კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიაბეტი – მკაცრი დიეტა თუ საღი აზრი?

 

მკითხველების თხოვნით, კვლავ გთავაზობთ დიეტას მათთვის, ვისაც დიაბეტი აწუხებს. დასაწყისში კი შეგახსენებთ, რომ, მიუხედავად ამ დაავადების ვერაგობისა, თუ საკუთარ თავზე ზრუნვას დღის წესრიგში ჩააყენებთ, აბსოლუტურად სრულყოფილად შეძლებთ მასთან ერთად ცხოვრებას.

ჩვენი დღევანდელი ინფორმაცია საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც დიაბეტის მეორე ტიპი აქვს.

ბევრს ჰგონია, რომ ამ სახის დიაბეტის დროს სამუდამოდ უნდა თქვას უარი საყვარელ კერძებზე და მხოლოდ უგემური, დიეტური პროდუქტი უნდა მიირთვას, მაგრამ, ეს მცდარი აზრია. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ამ დაავადების დროს აუცილებელი არ არის სპეციალური დიეტა, შეგიძლიათ, ჭამოთ ყველაფერი, ოღონდ, განსაზღვრული სიხშირითა და რაოდენობით. საქმე ისაა, რომ დიაბეტის მეორე ტიპის გაჩენაში მთავარი „დამნაშავეა“ წონა. ამიტომ, ცხოვრების წესად უნდა აქციოთ ნაკლები კალორიების მიღება და ბევრი მოძრაობაც.

თუ სტაბილურად შეასრულებთ ჩვენს რეკომენდაციებს, გვერწმუნეთ, შაქრის შემცველობა სისხლში სტაბილურად შემცირდება.

უმთავრესი რჩევა – „მიაწექით“ უჯრედისს!

ძირითადი კვება უნდა მოხდეს დღეში 3-ჯერ, რათა კუჭქვეშა ჯირკვალი ზედმეტად არ გადაიტვირთოს. მაგრამ, გახსოვდეთ, რომ არ უნდა შეებრძოლოთ შიმშილის გრძნობას. თუ ძირითადი კვების დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ, მაინც მოგშივდათ, მიირთვით ხილი ან ბოსტნეული: კიტრი, პომიდორი, უმი სტაფილო, ვაშლი. არ დაგავიწყდეთ, რომ უჯრედისით მდიდარი პროდუქტები უნდა შეადგენდეს თქვენი ყოველდღიური რაციონის მინიმუმ ნახევარს. კომბოსტოს, ჭარხლის, გოგრის, სალათის ფოთლების, ყაბაყის, ისპანახის მეშვეობით თქვენ მიიღებთ სიცოცხლისთვის აუცილებელ მიკროელემენტებს, შაქრის შემცველობა კი, არ აიწევს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ორგანიზმისთვის მაგნიუმი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ბანანი, სიმინდი, ისპანახი. რაც შეეხება საკონდიტრო ნაწარმს, შაქარს, ყურძენს, ლეღვს, ქიშმიშს, რაც შეიძლება, იშვიათად ჩართეთ თქვენს რაციონში, რადგან მათში შემავალი გლუკოზა სწრაფად შეიწოვება სისხლში. ასევე, მოერიდეთ კარტოფილისა და ხორბლის ფქვილის ნაწარმს – თეთრ პურსა და მაკარონს; შეამცირეთ ცხოველური ცხიმების მიღებაც. ყველაზე უფრო დიეტურია ინდაურის ან ქათმის მოხარშული ხორცი (კანგაცლილი), უცხიმო მოხარშული თევზი, უცხიმო რძე, ხაჭო და იოგურტი (ან მაწონი). თამამად შეგიძლიათ მიირთვათ წიწიბურას ან „ჰერკულესის“ ფაფა (ცოტაოდენი ზეითუნის ზეთით). მაგრამ, არ დაგავიწყდეთ მთავარი: იმოძრავეთ, იარეთ ფეხით, შეასრულეთ ნებისმიერი ვარჯიშები, იცურავეთ, ჩაეწერეთ აერობიკაზე, ითამაშეთ სპორტული თამაშობები და ნახავთ, რა ადვილად „დააფრთხობთ“ დიაბეტს.

დიაბეტის მეორე ტიპის შემთხვევაში ფიზიკური დატვირთვა განსაკუთრებით სავალდებულოა. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ აქტიური მოძრაობის დროს კუნთები „ნთქავს“ გაცილებით მეტი რაოდენობით გლუკოზას, ვიდრე უმოძრაო რეჟიმში დაცული დიეტა.

 

скачать dle 11.3