აქციონერი ზიდანი
ფრანგი სუპერვარსკვლავი ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონის კლუბ „როდეზ ავერიონის” აქციონერი გახდა. ზიდანთან ერთად კლუბის აქციების მფლობელი კიდევ ერთი ფრანგი ექსფეხბურთელი – ოლივიე დაკურია. ზიდანმა რამდენიმე ხნის წინ მადრიდის „რეალის” სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა და, როგორც ჩანს, უსაქმოდ დიდხანს გაჩერება არ ისურვა. გარდა ამისა, როგორც ცნობილი გახდა, ზიდანი არ გამორიცხავს, რომ მომავალში საფრანგეთის ნაკრებს გაწვრთნის, ვარსკვლავის თქმით, მისი ოცნებაა, „სამფეროვნები” რომელიმე დიდ საფეხბურთო ფორუმზე ათამაშოს.