ბორდელი – კლუბის სამსახურში
ბერძნული სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი „ვოკეფალისი” მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება, ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ კი, გადარჩენის უკანასკნელი შანსიც მოუსპო. საქმე ისაა, რომ კლუბის დახმარების სურვილი ორმა ბორდელმა გამოთქვა. საროსკიპოების მფლობელები მზად არიან, ფინანსურად დაეხმარონ კლუბს, სანაცვლოდ კი მათ მაისურებზე საროსკიპოების დასახელებების დაწერას მოითხოვენ. გარდა ფინანსური დახმარებისა, კლუბის წევრ ფეხბურთელებს კვირაში ერთხელ უფასოდ შეეძლებათ ბორდელის მომსახურების გამოყენება, თუმცა, ამ შეთავაზებას საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია ამორალურს უწოდებს და კლუბს უკრძალავს დახმარების მიღებას. საინტერესოა, რომ საბერძნეთში პროსტიტუცია ლეგალური ბიზნესია და ნებისმიერ ბორდელს კანონით უფლება აქვს, გახდეს ნებისმიერი სპორტული კლუბის სპონსორი.