კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აგებდა მამაკაცი გათხოვილ და გაუთხოვარ ქალთან მრუშობისას პასუხს რუის-ურბნისის ძეგლდების თანახმად და როდის შეეძლო მას ფიზიკურად გასწორებოდა საკუთარ ცოლს

დღეს‚ ადამიანების დიდი ნაწილი ძალადობის მსხვერპლია როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში, საზოგადოებაში და ხშირად სასულიერო პირების მხრიდანაც. ამის არაერთი მაგალითი არსებობს. როგორია ამ საკითხის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის  ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

 

– არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვების აღზრდა, მათი ზნეობრივად ჩამოყალიბება იწყება ცოლ-ქმრის – მეუღლეების სწორი, ჯანსაღი ურთიერთობით. თუ ცოლ-ქმარს სწორი მიდგომა თავად არ გააჩნია, შესაბამისად‚ შვილებსაც ვერ აღზრდიან სწორად. ხშირად ჩვენ სულიერებასა და ზნეობრიობას არათუ ერთმანეთისგან ვმიჯნავთ, პირიქით, ვაკავშირებთ – რაც არ არის მართებული. სულიერი ცხოვრება სულ სხვაა, ხოლო ზნეობრივი – სულ სხვა. ვუყურებთ ადამიანს და ის გარეგნულად მოწესრიგებულია, წესიერი, არ იპარავს, დადის ეკლესიაში, იცავს რაღაც წესებს და შესაბამისად‚ მოგვწონს ის. ეს ყველაფერი, თავისთავად კარგია, მაგრამ ზედაპირულია და ადამიანის ბუნებას ბოლომდე ვერ წარმოაჩენს, რადგან მთლიანობაში მას წარმართავს და წარმოაჩენს მისი სულიერება, შინაგანი მდგომარეობა. ერთია‚ რომ ადამიანი ზნეობრივად ცხოვრობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ბოლომდე, სულიერადაც დახვეწილი და განვითარებულია. ანუ, სულიერად წესიერია. შესაბამისად‚ ადამიანმა ჯერ საკუთარი თავი უნდა გააცნობიეროს და შემდეგ, როცა ოჯახს შექმნის – ოჯახში, შვილებთან ურთიერთობაში უნდა იპოვოს მშობლის, მეუღლის როლი. ძველად მშობლები ცდილობდნენ‚ შვილები გმირებად აღეზარდათ. რა თქმა უნდა‚ ეს კავშირშია იმასთან, რასაც ქრისტიანობა ქადაგებს: ათი მცნებიდან პირველია, რომ გიყვარდეს ღმერთი მთელი შენი სულით, შენი ნებით, არსებით და მეორე – მსგავსი პირველისა: გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი თვისი და თუ საჭირო იქნება‚ თავიც დადო მისთვის. ანუ გმირია ის ადამიანი, რომელიც თავს დებს მოყვასისთვის.

– დღევანდელი ადამიანი ასეთი რამეებისგან შორს არის. იშვიათად თუ შევხვდებით ვინმეს‚ საკუთარი მოყვასისთვის თავის დადება რომ შეეძლოს.

– დღეს ჩვენი აზროვნება რადიკალურად შეცვლილია, ისევე‚ როგორც მიდგომები. მშობლებს გვინდა, რომ ჩვენი შვილი ყველაფერში დაწინაურებული იყოს. ვასწავლით, დაგვყავს სპორტზე, ცეკვაზე და ჩვენ ვზრდით არა გმირებს, არამედ ლიდერებს. გმირი მზად არის სხვისთვის დადოს თავი და არ ფიქრობს, რომ ის ვინმეზე აღმატებულია, მაღლა მდგომია. ლიდერი ზუსტად ამ თვისებებით გამოირჩევა, ფიქრობს, რომ ის ცხოვრებაში ყველაზე მაღლა უნდა დადგეს. რა თქმა უნდა‚ ზრუნვა, თავდადება – ეს ყველაფერი საფუძველშივე გამორიცხულია. ოჯახებში ხშირად არის მაგალითები, როდესაც მშობლები პირდაპირ ეუბნებიან შვილებს, ასწავლიან, ჩაუნერგავენ, რომ უნდა იყოს ყველაზე ძლიერი, ყველაზე წარმატებული და ასე შემდეგ. შესაბამისად‚ ბავშვები იზრდებიან არა სხვებზე მზრუნველ პიროვნებებად, პირიქით უფრო მეტად ეგოცენტრულები ხდებიან. ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ თავზე: ყველაფერს ვიკადრებ, ოღონდ ყველაზე წარმატებული ვიყო და ყველაფერს მივაღწიოო. დღეს რომ ჩვენს საზოგადოებას ვუყურებთ, აზროვნება ადამიანების დიდი ნაწილისა, ვინც საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ინიშნებიან, სამწუხაროდ‚ ბავშვობიდან დამახინჯებულია. ანუ‚ მიეჩვივნენ იმას, რომ ყოველთვის მიიღონ და არ გასცენ. თუ მშობელი თავად ვერ აცნობიერებს იმას, თვითონ როგორი უნდა იყოს, მაშინ ის შვილს ვერ ასწავლის – ის როგორი უნდა იყოს. მაგალითად‚ მშობელი საკუთარ შვილს ეუბნება: მე თუ გავიგებ, რომ დღეიდან შენ ვინმეს შეაგინებ, ან შეიგინები, მაშინ მე შენ ასე და ასე გიზამ – ანუ თავად აგინებს. ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ თავად სცოდავს და ჯერ თვითონ უნდა გამოსწორდეს და მერე გამოასწოროს საკუთარი შვილი.

– არაერთხელ გამიგია, როგორ ძალადობენ ქმრები ცოლებზე და ძალადობის მსხვერპლი ხდებიან‚ ასევე‚ მათი შვილებიც, რომლებიც ხშირად მომავალში თავად ხდებიან მოძალადეები. რაც მთავარია‚ ასეთი ადამიანები შემდეგ მიდიან ეკლესიაში და აღსარებაში ინანიებენ. თუმცა‚ სახლში და ხშირად საზოგადოებაშიც‚ ისევ აგრძელებენ ძალადობას.

– სამწუხაროდ‚ დღეს ადამიანები მხოლოდ ტაძარში არიან მორწმუნეები და ეკლესიის გარეთ ყველაფერი მთავრდება – ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ეს ყველას გვეხება – საერო პირიდან დაწყებული სასულიერო პირებით დამთავრებული. ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, მაგრამ ეკლესიის გარეთ მასში არც სიყვარულია, არც ელემენტარული სითბო, სულიერი სიმშვიდე, თავმდაბლობა. შეუძლია‚ მეუღლესაც აწყენინოს, შვილებს, მეზობლებს. საქართველოში ქალს ოდითგანვე დიდ პატივს სცემდნენ, მაგრამ‚ დღეს აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ქალია დაჩაგრული. როგორც სასულიერო პირმა‚ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, უნდა ვთქვა, რომ დღეს ბევრი მამაკაციცაა დაჩაგრული. ეს კიდევ სხვა თემაა, თუმცა‚ ადრეც იყო და დღესაც არიან ადამიანები, საკუთარი თავისადმიც არ აქვთ ჯანსაღი დამოკიდებულება‚ გარშემო მყოფებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ელემენტარული ეთიკის წესებიც არ არის ასეთ ადამიანებში ჩამოყალიბებული. ასეთ ოჯახებში არ არის სიყვარული, ურთიერთგაგება, ეკლესიური, რელიგიური ცხოვრება, რაც აწესრიგებს და ყალიბში მოაქცევს მათ ურთიერთობას. ადრე თუ ცხოვრების ჩვეულებრივი ნორმა იყო, რომ დედაკაცი უნდა დამორჩილებოდა მეუღლეს, ახლა ასე არ არის. თუმცა‚ მორჩილებაში არ იგულისხმება მონური მორჩილება, ცოლის დაჩაგვრა, შეურაცხყოფა, მისი არაფრად ჩაგდება, მხოლოდ საოჯახო საქმეებში მისი გამოყენება. რა თქმა უნდა‚ ეკლესია ამას არ ფიქრობს. პავლე მოციქულის ეპისტოლეებში კარგად არის ჩამოყალიბებული ქრისტიანული სწავლება ოჯახის, მეუღლეების ურთიერთობის, შვილების აღზრდის შესახებ. მასში საუბარია ქმრის სიყვარულზე, მორჩილებაზე, თავმდაბლობაზე, დათმობაზე და არა მონურ მორჩილებაზე. რა თქმა უნდა‚ ქმარსაც იგივე მოეთხოვება. გარდა ამისა, მას უნდა შეეძლოს თავგანწირვა საკუთარი ოჯახის მიმართ. როგორც ქრისტემ დადო თავი ეკლესიისთვის, ასე უნდა დადოს კაცმა თავი მეუღლისთვისა და შვილებისთვის. ასეთ ჯანსაღ ურთიერთობაზეა საუბარი და შესაბამისად‚ თუ მათ შორის ასეთი დამოკიდებულება არ არის, არც სიყვარულია, რომელიც იმორჩილებს და აწესრიგებს მეუღლეების ურთიერთობას. იქ გამორიცხულია, რომ მომავალი ურთიერთობა იყოს წარმატებული. მამაკაცები ხშირად ამბობენ ასეთ რამეს: დედაკაცისთვის მრუშობა ძალიან მძიმე ცოდვაა და მას ყველას წინაშე პასუხი მოეთხოვება, თან‚ ძალიან მკაცრად, მამაკაცს კი‚ იგივე რამის ჩადენაზე‚ პასუხი მაინცდამაინც არ მოეთხოვებაო. რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე, საერო კანონში ასეთი მუხლი შეიტანეს: თუ დედაკაცი შესცოდავდა მრუშობის ცოდვით, მაშინ მამაკაცს მისთვის უნდა გაკეთებინა ის, რასაც საჭიროდ ჩათვლიდა. თუ გადაწყვეტდა, რომ ფიზიკურად უნდა გასწორებოდა – ასეც იქნებოდა და ამისთვის მას არავინ დასჯიდა. ანუ, მამაკაცი წყვეტდა‚ ცოლს ცოცხალს დატოვებდა თუ მოკლავდა. მამაკაცზე კი ეწერა: თუ ის შესცოდავდა გათხოვილ ქალთან, მაშინ დაზარალებულ მხარეს, ანუ ცოლს‚ შეეძლო მასთვის მოეთხოვა კომპენსაცია – 5 კამეჩის ან სხვა რამის სახით. მაგრამ‚ თუ შესცოდავდა გასათხოვარ ქალთან, მაშინ ამ ქალის ოჯახის წინაშე იყო ვალდებული, რომ საფასური გადაეხადა. რა თქმა უნდა‚ ეკლესია ემიჯნება ამ საკითხს და მრუშობის ცოდვაზე ერთნაირად აგებს პასუხს, როგორც ქალი, ასევე კაცი – ცოდვას ორივესთვის ერთი სიმძიმე აქვს. 

– დღეს, სამწუხაროდ‚ სასულიერო პირის მხრიდანაც ხდება ადამიანებზე ძალადობა. 

– სამწუხაროდ‚ ხდება ასეთი რაღაცეები. როცა სასულიერო პირი იქცევა ასე, ეს ორმაგად საშინელებაა, რადგან სასულიერო პირი ამ ქვეყანაზე განასახიერებს ქრისტეს და მისი ურთიერთობა ხალხთან, ცხოვრება რადიკალურად უნდა განსხვავდებოდეს საერო პირის ცხოვრებისგან. ის სულიერებით, ზნეობით, წესიერებით მაღლა უნდა იდგეს, უნდა გამოირჩეოდეს. საეკლესიო კანონი ამ საკითხს ცალსახად უდგება. დიდი მამების კანონების თანახმად: თუ სასულიერო პირი ფიზიკურად გაუსწორდება სხვა ადამიანს, ის მყისვე უნდა განიკვეთოს მღვდელმსახურებიდან. თუ უბრალო ქრისტიანს მოეთხოვება, რომ მიუტევოს ადამიანებს, მტრებისთვის ილოცოს, მით უმეტეს სასულიერო პირი, ქრისტეს მსახური, რომელიც თავისი მადლით ქრისტეს განასახიერებს, ამას არ უნდა აკეთებდეს. თუ ადამიანი, ამ შემთხვევაში კი სასულიერო პირი‚ საზოგადო ცოდვით შესცოდავს, რაც უამრავი ადამიანის დაბრკოლების მიზეზი გახდება, რა თქმა უნდა‚ ის ამაზე უფრო მეტად აგებს პასუხს, როგორც საკუთარი სინდისის, ასევე მაცხოვრის წინაშე.

 

 

скачать dle 11.3