კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იშტადასაკარგები

ეს ის „თამრო“ აღარ არის

 

საქართველოს პარლამენტის თბილისური შენობა ისე საფუძვლიანადაა გამოშიგნული, რომ მასში ძველი „თამროს“ ამოცნობა თვით მის შემქმნელსაც კი გაუჭირდება. მეორე მხრივ, პარლამენტის ქუთაისური ნავსაყუდელიც დაუმთავრებელია (როგორც ოკუპანტები იტყვიან – „ნედადელანი“). ჰოდა, რაკი „ნედადელანია“, ცინცხალ პარლამენტში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც ეს საკითხი უნდა გაარკვიოს. მისმა წარმომადგენელმა ზურაბ ტყემალაძემ (ახლა უკვე ხალხის რჩეულის ამპლუაში) გვაცნობა, რომ პარლამენტის ქუთაისური შენობა ექსპლუატაციაში შესასვლელად მზად არ არის, მეტიც, მისი მესაკუთრეც გაურკვეველია და არც არის ცნობილი დაზუსტებით, რამდენი თანხა დასჭირდება (სახელდახელო მონაცემებით, სულ ცოტა, 100 მილიონი) მის დასრულებას. მართალია, ბ-ნი ტყემალაძე დასკვნის დადებას უახლოეს მომავალში გვპირდება, თუმცა, თუ ზემოთქმულს გავითვალისწინებთ (ბოლომდე გაუკეთებლობის შესახებ), აშკარაა, რომ ჩვენს რჩეულებს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე უწევთ ქვეყნის წინაშე თავიანთი მოვალეობის შესრულება (თუმცა ისიცაა, იმ ხელფასად ამ რისკს საქართველოს ლამის მთელი დანარჩენი მოსახლეობაც გასწევდა).

ამის პარალელურად, ითქვა ისიც, რომ სარემონტო სამუშაოები პარლამენტის თბილისურ შენობაშიც იგეგმება (რაც, ბუნებრივია, თანხა დაჯდება, ოღონდ, იმედია, არა 100 მილიონი). ზედაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ აწ უკვე ნაციონალური უმცირესობა კვლავაც მტკიცე უარზეა, დატოვოს ქუთაისური შენობა და მშობლიურ დედაქალაქს დაუბრუნდეს, მე რომ მკითხოთ, ქუთაისის პარლამენტის აშენების თანხაც მათ უნდა მიაწერო და თბილისურის აღდგენისთვის საჭიროც ზედ დაამატო, რომ მომავალში სხვისი ჯიბით (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გადამხდელების ჯიბეს ვგულისხმობ) გამამაცების მსურველებს იშტა დაეკარგოთ.

 

скачать dle 11.3