კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა: მაწუხებს ჭარბი წონა. მირჩიეს ვაშლის ძმრის მიღება, რამაც ძალიან კარგი შედეგი მომცა. თუ შეიძლება, ზუსტად განმიმარტეთ, რა დოზით და რამდენი ხანი შეიძლება ვაშლის ძმრის მიღება?

პასუხი: წონაში დასაკლებად უნდა სვათ 4 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრისა და 1 ჩაის ჭიქა წყლის ნარევი, ჭამის დროს, 10 დღის განმავლობაში; შემდეგ – მინიმუმ 20 დღე შესვენება. მიზანშეწონილია, თუ ჭიქის ერთ მესამედს მიიღებთ საუზმის დროს, მეორეს – ვახშმამდე შუალედში, მესამეს კი – ამ ორ კვებას შორის, როცა მოისურვებთ. ვაშლის ძმრის ორგანიზმზე მოქმედება ინდივიდუალურია, მაგრამ, არ უნდა მიიღოთ კუჭ-ნაწლავის პრობლემების შემთხვევაში (გასტრიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება და სხვა); არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ გაუზავებელი ვაშლის ძმარი; ვაშლის ძმრის მიღების შემდეგ პირში გამოივლეთ თბილი წყალი, ვინაიდან, ძმარი აზიანებს კბილის მინანქარს; აკონტროლეთ წნევა (შესაძლებელია წნევის დაწევა).

კითხვა: ამ ბოლო პერიოდში ძალიან გამიმძაფრდა ტკბილეულისა და ზოგადად, ჭამის მოთხოვნილება. თუ არ შევჭამ რამეს, ასე მგონია, გული უნდა წამივიდეს. როგორ ფიქრობთ რა მჭირს და ვის მივმართო?

პასუხი: პირველ ყოვლისა, უნდა გამორიცხოთ ენდოკრინოლოგიური დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა, ჰიპოგლიკემია – სისხლში შაქრის დაბალი დონე). დიაგნოზის დასაზუსტებლად  მიმართეთ ენდოკრინოლოგს. 

კითხვა: შეიძლება თუ არა მშობიარობის მერე მუცელზე წოლა? 

პასუხი: შეგიძლიათ, როგორც თქვენ მოგეხერხებათ, ისე დაწვეთ.

კითხვა:  ხშირად მაწუხებს შებერილობა და მირჩიეს ნახშირის დალევა. 10 დღის განმავლობაში.  მართალია თუ არა, რომ ნახშირი წონის დაკლებასაც უწყობს ხელს?

პასუხი: სამედიცინო ნახშირი შთანთქავს აირებს, რის ხარჯზეც ხსნის შებერილობით გამოწვეულ დისკომფორტს. ის არ არის წონის დასაკლები საშუალება.

კითხვა: ორსულობის რა ვადაზე ინიშნება საკეისრო კვეთა და როდის ითვლება ოპერაცია დაგვიანებულად?

პასუხი:  გეგმური საკეისროს შემთხვევაში, ელოდებიან სამშობიარო მოქმედების დაწყებას და საშვილოსნოს ყელის გახსნას. მაგრამ, ამ დროს ნაყოფი არ უნდა იყოს მცირე მენჯში ჩამოსული, რადგან, ეს აძნელებს მშობიარობის ოპერაციული გზით დასრულებას.

კითხვა: ჩემი შვილი 6 თვისაა და მენსტრუაცია ჯერ არ მქონია. როდემდე შეიძლება არ მომივიდეს?

პასუხი: მშობიარობის შემდეგ ციკლის აღდგენა საკმაოდ ინდივიდუალურია. ხშირად, თუ ბავშვი მთლიანად ბუნებრივ კვებაზეა (იკვებება მხოლოდ დედის რძით), მენსტრუაცია ლაქტაციის პერიოდის დასრულების ერთი წლის შემდეგ დგება. თუ დედა ბავშვს ძუძუსთან ერთად დამატებით საკვებსაც აძლევს, მაშინ მენსტრუაცია შეიძლება, დადგეს ლაქტაციის პერიოდის დასრულებამდეც და დასრულების შემდეგაც.

კითხვა: მაქვს ნევროზი და არითმია. ექიმის დანიშნულებით ვსვამდი პერსენს. შეიძლება თუ არა, მივიღო ვაგოსტაბილი და რა დოზით?

პასუხი: შეგიძლიათ, პერსენი ჩაანაცვლოთ ვაგოსტაბილით. მიღების წესი და დოზირება კი ასეთია: მოზრდილებისთვის შფოთვის, დაძაბულობისა და გაღიზიანებული მდგომარეობის დროს ინიშნება 2 აბი დღეში 1-3-ჯერ, ჭამამდე; ძილის დარღვევების დროს: 2 აბი სადილის დროს და 2 აბი ძილის წინ.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

 

скачать dle 11.3