კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინვესტორული იდუმალება

„მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი“

 

რაკი საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ქართველი მომხმარებელი მაინცდამაინც ინვესტორის ბედნიერებისთვის არ გაუჩენია გამჩენს, ბუნებრივია, თბილისისა და რუსთავის გამრიცხველიანების პროცესში იმის გარკვევის საკითხიც დადგა, ბოლოს და ბოლოს, ვის ეკუთვნის მრიცხველის ხარჯის დაფარვა – აბონენტს თუ კომპანიას. წესითა და რიგით, მომსახურების ხარჯი საფასურში შედის, თუმცა, აქამომდე (რაკი ითვლებოდა, რომ ინვესტორი ღმერთის შემდეგაა) თბილისური წყლის კომპანია GWP სხვანაირად სჯიდა (ან კი რატომ არ განსჯიდა, თუკი ცაში ღმერთი იყო, დაბლა – ინვესტორი?!). კერძოდ, მრიცხველების საფასური აბონენტმა უნდა გადაიხადოსო, ზედაც გვამადლიდა, რომ მრიცხველის საფასურს ერთ წელზე გადაიანგარიშებდა, რითაც ხარჯის შემსუბუქებას გვპირდებოდა. ინვესტორის ამ პოზიციას სრულად იზიარებდა (და იზიარებს) დედაქალაქის საკრებულოც (რადგან: მუხლი I – ინვესტორი ყოველთვის მართალია; მუხლი II – თუ ინვესტორს არ ეთანხმები, იხ. მუხლი I). კერძოდ, ბ-ნი იონათამიშვილი ბრძანებდა, რომ, თუკი ინვესტორს წყლის მრიცხველების საფასურის გადახდას დავაკისრებდით, ინვესტიციას აღარ ჩადებდა (კაცმა რომ თქვას, არ ჩადებდა და ნუ ჩადებდა, ვითომ, სხვა არ გამოჩნდებოდა?!).

მეორე მხრივ, ინვესტორმა, ანუ GWP-ის მფლობელმა შვეიცარიულმა კომპანიამ, შეთანხმების საფუძველზე,  2018 წლამდე 220 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. თუმცა, უცნობია, ასრულებს თუ არა ის ამ ვალდებულებას. უცნობია, ვინაიდან, ხელშეკრულება საიდუმლოა.

იმის გათვალისწინებით, რომ წყალს მიაქვს მთელი საქართველო (ამ შემთხვევაში, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით), ანუ, იმდენი გვაქვს, მთელი დედამიწის უწყლობით დამაშვრალ მოსახლეობასაც კი მოუკლავს წყურვილს, თანაც, წყალი არც სტრატეგიულ პროდუქტადაა გამოცხადებული (არადა, ურიგო არ იქნებოდა, თუ გავიხსენებთ, რომ ერთი ლიტრი სასმელი წყალი ერთ ლიტრ ნავთობზე ძვირად ფასობს) ყოვლად გაუგებარია, რა ნიშნითაა გასაიდუმლოებული GWP-ის მფლობელ შვეიცარიულ კომპანიასთან მთავრობის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება?! შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ კოლუმბიურ სერიალებზე არანაკლებ ჩახლართული სიუჟეტები გველის, მათ შორის, გასაიდუმლოებული კომერციული დოკუმენტების განსაიდუმლოებისას. 

 

скачать dle 11.3