იბრაჰიმოვიჩის „ოქროს ფეხი”
შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი გახდა: მას მონაკოს პრინც ალბერ მეორის მიერ დაარსებული ჯილდო – „გოლდენ ფუტი” გადაეცა, რომელიც ერთ ფეხბურთელს კარიერაში მხოლოდ ერთხელ გადაეცემა და მკაცრად არის განსაზღვრული ლაურეატების ასაკი – ფეხბურთელი 29 წელს უნდა იყოს გადაცილებული. სხვადასხვა დროს ამ პრემიის ლაურეატები იყვნენ: რაიან გიგზი, ფრანჩესკო ტოტი, რონალდინიო, რობერტო კარლოსი, ალესანდრო დელ პიერო, რობერტო ბაჯო, ანდრეი შევჩენკო და პაველ ნედვედი. აღსანიშნავია, რომ, პრიზის აღების შემდეგ ფეხბურთელი ტოვებს თავისი ფეხის ანაბეჭდს მონაკოს ხეივანში.