ჰალკ ჰოგანის სექს-სკანდალი
ცნობილი რესტლერი და კინომსახიობი ჰალკ ჰოგანი სექსუალური სკანდალის მონაწილე გახდა. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჰალკი თავისი ახლო მეგობრის ცოლთან, მოდელ ჰიზერ კლემთან სექსით იყო დაკავებული. 59 წლის რესტლერმა უკვე მიმართა სასამართლოს, რომ ვიდეოგადაღება უკანონოდ ხორციელდებოდა და პირად ცხოვრებაში ჩარევის ფაქტი საჯაროდ დაგმო. აღმოჩნდა, რომ ჰალკის მეგობარი, დიჯეი ბუბა, საქმის კურსში იყო, რომ ცოლი ჰალკთან ღალატობდა და ამ ფაქტზე ფულის გაკეთების იოლი გზა მონახა: მან გადაუღო ჰალკს ვიდეო და ინტერნეტში ფასიან ვებ-გვერდზე განათავსა. საინტერესოა, რომ ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ბუბას ცოლის მონაწილეობით კიდევ რამდენიმე ინტიმური ვიდეო გავრცელდა, სადაც ლამაზმანი მეუღლის სხვა მეგობრებთანაც სექსით არის დაკავებული.