კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა იოანე კრონშტადტელმა ეშმაკეული განკურნა

 

ეს მოხდა სოფელ კონჩანსკში, ახლადაშენებული ეკლესიის კურთხევის დღეს. ამ ზეიმზე მოწვეული იყო მამა იოანე კრონშტადტელი. კურთხევის ზეიმის შემდეგ, ასევე ახლადაშენებული სკოლის შენობაში მამა იოანესთვის და სხვა საპატიო სტუმრებისთვის მოაწყვეს სადილი. შეხვედრას ესწრებოდნენ მემამულეები, გენერლები, ოლქისა და ქალაქის მმართველობის წარმომადგენლები, მღვდლები. მამა იოანე მაგიდის თავში იჯდა. ის ძალიან დაღლილად გამოიყურებოდა.

სადილის დროს დარბაზში შემოვიდა ჯგუფი, რომელიც სამი გლეხისა და ერთი მოსული ქალისგან შედგებოდა. მათ ხელში აყვანილი მოჰყავდათ ქალი, რომელიც ისტერიკულად იკრუნჩხებოდა და ცდილობდა ხელიდან დასხლტომოდათ. შემდგომში გაირკვა, რომ ეს იყო გლეხის ქალი, გვარად რუმიანცევა. იგი დიდი ხანი იტანჯებოდა დაავადებით, რომელსაც ექიმები „კლასიკურ ისტერიკას“ უწოდებდნენ.

გლეხებმა, რომლებსაც ავადმყოფი მოჰყავდათ, მიმოიხედეს და როცა დაინახეს მამა იოანე, მისკენ გაემართნენ. „შეპყრობილია?“ – ჰკითხა კრონშტადტელმა გვერდით მჯდომ მღვდელს. „დიახ, მამაო“, – უპასუხა მამა ლევმა.

ამ დროს ავადმყოფი კვლავ ცდილობდა თავის გათავისუფლებას, გველივით იკლაკნებოდა, მის სახეზე კი აღბეჭდილი იყო ენით აუწერელი ველური შიში.

– ფეხზე დააყენეთ! – მკაცრად იყვირა მამა იოანემ.

თანმხლებმა ქალმა თქვა, რომ როდესაც ამ ავადმყოფს ისტერიკის შეტევა მოსდის, ის ფეხზე ვერ დგება. მამა იოანემ კიდევ უფრო მკაცრად დაუყვირა:

– მე თქვენ გიბრძანებთ, დააყენეთ ფეხზე და მოშორებით დადექით.

გლეხებმა ბრძანება შეასრულეს, მარტო დარჩენილი ქალი მთვრალივით ბარბაცებდა და ძლივს იკავებდა თავს.

– მე მიყურე! – გაისმა იოანე კრონშტადტელის ხმა.

ერთ-ერთმა სტუმარმა, აღმასრულებელმა გაიღიმა და საკმაოდ ხმამაღლა თქვა:

– ახლა დაიწყო წარმოდგენა სასწაულით.

ავადმყოფმა თითქოს გაიგონა ბრძანება, მაგრამ ვერაფრით ვერ შეძლო თვალის გასწორება წმინდანისთვის და უაზროდ დაბნეულად უმზერდა კრონშტადტელს.

– შენ გეუბნები, გიბრძანებ, თვალებში მიყურე! – დაჟინებით გაიმეორა მოძღვარმა. 

ქალის თვალები ბოლოს და ბოლოს შეჩერდნენ მღვდლის სახეზე და მათში აზრის ნიშან-წყალი გაკრთა.

– პირჯვარი გადაიწერე!

ავადმყოფს მკერდიდან საშინელი, ხრინწიანი ბღავილი აღმოხდა:

– არ შემიძლია!

მაშინ მამა იოანე სულ ახლოს მივიდა მასთან, თავი უკან ჰქონდა გადაწეული, თვალები – ანთებული.

განვედი, უფლის სახელით განვედი!

გაისმა მისი მჟღერი, მბრძანებლური ხმა.

ქალი წელში გაიმართა და არაადამიანური ხმით, რომელიც უფრო მხეცის ღრიალს ჰგავდა, დაიყვირა:

– გავალ, გავალ!

იქ მყოფნი შეძრწუნდნენ. აღმასრულებელი, რომელიც წუთის წინ ირონიულად იცინოდა, ისტერიკულად აქვითინდა. ავადმყოფმა ხელი ასწია და რამდენიმე შეშინებული, მოუხერხებელი მოძრაობა გააკეთა, შემდეგ კი მტკიცედ და სწრაფად გამოისახა პირჯვარი, შემდეგ თავი მიაყრდნო მამა იოანეს მკერდზე და ატირდა. კრონშტადტელმა ის დარბაზის მოშორებულ კუთხეში გაიყვანა. ყველა იქ მყოფი მიხვდა, რომ ახლა აღსარება იწყებოდა და სული განბანეს, რომ ხელი არ შეეშალათ.

აღსარება ცოტა ხანს გაგრძელდა. მალე გაისმა მამა იოანეს დაღლილი ხმა, რომელიც ლოცვას კითხულობდა.

„შენ სრულიად ჯანმრთელი ხარ და უფალი გაკურთხებს შვილებით, – უთხრა მან ქალს გამოთხოვებისას.

 

скачать dle 11.3