კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საკადრო დეფიციტი

ანუ, ზეზვასა და მზიას სუფთა CV-ის იმედად

 

სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ ეს აბურდული წუთისოფელი ერთობ აგვებურდა და, მეტად პროზაული მიზეზის გამო, თუკი აქამომდე არსებული ხელისუფლება ისე მინიშნ-მონიშნავდა ხოლმე კადრებს სხვადასხვა თანამდებობაზე, ყასიდადაც კი არაფერს გვკითხავდა, პირველი ოქტომბრის შემდეგ ვითარება შეიცვალა. თუმცა, საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვით თავს დიდად არ იწუხებენ, მაგრამ, ისიც პროგრესია, რომ პატიოსანი გვამნი გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხს მაინც სცემენ.

ასეა თუ ისე, „ნაცმოძრაობის“  საპარლამენტო ფრთამ შს მინისტრს მოადგილეები დაუწუნა. კერძოდ, დაწუნების ერთ-ერთ მიზეზად მათი შევარდნაძის პერიოდში მუშაობა დასახელდა  (სახელდობრ, ხალხის რჩეულმა ზურაბ ჯაფარიძემ მოგვიწოდა, ნახეთ ამ ადამიანების „სივებიო“).

მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ  „მოქკავშირიდან“ დაფრთიანებულებითაა გაჯერებული თავად „ნაცმოძრაობაც“  (სულაც – პრეზიდენტი), რაღა გასაკვირია, რომ „ოცნების“ ფრთაშიც გაეფრთხიალათ. ჰოდა, თუკი სრულიად საქართველოსგან დარჩენილ ტერიტორიაზე მოღვაწეთა „სივებს“ გადავხედავთ, ვერც „მოქკავშირულ“ წარსულს ვერ ავცდებით. აქედან გამომდინარე კი, გამოდის, რომ სუფთა „სივიანები“ მხოლოდ ზეზვა და მზია გვყოლია?!

 

скачать dle 11.3