მუამბას ახალი სიცოცხლე
სულ რამდენიმე თვის წინ „ბოლტონის” ექსფეხბურთელი, ფაბრის მუამბა მოედანზე შეუძლოდ გახდა. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდა კლინიკური სიკვდილი, მაგრამ, ექიმების ძალისხმევით სიკვდილს გადაურჩა და ახლა უკვე პენსიონერი ფეხბურთელი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა. რამდენიმე დღის წინ მუამბამ „ფიფაში” დასაქმების სურვილი გამოთქვა და ამ საკითხზე იოზეფ ბლატერსაც უნდა შეხვედროდა, თუმცა, სულ ახლახან, ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელმა ცოლი შეირთო – მისი რჩეული დიდი ხნის მეგობარი შონა მაგუნდა გახდა. ქორწილი ჩეშირის საგრაფოში შედგა და მას უამრავი მოწვეული სტუმარი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ ფაბრისის მეგობრები: რობინ ვან პერსი, ენდი კოული და ელტონ ჯონი.