეონის ნათურა.
1981 – საჰაერო ბურთით გადაუფრინეს წყნარ ოკეანეს.
10 ნოემბერი
1885 – გერმანელმა კონსტრუქტორებმა დაიმლერმა და მაიბახმა დააყენეს მათ მიერვე აწყობილი შიდაწვის ძრავა ველოსიპედზე. ასე „გაჩნდა“ მოტოციკლი.
1940 – უოლტ დისნეი გახდა ამერიკის კონტრდაზვერვის აგენტი.
1978 – გამოვიდა ლეონიდ ბრეჟნევის წიგნი „ცელინა“.
11 ნოემბერი
1790 – ჩინეთიდან ინგლისში პირველად მოხვდა ყვავილი ქრიზანთემა.
1837 – გაიხსნა რუსეთის იმპერიაში რკინიგზის პირველი ხაზი: „პეტერბურგი – ცარსკოე სელო“.
1918 – გერმანიის კაპიტულაციით დასრულდა პირველი მსოფლიო ომი.
1925 – ლუი არმსტრონგმა ჩაწერა თავისი პირველი გრამფირფიტა.