„მანჩესტერ იუნაიტედი” აზერბაიჯანშია
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა საფეხბურთო კლუბმა, ტიტულოვანმა „მანჩესტერ იუნაიტედმა,” პოსტსაბჭოთა სივრცის ათვისება დაიწყო და სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა ჩვენს მეზობლებთან, აზერბაიჯანულ სატელეკომუნიკაციო კომპანია „ბაკსელთან”. კონტრაქტის საფუძველზე „ბაკსელის” ქსელის მომხმარებლები მიიღებენ „მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ პროდუქტებს – რინგტონებს, ვიდეოებსა და ახალ ამბებს კლუბის შესახებ; გარდა ამისა, „ბაკსელი” გახდება „მანჩესტერ იუნაიტედის” ტელეარხის ოფიციალური წარმომადგენელი აზერბაიჯანში. ინგლისური კლუბის მხრიდან ბაქოში ჩასული იყო ლეგენდარული პიტერ შმაიხელი, რომელმაც მოაწერა კიდეც ხელი აღნიშნულ ხელშეკრულებას „ბაკსელთან”.