კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

 

კითხვა: სედუმი გამიყვითლდა. როგორ მოვიქცე?

პასუხი: სედუმი მსუქანისებრთა ოჯახიდანაა, ამიტომ, არ უყვარს ზედმეტად წყლის მიცემა. ეცადეთ, რომ კვირაში ერთხელ მორწყათ, თანაც, მცირე რაოდენობით – ასეთ პირობებში ის არ არის პრეტენზიული. აუცილებელია, ნიადაგში დიდი რაოდენობით იყოს ქვიშა, არასდროს მისცეთ აზოტიანი მინერალები, თორემ, დაიღუპება. ის კარგად იტანს სიცივეს, ასევე, კარგად ეგუება ყინვებს. ამიტომ, შეგიძლიათ მცენარე მთელი სეზონი გარეთ დატოვოთ. მცენარე მრავლდება გაყოფით და, ასევე თავისივე ფოთლით. არასდროს დატოვოთ ის უწყლოდ, რადგან, ძალიან უფერული და შეუხედავი გახდება. თუ მას თავის ნებაზე მიუშვებთ, ის ლამაზ ფონს აკეთებს ნიადაგზე ზემოდან და ხალიჩოვან ზებრებს ხატავს, ამიტომ, კარგად გამოიყენებთ მას ქოთნების გასაფორმებლად.

კითხვა: როგორ მოვუარო იუკას?

პასუხი: ამ ლამაზი მცენარის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკის მშრალი ტყეებია, ასეთ ადგილებში იუკა კარგად ვითარდება და იზრდება. როდესაც ხანგრძლივი წვიმა მოდის, მცენარე ანელებს ზრდას, ხოლო, როდესაც მზიანი და ცხელი ამინდებია, მაშინ იწყებს ზრდას და განვითარებას, ანუ, კარგად იტანს მცხუნვარე მზის სხივებს და ცხელ ამინდებს. ჩვენში მისი სიმაღლე 2 მეტრს აღწევს, ხოლო თავის სამშობლოში 57 მეტრამდე იზრდება. მცენარე კარგად გამოდგება როგორც საქოთნე, ასევე, საეზოვე მცენარედ. ყვავილს იკეთებს. გაზაფხულობით მას ულამაზესი ყვავილები უვითარდება. იუკა ყვავის თითქმის ერთი თვის განმავლობაში. ის ყინვის ამტანი, მშვენიერი  დეკორატიული მცენარეა. თავის სამშობლოში იუკას ფოთლებიდან ბოჭკოს იღებენ და უხეშ ქსოვილს ამზადებენ, ხოლო მის ნაყოფს კულინარიაში იყენებენ.

კითხვა: ეზოში მაქვს პატარა საგუბარი და მინდა, წყლის მცენარე შევიძინო. რას მირჩევდით? 

პასუხი: ასეთ საგუბარში შეგიძლიათ გაახაროთ წყლის თეთრი დუმფარა.  თეთრი დუმფარა ასევე, ჭაობების მცენარედ მიიჩნევა. ის მრავალწლიანია და ბუნებრივადაა გავრცელებული ევროპულ ნაწილში. მისი ფოთლები გულივით ოვალური ან მრგვალია. სახელწოდება მან თეთრი ყვავილების გამო მიიღო, ხოლო მისი ნამდვილი სახელი ნიმფეაა. ყვავილობს ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. ხასიათდება მცირედ სურნელოვანი ყვავილებით. თეთრი დუმფარა მრავლდება ბუნებრივად. მცენარე კულტურული ჯგუფისაა. არსებობს მრავალი ფერის: თეთრი, ვარდისფერი, წითელი და ასევე ყვითელი. არ ეშინია ყინვის, ამიტომ, შეგიძლიათ დატოვოთ საგუბარში, რადგან, ზამთარში მოსვენების პროცესშია და ზამთრის ძილს ეძლევა.

კითხვა: როგორ და რა მცენარით დავფარო კედელი?

პასუხი: ასეთი კედლებისთვის კარგი და გამოსადეგარია ლიანისებრთა ოჯახის წარმომადგენლები, მაგალითად, კოლხური სურო. ეს მცენარე მარადმწვანეა და, თან, ველურად გავრცელებულია კავკასიაში, კერძოდ, დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე; გვხვდება მთაშიც, ზღვის დონიდან 1 400 მეტრზეც. ახასიათებს ფართო ფოთლები პრიალა გარსით. ფოთოლი მრგვალი ან კვერცხის ფორმისაა. ზამთრის დადგომისას, მცენარის ფოთლები უფრო მუქი ხდება ან ოდნავ ყავისფერი დასდევს. სურო მთელი სეზონი  კარგად გრძნობს თავს, რადგან ეს მცენარე საერთოდ არ არის პრეტენზიული. შეგიძლიათ, მცენარე გაამრავლოთ როგორც გაყოფით, ასევე კალმებით ან მისივე თესლით. კოლხური სურო ძალიან ლამაზი მცენარეა თავისი დეკორატიულობით. ფართოდ გამოიყენება კედლების, ღობეებისა და შენობების გასალამაზებლად. კარგია ასევე, ბაღებში და სკვერებში ტალავრებისა და ფანჩატურების მოსაწყობად.

 

 

 

скачать dle 11.3