კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაჩოსმოჭერილები

 

ევროპის უკანასკნელ დიქტატორად შერაცხილ ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჯერჯერობით არც ჩვენი ახალი ხელისუფლებისკენ და არც მისგან არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგ-გადმოუდგამს. თუმცა, ერთგულად რომ შეასრულებს კრემლის მითითებებს, გასულ კვირასვე გამოჩნდა (რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე). კერძოდ, გვაცნობეს, რომ ბელორუსიამ, შესაძლოა, აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ დამოუკიდებლობა აღიაროს.

სახელდობრ, ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, ამ საკითხთან მიმართებაში საკუთარ პოზიციას გადახედონ. თანაც, განგვიმარტეს, რომ ამ გადაწყვეტილებას საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ, ოღონდ, „მას შემდეგ, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციას გააანალიზებენ“.

თუმცა ისიცაა, რომ ჩვენთვის წყალი მთლად ბოლომდეც არ გადაუწურავთ (მოვიხმობ ციტატას საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებიდან): „ცხოვრება ერთ ადგილზე არ ჩერდება. ბელორუსია-საქართველოსა და ბელორუსია-ოსეთის ურთიერთობების თემები დღეს ერთობლივი კოლეგიის დროს განვიხილეთ.“ თუმცა, იქვე დაგვამშვიდა: „მე არ შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი პოზიცია შეიცვალა“.

ერთი სიტყვით, არც დაადასტურა და არც უარყო, აპირებენ თუ არა აფხაზეთისა და ხურდაში მიყოლებული „იუჟნაია ოსეტიას“ აღიარებას და, ბუნებრივია, ნაურუსა და ნიკარაგუას გვერდით ბელორუსიისთვის ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.

რაკი იმაზე მეტი, რაც გივი თარგამაძემ აწყენინა  (იგი ერთ დროს პერსონა ნონ გრატადაც კი გამოაცხადეს სრულიად ბელორუსიულ ტერიტორიაზე), ბ-ნ ლუკაშენკოსთვის ჯერჯერობით არც ერთ ქართველ პოლიტიკოსს არ უწყენინებია ბელორუსელი კოლეგებისთვის, და იმასაც გავიხსენებთ, რომ, ისევე, როგორც რუსეთში, ბელორუსიაშიც ერთობ მოდურია „ნაჩოსიანი“ ვარცხნილობები, არ გამოვრიცხავ, გადახედვის მიზეზი ისიც იყოს, რომ „ნაჩოსებმა“ მოუჭირათ.

 

 

скачать dle 11.3