კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

კითხვა: მაინტერესებს, რომელი რუჟი ჯობია – თხევადი, კომპაქტური თუ კრემისებური?

პასუხი: თხევადი რუჟი დამზადებულია წყლის ფუძეზე, არ შეიცავს ზეთებს და ამიტომ იდეალურად „ჯდება“ ცხიმიან კანზეც კი, მაგრამ, იმის გამო, რომ ის მომენტალურად შრება, მისი სათანადოდ წასმა მხოლოდ პროფესიონალ ვიზაჟისტებს შეუძლიათ.

კომპაქტური რუჟის კორექტირებას დიდი დრო არ დასჭირდება, თუკი მისი წასმის წინ მთელ სახეზე თხელ ფენად გადაისვამთ პუდრს.

კრემისებური რუჟისგან კი, ჯობია, თავი შეიკავოთ, რადგან, ცხიმიანი ტექსტურის გამო, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გალღვეს და სახეზე ჩამოიღვენთოს.

კითხვა: მაქვს საკმაოდ თხელი ტუჩები. სილიკონს და მსგავს რაღაცეებს არ ვცნობ, მაგრამ, მინდა, რომ ცოტა მსხვილი ტუჩები გამომიჩნდეს. მითხრეს, რომ ამას ტუჩის „ბლესკით“ შევძლებ. თქვენ რას მირჩევთ?

პასუხი: ამ მხრივ, ყველაზე უპრეტენზიოდ ითვლება მკვეთრად მბზინავი „ბლესკი“ გამჭვირვალე, ოდნავ წებოვანი ტექსტურით – ის საკმაოდ ზრდის ტუჩების მოცულობას ვიზუალურად. ასეთი „ბლესკი“ 6 საათის განმავლობაში ძლებს, მაგრამ, ძალიან აშრობს ტუჩებს. ამიტომ, დაძინების წინ, მაკიაჟის მოხსნის შემდეგ, აუცილებლად წაისვით ტუჩის დამატენიანებელი ბალზამი.

კითხვა: რა უნდა წავისვა ტუჩის საცხის ზემოდან, რომ ყავის, ჩაის ან სხვა სითხის დალევისას ჭიქაზე პომადის ანაბეჭდი არ დავტოვო?

პასუხი: ტუჩის საცხის წასმის წინ გაიკეთეთ კონტური სპეციალური უფერო ფანქრით, რომელიც სილიკონის ფუძეზეა დამზადებული.

კითხვა: ხშირად წამიკითხავს, რომ მწვანე ჩაი წვავს ცხიმებს. მართალია თუ არა ეს და, საერთოდ, მაინტერესებს მოკლე ინფორმაცია მწვანე ჩაის შესახებ.

პასუხი: მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებები განპირობებულია მასში შემავალი ვიტამინების ნაირსახეობით (B, C, P, PP, K და სხვა), ასევე, მიკროელემენტებით: ფტორით, კალიუმით, იოდით, თუთიით, სპილენძითა და კაქეტინებით. ეს შენაერთები თრგუნავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც იწვევს ორგანიზმში უჯრედების არასასურველ მუტაციას.

გარდა ამისა, მწვანე ჩაი ამაგრებს სისხლძარღვებს და ხელს უშლის მათ შევიწროებას, რაც ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და სხვა დაავადებების პროფილაქტიკას; ასევე, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, რის გამოც, მას ხშირად უნიშნავენ პაციენტებს დიეტოლოგები. ალბათ, სწორედ ამიტომ გავრცელდა მწვანე ჩაის შესახებ ასეთი ინფორმაცია (რომ ის წვავს ცხიმებს), თუმცა, მედიკოსებს ეს თვისება მეცნიერულად არ დაუდასტურებიათ.

 

 

 

скачать dle 11.3