ვინი ჯონსის მოსკოვური თავგადასავალი
წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და ამჟამად წარმატებული ჰოლივუდელი კინომსახიობი ვინი ჯონსი მოსკოვში სტუმრად ყოფნის დროს სლავური გარეგნობის ქალებით მოიხიბლა. ჯონსმა მოსკოვი „დედამიწის სამოთხედ“ გამოაცხადა და აღიარა, რომ მსგავსი სილამაზის ქალები არსად უნახავს. ერთკვირიანი ვიზიტის განმავლობაში ჯონსი სამ სხვადასხვა ლამაზმანთან შეამჩნიეს, რომელთაგან აღნიშვნის ღირსია 2011 წლის „მისის მსოფლიო” – ალისა კრილოვა. მოსკოვში გატარებული ერთკვირიანი არდადეგების შემდეგ ვინი ჯონსი სახლში დაბრუნდა, სადაც მას მეუღლე და შვილები ელოდნენ.