კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად და როგორ აღინიშნა ნინი ბადურაშვილის ქორწილი და რა დეტალებს აკონტროლებდა მთელი საღამო ახალბედა ცოლ-ქმარი

 

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ხშირად ხუმრობდა, რომ მის გათხოვებას მთელი საქართველო ელოდა და მაინც ვერ ხვდებოდა, რატომ ინტერესდებოდა ამით ასე საზოგადოება. 26 წლის მომღერალმა, აგვისტოში  ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი ბედ-იღბლით დაინტერესებული ადამიანების მოლოდინი და თავის რჩეულთან, ირაკლი კუტალაძესთან ხელი მოაწერა. ეს ცერემონიალი ვიწრო წრეში, ბადურაშვილების მცხეთის აგარაკზე აღინიშნა. ხოლო 20 ოქტომბერს კი, ნინიმ და ირაკლიმ ღვთის წინაშე დააკანონეს ქორწინება და ჯვარი დაიწერეს. ჯვრისწერის ცერემონიალი, ჯვრის მონასტერში შედგა. წყვილს ჯვარი მამა მიქაელმა დაწერა. ამ ლამაზი ცერემონიალის შემდეგ, ნინიმ და ირაკლიმ სტუმრებთან ერთად „შერატონში“ გადაინაცვლეს, სადაც ბევრ ცნობილ ადამიანს შეხვდებოდით. მოლოდინმა ნამდვილად გაამართლა და ძალიან ლამაზი ქორწილიც შედგა. როგორც ნინიმ აღნიშნა, მისი ქორწილი ტრადიციულისა და თანამედროვეს მიქსი გახლდათ. ქორწილში 300-ზე მეტი სტუმარი იყო მოწვეული. მათ შორის იყვნენ მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოსული ირაკლის მეგობრები, რომლებმაც ამ დღეს ნახეს, თუ როგორია ნამდვილი ქართული ქორწილი. 

 როგორც მოსალოდნელი იყო, ნინი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა და მშვენიერი პატარძალი გახლდათ. იგი, თამუნა ინგოროყვას დიზაინით შეკერილ სადა, ლამაზ, თეთრ საპატარძლო კაბაში იყო გამოწყობილი. რაც შეეხება აქსესუარებს, ეკეთა მეუღლის გემოვნებით შერჩეული საქორწილო ბეჭედი, ასევე მეუღლის ბებია-ბაბუის ნაჩუქარი სამაჯური და საყურე, რომელიც დედასთან, ეკა კახიანთან ერთად, შეარჩია.

 ნეფე-პატარძალს ტრადიციულად გვერდს უმშვენებდნენ მეჯვარეები. ნინის 4 მეჯვარე ჰყავდა: ქეთა თოფურია, რომელიც სპეციალურად ნინისა და ირაკლის ქორწილისთვის ჩამოვიდა მოსკოვიდან ორი დღით; ასევე თაკო გაჩეჩილაძე, სალომე გოგიაშვილი და კატია სამსონაძე. ირაკლის მეჯვარეებს რაც შეეხება, გვერდს უმშვენებდნენ: აჩიკო კუჭუხიძე, ზაზა მდინარაძე და ვაძიკ მიროშნიჩენკო.

 ნეფე-პატარძალს ტრადიცია არ დაურღვევია და ქორწილში ქართული ცეკვაც შეასრულეს. „მართალია ბავშვობაში ცეკვაზე დავდიოდი, მაგრამ ქორწილში ძალიან ვღელავდი, რადგან ბევრი სტუმრის თანდასწრებით უნდა მეცეკვა. ვფიქრობ თავი კარგად გავართვით,”- აღნიშნა საუბარში ნინიმ. 

 ქორწილს ბევრი ქართველი მომღერალი ესწრებოდა, რომლებმაც ძალიან კარგი ატმოსფერო შექმნეს და კიდევ უფრო გაალამაზეს საღამო. მომღერლებმა ნეფე-პატარძლისთვის, ისევე, როგორც ჩამოსული სტუმრებისთვის, არაერთი სიმღერა შეასრულეს და კიდევ ერთხელ უჩვენეს მათ, თუ რა კარგად მღერიან ქართველები. არც ქართული ტრადიციული ცეკვები დარჩენილა ჩრდილში. პროფესიონალმა მოცეკვავეებმა სხვადასხვა ქართული ცეკვით თავი ნამდვილად გამოიჩინეს. 

ნინი ბადურაშვილი: მეუღლეს ძალიან ბევრი სიმღერა ვუმღერე. პრინციპში, მას ეძღვნებოდა ყველა ის სიმღერა, რომელიც ჩვენს ქორწილში შევასრულე. დუეტში ვიმღერეთ მე და ქრისტინემაც, ასევე მე და ეკამ. გავიხსენეთ ძველი „4 გოგო” და ერთად ვიმღერეთ – მე, ქეთამ, თაკომ და ქრისტინემ. მინდა, ყველა მომღერალს, დიდი მადლობა გადავუხადო, რომლებმაც ძალიან კარგი ატმოსფერო შექმნეს ამ საღამოს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მამულიჩას, რომელიც ძალიან დამეხმარა ყველაფრის ორგანიზებაში. 

 მართალია ქორწილი ის გამორჩეული დღეა, რომელიც მთელი ცხოვრება ახსოვს ნეფე-პატარძალს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევაში, საკუთარ ქორწილში ყველაზე ნაკლებად სწორედ მთავარი პერსონაჟები ერთობიან. ამაში ნინიც დაგვეთანხმა და აღნიშნა, რომ ის და ირაკლი მთლიანად კონცენტრირებული იმაზე იყვნენ, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო, ყველა სტუმარს ესიამოვნა ამ დღით და კარგად გართობილიყვნენ. ყველა დეტალს აკვირდებოდნენ, რომ მათი კომფორტისთვის რამე არ გამორჩენოდათ. ამიტომ ბუნებრივია, ნაკლებად ფიქრობდნენ საკუთარი თავის გართობაზე. ერთი კი ფაქტია, ადამიანი სხვის ქორწილში გაცილებით კარგად ერთობა, ვიდრე საკუთარში. მოკლედ, ნინისა და ირაკლის მონდომებას უკვალოდ ნამდვილად არ ჩაუვლია, ყველა სტუმარი კმაყოფილი დარჩა ამ ლამაზი დღით. ქორწილი ღამის პირველ საათამდე გაგრძელდა. ნინი და ირაკლი კი, რამდენიმე დღეში მოსკოვში გაემგზავრნენ, რომელთა ცხოვრებაში ამჯერად საკმაოდ სერიოზული და საპასუხისმგებლო ეტაპი, ცოლქმრული თანაცხოვრება დაიწყო. 

 ჟურნალი „თბილისელები” ულოცავს წყვილს გაბედნიერებას და საუკეთესო, სიყვარულით სავსე წლებს უსურვებს!

 

 

скачать dle 11.3