კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ისევე, როგორც ჰაერი

 

 

 

რაც მეტი მეგობარი ჰყავს ქალს, მით უკეთ და ახალგაზრდულად გამოიყურება. ერთი სიტყვით, სუსტი სქესის წარმომადგენლებს ერთმანეთი ჰაერივით სჭირდებათ, მიუხედავად ზოგიერთი დაბოღმილი მამაკაცის მტკიცებისა, რომ ქალებს, თურმე, მეგობრობა არ შეგვიძლია. ნაკლი ყველას აქვს და ჩვენი მეგობრები თავიანთი ნაკლოვანებებიანად უნდა გვინდოდეს და მოგვწონდეს. თუმცა, ურთიერთობები ამ შემთხვევაშიც არ არის მარტივი. ზოგჯერ ძალიან დიდხანს გვიწევს „დამამშვიდებლის“ როლში ყოფნა და ეს არც ისე სასიამოვნოა. მაგრამ, თუ არა მეგობარს, სხვას ვის უნდა აუტირდე?! თანაგრძნობის გამოხატვა ძალიან კარგია და, ხშირ შემთხვევაში, მართლაც ჰაერივით საჭირო, თუმცა ზღვარი აქაც დასაცავია. ისე ნუ მოიქცევით, დახმარების მთხოვნელი მათხოვრად იქცეს, ხოლო ნუგეშის მომცემი – მაშველ რგოლად. შესაძლოა, სიტუაცია  გართულდეს და დამძიმდეს, რადგან, ნუგეშის მიმცემი დიდხანს ვერ „გაქაჩავს“ მაშველ რგოლობას, დახმარების მთხოვნელი კი „დოზებს“ ყოველდღიურად გაზრდის. იცით, რომ ზედმეტი ჟანგბადიც კი მავნებელია?! ამიტომაც, იყავით ზომიერი. მეგობრობა ნამდვილად არის მარადიული და „სადღეღამისოა“, მაგრამ, უნდა გასცე, რომ მიიღო და, რომ მიიღო, უნდა გასცე... პრობლემა ყველას აქვს და გამონაკლისი ვერც თქვენ იქნებით, მაგრამ, რადგან მეგობრები ჰაერივით გჭირდებათ, ხშირად გაუღიმეთ მათ – ეს თქვენც წაგადგებათ...

 

ყვირილი საჭირო არ არის!

 

ოჯახი, როგორც ნებისმიერი სოციალური ჯგუფი, აუცილებლად საჭიროებს ლიდერს და ამაში არაბუნებრივი არაფერია. პირიქით, სწორედ ლიდერი უზრუნველყოფს ოჯახის სიცოცხლისუნარიანობას, შეკრულობას და სრულფასოვან არსებობას. მაგრამ ლიდერის არსი მართებულად უნდა იყოს გაგებული და გაცნობიერებული. 

დასაწყისისთვის გაითვალისწინეთ: 

ლიდერი არ ყვირის, ლიდერი მუშტებს არ ურტყამს მაგიდის ზედაპირს, ლიდერი არ ცდილობს მბრძანებლობას, არ ცდილობს ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას... 

არამედ: ლიდერმა ყოველთვის იცის, რა უნდა, რას აკეთებს და რა მოჰყვება მის თითოეულ ნაბიჯს. 

ზუსტად იცის, ოჯახის რომელი წევრი რა დავალებას შეასრულებს და ისე ანაწილებს საქმეს, ანუ, არ ეშლება ოჯახის წევრთა შესაძლებლობები. 

ლიდერი თვალყურს ადევნებს წესრიგს ოჯახში და, არამც და არამც ეს არ არის ტირანია. 

აქვს მტკიცე ხასიათი. იცის მოსმენა და ნათქვამის ჯეროვნად შეფასება. 

ლიდერი პრინციპულია – არ აგერიოთ სიჯიუტეში!

ლიდერი პატივს სცემს სხვის აზრს.

ლიდერი დემოკრატიცაა და ლიბერალიც. მას თავად სძულს ტირანია. 

თავისი თავდაჯერებულობით ის იმსახურებს პატივისცემას და დანარჩენებში მორჩილების სურვილს აღძრავს.

P. S. სამწუხაროდ, დღევანდელი მამაკაცების ძალიან მცირე რაოდენობაა ამ თვისებებით დაჯილდოებული. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერობის სურვილი ასიდან ოთხმოცდათხუთმეტ პროცენტს აქვს.

საყვარელი სისუსტეები...

 

რატომღაც, ითვლება, რომ ქალი მამაკაცზე სუსტია. თუ ამ საკითხს წმინდა ფიზიოლოგიის თვალსაზრისით შეხედავთ, ეს ასეც არის. მაგრამ, ქალები ზოგჯერ გააფთრებით ცდილობენ ამის უარყოფას. გასაგებია, რატომ?! მიზეზი ერთგვაროვანი არ არის. თუ ერთნი ფიქრობენ, რომ სისუსტის აღიარება მათ უკანა პლანზე გადასწევს, მეორენი დარწმუნებულები არიან, რომ ქალური სისუსტის გამოვლენა მათ თავმოყვარეობას შეურაცხყოფს. რას აკეთებს მამაკაცი, როცა ქალი ჯიუტად არ აღიარებს საკუთარ სისუსტეს? რას და, კიდევ უფრო ჯიუტად ცდილობს თავისი სიძლიერისა თუ ჰეგემონობის დამტკიცებას. პრინციპში, ეს ის შემთხვევაა, როცა ქალს შეუძლია, სიტუაცია რადიკალურად შემოაბრუნოს, თანაც, შემოაბრუნოს თავის სასარგებლოდ.

დიახ, ქალი არის სუსტი, მაგრამ, ძალიან საყვარლად სუსტი და, მისი მთავარი სისუსტე – ერთგულებაა.

არცთუ იშვიათად, მამაკაცები ამბობენ, რომ ქალების მთავარი სისუსტე (და ეს სისუსტე ნაკლადაც კი აღიქმება), მათი თავგადაკლული „ჩაცმისმოყვარეობაა“... მაგრამ, მამაკაცებო, იყავით გულახდილები და აღიარეთ, რომ ხშირად სწორედ ამ ჩაცმულობით ებმებით ბადეში...

ჩინეთში ძალიან პოპულარულია ძველი აფორიზმი: „ქალი ლამაზად და გულით იცვამს იმ მამაკაცისთვის, რომელიც უყვარს!“

საეჭვოა, ეს მართალი იყოს, მაგრამ, პრინციპში, თუკი მამაკაცები ამას დაიჯერებენ, რატომაც არა?!

 

ჩვენ და ისინი...

 

როგორებს გვხედავენ ქალებს მამაკაცები?! – ალბათ, უპრიანი იქნებოდა, ეს ისევ მათგან გაგვეგო. მაგრამ, საეჭვოა, რომელიმე მამრი გულახდილად ალაპარაკდეს. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენ მათ ვხიბლავთ, ვაჯადოებთ, შოკს ვგვრით, ვაბნევთ და, მერე, ისინი ხდებიან ირონიულები, ზოგჯერ ყვირიან, ზოგჯერ იგინებიან, ზოგჯერ გარბიან კიდეც, მაგრამ, მაინც ვუყვარვართ...

მამაკაცები არ აღიარებენ, მაგრამ, საყვარელი ქალის გვერდით ზოგჯერ სულელდებიან კიდეც. მამაკაცი არც ისეთი რთული არსებაა. მისი გონება საკმაოდ პრიმიტიულად არის მოწყობილი და ამიტომაც რეაგირებენ უბრალო და გასაგებ სიგნალებზე... აქედან დასკვნა – ნურასოდეს გექნებათ იმედი, რომ ის თქვენი ლოგიკის შეფასებას შეძლებს. არა! ნართაულებიც და მინიშნებაც კაცის საქმე არ არის – მაინც ვერ გაიგებს, რა გინდოდა, თუ პირდაპირ არ ეტყვი... რთულია, პასუხი გასცე შეკითხვას: შეუძლია კი მამაკაცს, ქალს ბოლომდე გაუგოს? სამაგიეროდ, ყველა მამაკაცი დარწმუნებულია, რომ ქალებმა აბსოლუტურად ყველაფერი იციან მათზე. კიდევ ერთი რეალობა: თუ ვინმეს ჰგონია, რომ იპოვა კაცის გარდაქმნის, გადაკეთების რეცეპტი, ძალიან შემცდარა – ასეთი რეცეპტი არ არსებობს... საინტერესოა, ერთ დღეს, მოულოდნელად, ქალები რომ გამქრალიყვნენ, უკლებლივ ყველა... რა იქნებოდა მამაკაცების ცხოვრება – შავ-თეთრი კინო?! – პასუხი არც ამ კითხვაზე არსებობს...

 

პირველად და სამუდამოდ...

 

„ის“ არასდროს გინახავთ – უცნობია, მაგრამ, მაინც გგონიათ, რომ ახლობელია; გინდათ, კიდევ შეხვდეთ, გეჩვენებათ, რომ მისგანაც მოდის საპასუხო „იმპულსი“... როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში – დაელოდოთ, რას მოიმოქმედებს ის, თუ თავად გადახვიდეთ „შეტევაზე“? დასაწყისისთვის გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ პირველი შეხვედრა, შეიძლება, სამუდამო აღმოჩნდეს. ამიტომ, ნურასოდეს იმოქმედებთ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. მოუსმინეთ თქვენს შინაგან „მეს“ და, თუკი ის პირველი ნაბიჯის გადადგმას „გაძალებთ“, დაემორჩილეთ! არაფერია ცუდი ქალის ზომიერ აქტიურობაში. დიახ, ზომიერში და, თავადაც კარგად იგრძნობთ, როდის უნდა გაჩერდეთ ან დაიხიოთ უკან...

ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ: ვიღაც მეტად კეკლუცია და მეტად აქტიური; ზოგისთვის კი ეს ყველაფერი მიუღებელია. იყავით სრულ ჰარმონიაში საკუთარ თავთან – მაშინ ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი გამოგივათ. შეიძლება, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გაგიჩნდეთ აქტიურობის დაუოკებელი სურვილი და მიჰყევით მას. იქნებ, ეს იმიტომ მოხდა, რომ სამუდამოდ ერთად იყოთ...

 

скачать dle 11.3