ჩოგბურთის ვარსკვლავების სექსუალური მეორე ნახევრების ტოპ-რეიტინგი
მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავები არაფრით ჩამოუვარდებიან კინო და პოპვარსკვლავებს, მათი პირადი ცხოვრება ისეთსავე ინტერესს იწვევს ჟურნალისტებში, როგორსაც ფეხბურთის ვარსკვლავების პირადი ცხოვრება და, აქედან გამომდინარე, გაორმაგებულია ინტერესი მათი მეორე ნახევრების მიმართ, რომლებიც ტრიბუნიდან გულშემატკივრობენ თავიანთ რჩეულებს და ამხნევებენ, სანამ ისინი ოფლს ღვრიან და მილიონიან ჰონორარებს გამოიმუშავებენ მსოფლიოს საუკეთესო კორტებზე. გთავაზობთ ჩოგბურთის ვარსკვლავების სექსუალური მეორე ნახევრების ტოპ-ათეულს.
ჯარა მარიანო
ესპანელი ჩოგბურთელის, ფერნანდო ვერდასკოს მეუღლე, ჯარა მარიანო, წარმოშობით ჰავაის კუნძულებიდან არის და თავისი ეგზოტიკური გარეგნობითა და სექსუალური სხეულით ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მოდელად ითვლება ამერიკაში. ჯარა ძირითადად საცურაო კოსტიუმების რეკლამირებით არის დაკავებული და ეს საქმე საკმაოდ კარგადაც გამოსდის. სხვადასხვა დროს იგი თანამშრომლობდა და ახლაც თანამშრომლობს მსოფლიოში განთქმულ ბრენდებთან: „ოლდ ნეივისთან”, „ეიჩენდემთან”, „ეივონთან”, „არმანისთან”, „ლევაისთან” და „ვიქტორიას სიქრეტთან”. გარდა ამისა, ჯარა ტელევიზიასა და კინოშიც არის დაკავებული და შესრულებული აქვს როლი სტივენ სპილბერგის ფილმში „მაინორითი რეპორტ”.
კამილა ნევიერი
კვიპროსელი ჩოგბურთელის მარკოს ბაღდატისის მეუღლე, მოდელი კამილა ნევიერი, სპორტსმენმა 2006 წელს საკუთარი მწვრთნელისგან გაიცნო. კამილა მისი აყვანილი შვილია. მარკოსისა და კამილას რომანი ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ დაიწყო და ქორწინებით დაგვირგვინდა. წყვილი რამდენჯერმე „დააშორეს“ ჟურნალისტებმა, თუმცა, ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ჭორი აღმოჩნდა.
სვეტოსლავა სიმეონოვა
სვეტოსლავა სიმეონოვა ბულგარეთში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლება. სექს-სიმბოლოდ მიჩნეული სვეტოსლავას მეუღლე იტალიელი ჩოგბურთელი ფაბიო ფონინია. ჩოგბურთელის თქმით, იგი თავს ბედნიერად გრძნობს, როდესაც მას სვეტოსლავა უშუალოდ ტრიბუნიდან ქომაგობს. სვეტოსლავამ რამდენიმე ხნის წინ „მაქსიმის” გულახდილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რამაც ლამაზმანის თაყვანისმცემლების რაოდენობა ერთიორად გაზარდა.
ელენა რისტიჩი
ელენა რისტიჩი 2006 წლიდან ხვდება ბოლო დროის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს. ელენას მილანის ეკონომიკური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და თავს ბედნიერად გრძნობს ნოვაკთან, რომელიც ტიტულს ტიტულზე იგებს. ცნობისთვის, ელენა მოდელი არ გახლავთ, თუმცა, მაინც სასურველ ქალად ითვლება სარეკლამო ბიზნესში.
სარა ფოსტერი
გერმანელი ტომას ჰაასის მეუღლე, სარა ფოსტერი, განთქმული მსახიობი და ამერიკაში სატელევიზიო ვარსკვლავია. გარდა ამისა, ქერათმიანი სარა ხშირად იცვლის თმის ფერს, გარეგნობის ცვლილება კი მის სექსუალობას დამატებით დივიდენდებს ჰმატებს. წარსულში სარა ლეონარდო დიკაპრიოსთან და ბენისიო დელ ტოროსთან რომანებით იყო ცნობილი, ახლა კი სერიალ „ბევერლი ჰილზ 90210“ ახალი თაობის ვარსკვლავია და თავისუფალ დროს მეუღლეს დაჰყვება ტურნირებზე.
კიმ სირსი
კიმ სირსი ლონდონის ოლიმპიური თამაშებისა და ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულის, ბრიტანელი ენდი მარეის „გერლფრენდია.“ წყვილი დიდი ხანია, ერთმანეთს ხვდება და 2013 წელს დაქორწინებასაც აპირებს. ენდისა და კიმს საერთო შვილები ჯერ არ ჰყავთ, სამაგიეროდ, ჰყავთ ბორდერ ტერიერის ჯიშის ორ ძაღლი: მეგი მეი და რასტი.
სუნსიცა ტრავიცა
სერბი ჩოგბურთელის, ვიქტორ ტროიცკის საცოლე, სუნსიცა ტრავიცა, სერბეთში ცნობილი მოდელი და „ტვიტერის” აქტიური მომხმარებელია. ლამაზმანს რამდენიმე ათასი მკითხველი ჰყავს და თავის ერთგულ „ფოლოუერებს” სუნსიცა პერიოდულად გულახდილი ფოტოებით ანებივრებს, იქნება ეს აუზთან, საცურაო კოსტიუმში ან აბაზანაში შხაპის მიღების შემდგომ გადაღებული ფოტოები.
ჯენიფერ შოლი
ამერიკელი ჯეიმს ბლეიქის მომხიბლავი „გერლფრენდი,“ ჯენიფერ შოლი, „მაქსიმის” მოდელია, რომელიც 2006 წელს ჟურნალმა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბლეიქი და შოლი ამჟამად დაშორებულები არიან, თუმცა, მათ შორის ჩხუბი და შერიგება იმდენჯერ მოხდა, რომ მათ კინკლაობას სერიოზულად აღარავინ უყურებს.
ესტერ სატოროვა
ჩეხი თომას ბერდიხის მომხიბლავი საცოლე, ესტერ სატოროვა, ცნობილი მოდელია, რომელიც ფოტოგრაფის წინაშე გაშიშვლებას არ ერიდება და მისი გულახდილი ფოტოების ნახვა ინტერნეტის მომხმარებლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ესტერი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა, უკვე თანამშრომლობს ევროპის წამყვან სამოდელო სახლებთან მილანში, ბარსელონასა და მადრიდში. თავისუფალ დროს კი, ესტერი გულმხურვალედ ქომაგობს თავის შეყვარებულს.
ბრუკლინ დეკერი
2009 წლიდან, ბრუკლინ დეკერი ამერიკელი ჩოგბურთელის, ენდი როდიკის ოფიციალური მეუღლეა. ბრუკლინი ამერიკული ჟურნალის – „სპორტ ილუსთრეიდის” საუკეთესო მოდელად ითვლება და სწორედ მას იწვევენ ყველაზე გულახდილი საცურაო კოსტუმების სარეკლამო ფოტოსესიებში მონაწილეობის მისაღებად. წელს ბრუკლინი პლანეტის 100 ყველაზე ცეცხლოვან ლამაზმანს შორის დაასახელა ჟურნალმა „მენს ჰელსმა”.