კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: გვაჩუქეს ძაღლი, რომელიც სახლში გვყავს. პრობლემა ისაა, რომ ჩემი მეუღლის მიმართ ის ძალიან აგრესიულია. რა ვქნა, არ ვიცი. ძაღლის გამო ქმარს ხომ ვერ გავუშვებ სახლიდან, თან, არც ძაღლის გაჩუქება არ მინდა. რას მირჩევთ, შეიძლება, რაიმე გამოსავლის გამონახვა?

პასუხი: თუ ძაღლს ათვალწუნებული ჰყავს ადამიანი, მათი შერიგება ცოტა ძნელია. შეიძლება, თქვენს მეუღლეს არ უყვარს ის ცხოველი, ან ცუდ დამოკიდებულებაშია მასთან, ამ ყველაფერს კი ძაღლი გრძნობს და ამიტომაც არის მის მიმართ ასეთი აგრესიული. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ძაღლი ოჯახში დაიტოვოთ, მაშინ მათი შერიგება უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი ადამიანმა უნდა გადადგას – ძაღლი უნდა გაასეირნოს, საჭმელი აჭამოს და ასე შემდეგ. დროთა განმავლობაში ძაღლი მას შეიყვარებს. 

კითხვა: მაინტერესებს, რამდენი დღიდან არის შესაძლებელი ლეკვების სასეირნოდ გარეთ გაყვანა? გაჩუქება?

პასუხი: ლეკვის გარეთ სასეირნოდ გაყვანა მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, როცა გეგმური აცრები დამთავრდება. მანამდე ლეკვის იზოლირებაა აუცილებელი. რაც შეეხება ლეკვის გაჩუქებას, ეს ერთი თვის შემდეგ შეიძლება. ამ ასაკში მას უკვე ამოსული აქვს კბილები და თავისუფლად შეჭამს  იმ საკვებს, რომელზეც უნდა გადავიყვანოთ დედის რძის შემდეგ.

კითხვა: როგორ გადავაჩვიოთ ლეკვი სახლში მოშარდვას?

პასუხი: როცა დაიწყებთ ლეკვის სასეირნოდ გაყვანას, გარეთ მოშარდვასაც მიეჩვევა. ლეკვს რომ აჭმევთ, მერე ის აუცილებლად გარეთ უნდა გაიყვანოთ, რადგან, ჭამიდან რამდენიმე წუთში ის შარდავს და კუჭის მოქმედება ეწყება. კვების შემდეგ ცხოველის გასეირნება სისტემატურ სახეს რომ მიიღებს, მერე უკვე თვითონვე მოგთხოვთ გარეთ გაყვანას და სახლში აღარ მოისაქმებს. გასეირნება ერთსა და იმავე დროს უნდა ხდებოდეს. თუ ძაღლი სახლში გეყოლებათ დამწყვდეული, მას ვერ მოვთხოვთ იმას, რომ სახლში არაფერი ქნას. 

კითხვა: ძუ ძაღლისთვის წელიწადში რამდენჯერ არის დაშვებული გამრავლება – ერთხელ თუ ორჯერ? 

პასუხი: ძუს წელიწადში ორჯერ აქვს გამრავლების უნარი, რადგან, ციკლი 6 თვეში ერთხელ აქვს. მაგრამ, თუ ცხოველი მხოლოდ თქვენთვის გინდათ და არ გაქვთ ფინანსური დაინტერესება, ანუ მისი ლეკვების გაყიდვით არ ხართ დაკავებული, მაშინ, უმჯობესია, წელიწადში ერთხელ შეაჯვაროთ. ლაქტაციის დროს ძაღლი ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს და ძალიან ბევრ ვიტამინსა და მიკროელემენტს კარგავს, იცლება, რასაც აღდგენა სჭირდება. ამას კი გარკვეული პერიოდი სჭირდება. ამიტომ, საჭიროა ცხოველს გამრავლების ერთი ციკლი გამოვატოვებინოთ და შემდგომში შევაჯვაროთ ის.  

 

 

 

скачать dle 11.3