შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1995 წლის 23 თებერვალს, დილის 5 საათზე. მაინტერესებს, რომელი სპეციალობა უნდა აირჩიოს, რომ შემდგომში წარმატებას მიაღწიოს და რომელ სფეროში ურჩევთ დასაქმებას?
პასუხი: მისი კოსმოსური მისია უკავშირდება უცხოეთს, ამიტომ, რაც მეტად ექნება კავშირი უცხოეთთან, მით მეტი წარმატების შანსი მიეცემა. პროფესიებიდან მისთვის კარგია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, კოსმეტიკური საქმიანობა, სადალაქო საქმე, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, სპორტი.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 7 თებერვალს. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია და რომელ პროფესიებში მიაღწევს ის წარმატებებს?
პასუხი: მის კარმულ-კოსმიურ მისიას წარმოადგენს ის, რომ წარმოაჩინოს სულიერი თვისებები, იყოს აქტიური, ინიციატივიანი, პრაქტიკული, ენერგიული. უნდა შეძლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ლიდერული თვისებების გამოვლენა; ასევე, სადაც საჭიროა, იყოს უშიშარი და გამოავლინოს მებრძოლის თვისებები. სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე, ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია. მეტად დაეყრდნოს ოპტიმიზმსა და კეთილშობილებას. იყოს კანონმორჩილი, სამართლიანი, დიპლომატიური. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: სპორტი, მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი ან დიზაინი, პოლიტიკა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, სახანძრო, სამაშველო სამსახური, სამართალდამცავი და სადაზღვევო ორგანოები, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო საქმე, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა; სადალაქო, საკონდიტრო საქმიანობა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება.
კითხვა: დავიბადე 1988 წლის 18 მაისს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან მელის სასურველი ქორწინება?
პასუხი: კარგია ქორწინება კუროსთან, თევზებთან, ტყუპებთან, კირჩხიბთან; ცოტა ფრთხილად იყავით თხის რქასთან, ლომთან და მერწყულთან. დანარჩენ ნიშნებთან ურთიერთობა საშუალოა. თქვენს კარმულ მისიას წარმოადგენს ის, რომ იყოთ დისციპლინირებული, ორგანიზებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი. იყავით ფრთხილი და წინდახედული. მაქსიმალურად სტაბილური გახადეთ თქვენი ცხოვრება. ურთიერთობებში დაეყრდენით ინტუიციას, დიპლომატიურობას – ეს არის თქვენი კოსმიური მისია და წარმატებების ფაქტორი.
კითხვა: დავიბადე 1974 წლის 14 სექტემბერს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო წარმატების მისაღწევად?
პასუხი: უპირველესად, უნდა ემსახუროთ სამშობლოს, იყოთ პატრიოტი; კარგად ერკვეოდეთ ადათ-წესებში, ისტორიაში, ტრადიციებში. უნდა შექმნათ სტაბილური საოჯახო და პარტნიორული ურთიერთობები. უფრო მეტად დაეყრდენით ინტუიციას და ისწავლეთ საკუთარი საიდუმლოს დაცვა. უნდა იყოთ ფრთხილი და წინდახედული; ასევე, ორგანიზებული და ერთგული. ირგვლივ ერთგული ადამიანები უნდა შემოიკრიბოთ. გახდით ნებისყოფიანი, მომთმენი, მშრომელი, ბრძოლისუნარიანი. ხარჯეთ ფული ყაირათიანად. ეს გამარჯვებების მომტანი ფაქტორებია და, ასევე, თქვენი კოსმიური მისიაც.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1998 წლის 7 აგვისტოს, დილის 5 საათზე. მაინტერესებს, რომელ პროფესიებში გაუმართლებს?
პასუხი: მისთვის მისაღები და წარმატების მომტანია შემდეგი პროფესიები: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო; პედაგოგიური მოღვაწეობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრიის ფართო სპექტრი; პოლიტიკა, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების, საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, სპორტი, ფილოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია. სხვათა შორის, ამ ადამიანის კოსმიური მისია უცხოეთს უკავშირდება, ამიტომ, რაც მეტად ექნება მას ურთიერთობა უცხოეთთან, მით მეტად შეასრულებს ის კოსმიურ მისიას და მეტად მიაღწევს წარმატებებს.