კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენმილიარდიან კაპიტალს ფლობს სილვიო ბერლუსკონი „ფორბსის” მონაცემებით და „მილანის” რომელმა ფეხბურთელმა მიუძღვნა მას გოლი

 

ყველაზე სკანდალური იტალიელი პოლიტიკოსი სილვიო ბერლუსკონი გასულ თვეს იტალიურმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ფინანსურ მაქინაციებში და ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ამნისტიის შედეგად მალევე ერთწლიან სასჯელად გადაკვალიფიცირდა. ამჟამად ბერლუსკონის ადვოკატები სააპელაციო დოკუმენტაციაზე მუშაობენ და სავარაუდოდ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს არც იმ ერთი წლის გატარება მოუწევს საპატიმროში და მხოლოდ პირობითი სასჯელი შეეფარდება. თავად ექსპრემიერ-მინისტრი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ყველაფერში მარიო მონტის კაბინეტს ადანაშაულებს. სასამართლოს განჩინებას კი, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს სილვიო ბერლუსკონის წარსულიდან, რომელიც სკანდალური და გახმაურებული ისტორიებითაა სავსე.  

* ამბობენ, პირველი ფული სილვიო ბერლუსკონიმ თოჯინების თეატრში, უფასო სპექტაკლზე თანაკლასელებისთვის გაყიდული ყალბი ბილეთებით იშოვაო. მილანის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სილვიო თანხის სანაცვლოდ თანაკურსელებს საკურსო და სადიპლომო თემებს უწერდა. სტუდენტობისას მტვერსასრუტებითაც ვაჭრობდა და მოგებული თანხით უნივერსიტეტში სწავლის გადასახადს იხდიდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სილვიომ საკუთარი კომპანია „ედილნორდი” ჩამოაყალიბა, რომლის სამოქმედო არეალი უძრავ-მოძრავი ქონებით ვაჭრობა და სამშენებლო ბიზნესი იყო. 1975 წელს  ბერლუსკონიმ ჰოლდინგი „ფინინვესტი” შექმნა და დღეისთვის ჰოლდინგს მისი ოჯახის წევრები უძღვებიან. ჰოლდინგი აერთიანებს: კერძო მედია-მაუწყებელ „მედიასეტს” (ტელეარხები: „კანალ 5”, „იტალია 1” და „რეტექუატრო”), საგამომცემლო სახლ „მონდადორის”, მაღალტირაჟიან გაზეთ „ილ ჯიორნალეს”, ბანკ „მედიოლანუმს” და საფეხბურთო კლუბ „აც მილანს”. ამ ჰოლდინგს იტალიელები მოფერებით „ბერლუსკონიზმს” უწოდებენ, რადგან მათი უმეტესობა ბერლუსკონის აშენებულ სახლებში ცხოვრობს, უყურებს ბერლუსკონის ტელევიზიას, კითხულობს ბერლუსკონის კუთვნილ ჟურნალ-გაზეთებს და გულშემატკივრობს ბერლუსკონის „მილანს”. ჟურნალ „ფორბსის” 2012 წლის მონაცემებით, ბერლუსკონი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში 169-ე ადგილზეა და მისი ქონება 5,9  მილიარდ დოლარს შეადგენს.

* სასამართლოს 2012 წლის ოქტომბრის განჩინებამდე, სილვიო ბერლუსკონი მინიმუმ შვიდჯერ გადაურჩა საპატიმროში მოხვედრას. ძირითადად, მას ბრალი კორუფციასა და მოსამართლეების მოსყიდვაში ედებოდა. 90-იანი წლების დასაწყისში ბერლუსკონის გადასახადების დამალვა, ფინანსური და ფისკალური სამსახურის ჩინოვნიკებისთვის ქრთამის მიცემა დაბრალდა, მაგრამ, ამნისტიის წყალობით, ის დაპატიმრებას გადაურჩა. 1998 წელს ბერლუსკონი სასამართლოს წინაშე პოლიტიკური პარტიების არაკანონიერი დაფინანსებისა და 1997-1998 წლებში ჰერცოგების – ვისკონტისა და მაკერიოს ვილების დაბალ ფასებში შეძენის გამო წარდგა. ვილების რეალური ღირებულება 4,4 მილიარდი ლირა იყო, მაგრამ ბერლუსკონიმ მაქინაციური გზით, მათი ყიდვა სულ რაღაც 575 მილიონ ლირად მოახერხა. ყველაზე ხმაურიანი პროცესი კი 2007 წელს მიმდინარეობდა. ბერლუსკონის დიდი ოდენობით ქრთამის მიცემა და გადასახადების დამალვა ედებოდა ბრალად. 1994-1999 წლებში, ოფშორული კომპანიების გამოყენებით, ბერლუსკონის „მედიასეტი” დაბალ ფასებში ყიდულობდა კინოფილმებსა და ტელეგადაცემებს და ამით გვერდს უვლიდა იტალიურ საგადასახადო სამსახურებს, ეს ფაქტი რომ არ გახმაურებულიყო, ბერლუსკონიმ მაღალჩინოსნებს დიდი ოდენობით ქრთამი გადაუხადა. სწორედ ამ ბრალდებების გამო მიესაჯა სილვიო ბერლუსკონის ოთხწლიანი პატიმრობა.

* არსებობს რამდენიმე ვერსია, რომ სილვიო ბერლუსკონი დაკავშირებული იყო იტალიურ მაფიასთან. ყველაზე ხმაურიანი იყო 80-იან წლების სკანდალი იყო. მაფიოზები დაემუქრნენ ბერლუსკონის, რომ მის ვაჟს, პიერსილვიოს თავს მოაჭრიდნენ და მილანში, დუომოს მოედანზე გამოკიდებდნენ. ეს რომ არ გაეკეთებინათ, მაფიოზებმა ბერლუსკონის გარკვეული დავალებების შესრულება დაავალეს. სილვიომ შვილები ამერიკაში გადამალა, თვითონ კი იტალიური სპეცსამსახურების დახმარებით, მუქარის ავტორებზე გავიდა და დღეს ისინი სასჯელს იხდიან საპატიმროში.

* 2003 წელს  გამოვიდა სილვიო ბერლუსკონის სიმღერების ალბომი „მელიო უნა კანცონე”. აღსანიშნავია, რომ სიმღერების ტექსტები და მელოდია სილვიოს დაწერილი იყო, ოღონდ თვითონ სიმღერებს ნეაპოლელი მომღერალი მარიანო აპიჩელა ასრულებდა. ცნობილია, რომ ახალგაზრდობაში სილვიო ბერლუსკონი საკრუიზო ლაინერებზე მომღერლად მუშაობდა, მაგრამ, ამჯერად მან უარი განაცხადა სიმღერების შესრულებაზე. კომპოზიციებში იგრძნობა ნეაპოლური ტრადიციები, ხოლო ტექსტები, ძირითადად, სიყვარულსა და ღალატზეა. 2008 წლის დეკემბერში ბერლუსკონის კიდევ ერთი ალბომი გამოვიდა და სიმღერებს ისევ მარიანო აპიჩელა ასრულებს. 

* ინტერნეტ ვიდეოპორტალ „იუთუბზე” დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ორი ვიდეორგოლი, რომლებშიც მთავარი როლი სილვიო ბერლუსკონის ეკუთვნის. პირველ ვიდეორგოლში სილვიოს სექსის იმიტაცია იყო გადაღებული. ბრიუსელში ევროსაბჭოს სასახლის შესასვლელთან, სილვიო „ლიმუზინს“ ელოდებოდა, როცა დაინახა, რომ ერთ-ერთ მანქანასთან დახრილი მომხიბვლელი ქალი-პოლიციელი ჯარიმას უწერდა ავტომობილის მეპატრონეს. ბერლუსკონი ჩუმად მიეპარა პოლიციელს და მის ზურგსუკან სექსის მოძრაობების იმიტაცია გააკეთა. ამბობდნენ, ეს ვიდეორგოლი ფარული კამერით ბელგიელმა ტელეჟურნალისტებმა გადაიღეს, მაგრამ მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ გამოყენებულია ბერლუსკონის ორეული და ყველაფერი დადგმული შოუ იყო. მეორე ვიდეორგოლში კი, რომელიც უცნობია, ყალბია თუ არა, ბატონი სილვიო ერთ-ერთ კაფეშია. იტალიის პრემიერი იმ მომენტშია დაფიქსირებული, როცა ცხვირში იქექება და ზედ ყავას აყოლებს.

* უამრავი რეალური ფაქტი არსებობს, სადაც ბერლუსკონი თავისი იუმორის დემონსტრირებას ახდენს საზოგადოების თვალწინ. მისი ყველაზე გახმაურებული ხუმრობებიდან აღსანიშნავია, ეპიზოდი გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან და ასევე, გამონათქვამი ბარაკ ობამაზე. პირველ ეპიზოდში, ბერლუსკონი გერმანიის კანცლერს ზურგსუკან მიეპარა და ხმამაღლა დაიყვირა „კუ-კუ”, რამაც ფრაუ მერკელი გააოცა და იყვირა: „ოო, სილვიო!” მერე კი ჩაეხუტა. მეორე ხუმრობა ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეხება. მოსკოვში ყოფნისას, პრეზიდენტ მედვედევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იტალიის პრემიერმა ასე დაახასიათა შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი: „იგი ახალგაზრდაა, სიმპათიური და კარგად გარუჯული”. პრემიერის ეს რეპლიკა მისმა ოპონენტებმა საკმაოდ ნეგატიურად აღიქვეს და მას მოუწოდეს ბოდიში მოეხადა ამერიკელი ხალხისთვის.

* რამდენიმე წლის წინ ციურიხში, გალერეა „ნიკოლა ფონ ზენგერში” ანონიმურმა მყიდველმა 18 ათას დოლარად შეიძინა საპნის ნაჭერი. საპონი ექსცენტრიკული გამოხდომებით ცნობილმა იტალიელმა მხატვარმა, ჯანი მოტიმ დაამზადა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ საპონი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის ქონისგან არის დამზადებული. მოტიმ ლუგანოს პლასტიკური ქირურგიის ელიტარულ ცენტრში, ანონიმად დარჩენილი თანამშრომლისგან შეიძინა სილვიო ბერლუსკონის ქონი, რომელიც მას ლიპოსაქციის შემდეგ მოაცილეს. სწორედ ექსპრემიერის ქონისგან გამოადნო მოტიმ ცნობილი საპონი.

* 2010 წელს სილვიო ბერლუსკონის ბრალად წაუყენეს, საკუთარ ვილაზე არკორეში, სექსუალური ორგიების მოწყობა. ამ სკანდალს იტალიაში „ბუნგა-ბუნგას” სახელით იცნობენ. ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ცნობილი ადამიანი დაიკითხა, მათ შორის მსახიობი ჯორჯ კლუნი და მოდელი ელიზაბეტ კანალისი. ყველაზე მძიმე ბრალდება კი, რომელიც „ბუნგა-ბუნგას” სკანდალს უკავშირდება, სილვიო ბერლუსკონისა და არასრულწლოვანი მოცეკვავის, რუბის ინტიმურ კავშირს ეხება. ბერლუსკონის თქმით, საქმე თავიდან ბოლომდე აბსურდულია. აქვე, გაგაცნობთ იმ ქალბატონების ჩამონათვალს, რომლებიც „ბუნგა-ბუნგას” სკანდალში არიან გახვეულნი და სილვიო ბერლუსკონისთან ინტიმურ კავშირში არიან შემჩნეულნი: აიდა იესპიცა – 30 წლის ვენესუელელი მოდელი; ნიკოლ მინეტი – ერთ დროს ბერლუსკონის პირადი სტომატოლოგი; ბარბარა გუერა – იტალიელი მოდელი და საფეხბურთო წრეში კარგად ცნობილი ლამაზმანი; ნოემი ლეტიცია – 20 წლის მოდელი; მარა კარფანია – ბერლუსკონის კაბინეტის ყოფილი წევრი, კარფანია ყოფილი „მის იტალია” და წარსულში განთქმული ფოტომოდელი იყო. მან პოლიტიკური კარიერა ბერლუსკონისთან სიახლოვით გაიკეთა. ამ ჩამონათვალშია ასევე, ფრანჩესკა დელერა – 45 წლის მსახიობი, რომელიც ბერლუსკონის საყვარლებს შორის ყველაზე ასაკოვანია; ქარიმა ელ მარუგი – „რუბის” სახელით ცნობილი მაროკოელი მოცეკვავე.

* ცნობილია, რომ ბოლო დროს აქტიურად მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ახლო მომავალში, სილვიო ბერლუსკონი საფეხბურთო კლუბ „მილანს” გაყიდის. ბერლუსკონის უკვე მიმართეს სავარაუდო მყიდველებმა – არაბმა მილიარდერებმა. თუმცა, იტალიის ექსპრემიერი უარზეა და აცხადებს, რომ „მილანს” არ გაყიდის. სულ ახლახან, პატიმრობაში მყოფ ბერლუსკონის კლუბის ფეხბურთელმა სტეფან ელ-შაარავიმ საჩუქარი გაუკეთა და მიუხედავად იმისა, რომ გოლი „ჯენოას” კარში თავის 20 წლის იუბილეზე გაიტანა, ის მაინც კლუბის მფლობელს მიუძღვნა. მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მხარდაჭერას უცხადებს სილვიო ბერლუსკონის.

 

 

скачать dle 11.3