კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: მაინტერესებს, რამდენად იცავს სისხლის სამართლის პროცესში კანონი ადამიანის ღირსებას და ითვალისწინებს თუ არა, უშუალო მითითებას ადამიანის ღირსების დაცვის შესახებ გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს?

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია პიროვნების ღირსების ხელშეუვალობა, რომელიც უშუალოდ გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. პიროვნების ღირსების ხელშეუვალობის პრინციპი გულისხმობს, რომ მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეები ვალდებული არიან, სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე დაიცვან პროცესის მონაწილეთა ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. დაუშვებელია, ადამიანის ნების თავისუფლებაზე ზემოქმედება წამების, ძალადობის, სასტიკი მოპყრობის, მოტყუების, სამედიცინო ჩარევის, ჰიპნოზის, ასევე სხვა ისეთი ღონისძიების გამოყენებით, რაც ზემოქმედებს ადამიანის მეხსიერებაზე ან აზროვნებაზე. აგრეთვე დაუშვებელია მუქარა ან ისეთი შეღავათების დაპირება, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული.  

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, რა თანმიმდევრობით ხდება სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სასამართლო ვალდებულია, პრიორიტეტულად განიხილოს ის სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა.

კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ, რა უფლებამოსილებები აქვს სასამართლო სხდომის მდივანს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სასამართლო სხდომის მდივანი ამოწმებს, გამოცხადდა თუ არა სასამართლო პროცესზე გამოძახებული პირი და ამის თაობაზე მოახსენებს სასამართლოს; სხდომის თავმჯდომარის წინადადებით, საჯაროდ კითხულობს საპროცესო დოკუმენტს; აწარმოებს სასამართლო სხდომის ოქმს. სასამართლო სხდომის მდივანი ვალდებულია, სრულად და სწორად დააფიქსიროს სასამართლო სხდომის ოქმში სასამართლოს მოქმედება და გადაწყვეტილება, აგრეთვე სასამართლო სხდომის ყველა მონაწილის მოქმედება, განცხადება, შუამდგომლობა, ჩვენება და ახსნა-განმარტება. მდივანს უფლება აქვს, ოქმის მომზადებისას გამოიყენოს სტენოგრაფია, დიქტოფონი და სხვა ტექნიკური საშუალებანი. სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა შენიშვნები სასამართლო სხდომის ოქმთან დაკავშირებით, განიხილოს მათი მოწვევის გარეშე. სასამართლო სხდომის მდივანი იძლევა წერილობით განმარტებებს. 

კითხვა: მაინტერესებს, როგორ შეიძლება, დაიკითხოს სასამართლოში  მოწმის სახით პირი, თუ იგი ყრუ-მუნჯია, მისი დაკითხვა კი აუცილებელია, ვინაიდან საქმეში სხვა მოწმე არ ფიგურირებს? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ყრუ-მუნჯის დაკითხვა სასამართლოში ტარდება შესაბამისი ცოდნის მქონე თარჯიმნის მონაწილეობით. თუ დასაკითხი პირი ყრუა, მისთვის შეკითხვების დასმა შეიძლება წერილობით, ხოლო თუ ის მუნჯია, შეუძლია, შეკითხვებზე პასუხები წერილობით გასცეს. 

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, შესაძლებელია თუ არა მძიმედ დაავადებული მოწმის დაკითხვა, რომელიც მოთავსებულია საავადმყოფოში და გადაადგილება არ შეუძლია?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  მძიმედ დაავადებულის დაკითხვა ტარდება მხოლოდ ექიმის ნებართვით და საჭიროების შემთხვევაში, მისი დასწრებით.

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, როგორ გადაწყდება იმ პირის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ხოლო შემდეგ სასჯელად მხოლოდ ჯარიმა შეეფარდა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად კი დაენიშნა ჯარიმა, ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქებს დანიშნულ სასჯელს, ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისგან.

კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ, რას ნიშნავს სასამართლოს მიერ დანიშნული გამოსაცდელი ვადა, რა პრინციპით ენიშნება გამოსაცდელი ვადა პირს  და ითვლება თუ არა ის სასჯელად?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ გამოსაცდელი ვადა სასჯელი არ არის. ის დგინდება მაშინ, როცა პირს სასამართლო პირობით მსჯავრს უფარდებს. კერძოდ, ბრალდებულისათვის პირობითი სასჯელის შეფარდებისას, სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას, გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არა უმეტეს სამი წლისა, ხოლო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – პირობით მსჯავრზე ერთი წლით მეტი. დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელთა შეკრების შედეგად, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს პირობით მსჯავრზე ერთი წლით მეტი.

კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ, რა ვადებში ხორციელდება მსჯავრდებულ პირთა პირობით ვადამდე გათავისუფლება? 

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ მსჯავრდებული პირის პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება, მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა, ფაქტობრივად, მოიხადა: ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი.

კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ, რას ნიშნავს და რა სახის ქმედება შეიძლება, ჩაითვალოს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად და ვინ შეიძლება, ჩაითვალოს ამგვარ დანაშაულში ბრალეულად, ანუ ვინ შეიძლება იყვნენ ამ დანაშაულის სუბიექტები?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად ითვლება, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ზოგადად, სამოხელეო დანაშაული ბრალად შეერაცხებათ, ანუ ამ დანაშაულის სუბიექტები ასევე არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა) ის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, არბიტრაჟის წევრები, კერძო აღმასრულებლები, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას. მოხელესთან გათანაბრებული პირი ასევე გულისხმობს უცხო ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირს (მათ შორის, საკანონმდებლო ან/და ადმინისტრაციული უფლებამოსილების განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს წევრს); აგრეთვე ნებისმიერ პირს, რომელიც ასრულებს რაიმე საჯარო ფუნქციას სხვა სახელმწიფოსთვის; საერთაშორისო ორგანიზაციის ან ორგანოს თანამდებობის პირს ან ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებულ თანამშრომელს; ასევე ნებისმიერ მივლინებულ ან არამივლინებულ პირს, რომელიც ასრულებს ამ თანამდებობის პირის ან თანამშრომლის ფუნქციების შესაბამის ფუნქციას, საერთაშორისო საპარლამენტო კრების წევრს; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელს; საერთაშორისო სასამართლოს ან სასამართლო ორგანოს მოსამართლეს და თანამდებობის პირს. აღნიშნულ დანაშაულთა სუბიექტები ასევე, არიან ნაფიცი მსაჯულები (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატები), რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ აღნიშნულ უფლებამოსილებას.

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, რამდენია ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადა და რამდენია მძიმე დანაშაულისთვის?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, შესაძლებელია და პირი  თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ გავიდა ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან ექვსი წელი, ხოლო მძიმე დანაშაულის ჩადენიდან ათი წელი. 

 

скачать dle 11.3