კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი მილიარდერი და ვინ არის მსოფლიოში ყველაზე წარმატებული „მანი მენეჯერი“

 

ახლახან ჟურნალმა „ფორბსმა” გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრესი ადამიანების ტოპ-400, რომლის თანახმად ცნობილი გახდა, რომ უმდიდრესი ამერიკელის სტატუსი დაიბრუნა ბილ გეითსმა 66-მილიარდდოლარიანი კაპიტალით, მეორე და მესამე პოზიციები კი უორენ ბაფეტმა (46 მილიარდი) და ლარი ელისონმა (41 მილიარდი) დაიკავეს. ამას გარდა, რეიტინგის თანახმად დადგინდა, რომ ახალგაზრდა ამერიკელი მილიარდერების საშუალო ასაკი 35 წელია და მათი საერთო კაპიტალი 70 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ ახალგაზრდა ამერიკელი მილიარდერების ჩამონათვალს.

დასტინ მოსკოვიცი

ასაკი: 28 წლის; კაპიტალი: 2,7 მილიარდი დოლარი; ¹151 ამერიკის ტოპ-400 მილიარდერთა რეიტინგში.

ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი მილიარდერი დასტინ მოსკოვიცი მარკ ცუკერბერგის მეზობელი იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში. მოსკოვიცი „ფეისბუქის” მესამე თანამშრომელია და, სულ რაღაც, 8 დღით არის უმცროსი მარკ ცუკერბერგზე.

მარკ ცუკერბერგი

ასაკი: 28 წლის; კაპიტალი: 9,4 მილიარდი დოლარი; ¹36 ამერიკის ტოპ-400 მილიარდერთა რეიტინგში.

2012 წელს მარკ ცუკერბერგმა განიცადა ყველაზე დიდი დაღმასვლა მილიარდერთა რეიტინგში, მას შემდეგ რაც „ფეისბუქის” აქციები საფონდო ბირჟაზე ჩავარდა. ცუკერბერგმა პირადად დაკარგა 8,1 მილიარდი დოლარი და ეს იყო ყველაზე დიდი დანაკარგი ამერიკელ მილიარდერებს შორის 2012 წელს.

სკოტ დანკანი

ასაკი: 29 წლის; კაპიტალი: 4,7 მილიარდი დოლარი; ¹72 ამერიკის ტოპ-400 მილიარდერთა რეიტინგში.

ნავთობმაგნატის დენ დანკანის უმცროსი ვაჟი, რომლის კომპანიის აქციათა ფასის ზრდამ განაპირობა ნიუ-იორკის ბირჟაზე მისი კაპიტალის გაზრდა 1,3 მილიარდი დოლარით. მამამისი, დენ დანკანი 77 წლის ასაკში 2010 წელს გარდაიცვალა. უფროსი დანკანი სიღარიბეში იზრდებოდა, თავის ოთხ შვილს კი მემკვიდრეობით 50 000 მილი გაზსადენები და ნავთობსადენები დაუტოვა. 

შონ პარკერი

ასაკი: 32 წლის; კაპიტალი: 1,3  მილიარდი დოლარი; ¹347 ამერიკის ტოპ-400 მილიარდერთა რეიტინგში.

შონ პარკერი ამერიკული ინტერნეტ-ტექნოლოგიების ვეტერანია, მის სახელს უკავშირდება „ნეპსტერისა” და „ფეისბუქის” წარმატებული პროექტები. ამჟამად პარკერი ახალი პროდუქტის პოპულარიზაციაზე მუშაობს ვიდეოჩატ „ეირთაიმზე”, რომლის პრეზენტაცია 2012 წლის ივნისში შედგა.

ჯეკ დორსი

ასაკი: 35 წლის; კაპიტალი: 1,1 მილიარდი დოლარი; ¹392 ამერიკის ტოპ-400 მილიარდერთა რეიტინგში,

ჯეკ დორსი მიკრობლოგების ქსელ „ტვიტერის” შემქმნელია და წელს პირველად მოხვდა მდიდარი ამერიკელების რეიტინგში. დორსის კიდევ ერთ წარმატებულ პროექტად მობილური გადახდის სტარტაპს „სქუერს” ასახელებენ.

ჩეიზ კოულმენი

ასაკი: 37 წლის; კაპიტალი: 1,5  მილიარდი დოლარი; ¹311 ამერიკის ტოპ-400 მილიარდერთა რეიტინგში.

სავარაუდოდ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული „მანი-მენეჯერი” – ასე უწოდებენ ჩეიზ კოულმენს ამერიკაში. სხვა ჰეჯ-ფონდების ხელმძღვანელებისგან განსხვავებით, კოულმენმა მოახერხა, საკუთარი ჰეჯ-ფონდი გაზრდილიყო 45 პროცენტით, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია უკანასკნელი ერთი წლის მონაცემებით. კოულმენის ფონდის ზრდა წელსაც გრძელდება, უკვე დარეგისტრირდა ზრდის 20-პროცენტიანი მაჩვენებელი და წლის ბოლომდე კიდევ არის დარჩენილი დრო.

ჯონ არნოლდი

ასაკი: 38 წლის; კაპიტალი: 3  მილიარდი დოლარი; ¹132 ამერიკის ტოპ-400 მილიარდერთა რეიტინგში.

ამერიკული ჰეჯ-ფონდების ბოლო დროის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მმართველმა, ჯონ არნოლდმა შოკში ჩააგდო მსოფლიო საინვესტიციო სამყარო, როდესაც განაცხადა, რომ ბიზნესიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. „17 წლის განმავლობაში ვიყავი ენერგორესურსების ტრეიდერი და ვფიქრობ, დროა, სხვა ინტერესებს დავუთმო ჩემი დრო”, – განაცხადა არნოლდმა, რომელიც გავრცელებული ცნობის თანახმად, მეუღლე ლაურასთან ერთად ქველმოქმედებაში ჩაერთვება.

სერგეი ბრინი

ასაკი: 39 წლის; კაპიტალი: 20,3 მილიარდი დოლარი; ¹13 ამერიკის ტოპ-400 მილიარდერთა რეიტინგში.

მანამ „გუგლის” დამაარსებელი სერგეი ბრინი გადაერთო ახალ ინოვაციურ პროექტებზე და სათავეში ჩაუდგა „გუგლის” სპეციალური პროექტების განყოფილებას, კომპანიის აქციათა ფასმა ბოლო პერიოდში 30-პროცენტიანი ზრდა განიცადა და ბრინის კაპიტალი 3,6 მილიარდი დოლარით გაზარდა.

ლარი პეიჯი

ასაკი: 39 წლის; კაპიტალი: 20,3 მილიარდი დოლარი; ¹13 ამერიკის ტოპ-400 მილიარდერთა რეიტინგში.

2012 წლის აპრილში ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც ლარი პეიჯი „გუგლის” აღმასრულებელი დირექტორია. ზაფხულში პეიჯმა გაურკვეველი დაავადება გადაიტანა, რომელმაც მას ხმა დააკარგვინა. ამის გამო მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გამოტოვა. პეიჯი პალო-ალტოში ცხოვრობს პროპაგანდას უკეთებს ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს. სახლში იყენებს ახალი ტიპის საწვავ ელემენტებს, გეოთერმულ ენერგიას და წვიმის წყალს.

კევინ პლანკი

ასაკი: 40 წლის; კაპიტალი: 1,35 მილიარდი დოლარი; ¹345 ამერიკის ტოპ-400 მილიარდერთა რეიტინგში.

კევინ პლანკი მერილენდის უნივერსიტეტის ამერიკული ფეხბურთის გუნდის მოთამაშე იყო და იქ თამაშისას აღმოაჩინა, რომ სპორტსმენების სათამაშო ფორმა მოუხერხებელი და მძიმეა. ბებიის სარდაფში პლანკმა თვითონ შეკერა სპორტული ფორმა, რომელიც გაცილებით მსუბუქი და ოფლისმომდენი იყო და 1996 წელს დააფუძნა სამკერვალო კომპანია „ანდერ არმორი”. არსებობის პირველ წელს პლანკმა 17 ათასი დოლარის სპორტული ფორმები გაყიდა, ხოლო წელს უკვე 1,8-მილიარდიან შემოსავალს ელოდება.

დენიელ ზიფი

ასაკი: 40 წლის; კაპიტალი: 4,3 მილიარდი დოლარი; ¹85 ამერიკის ტოპ-400 მილიარდერთა რეიტინგში.

დენიელი, 2006 წელს გარდაცვლილი მედიამაგნატის უილიამ ზიფის უმცროსი ვაჟია. უფროს ძმებთან ერთად მან მემკვიდრეობით მიიღო მამის იმპერია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ცნობილი ამერიკული ჟურნალები: „პოპულარ ავიეიშენი”, „პს მაგაზინი” და „ქარ ენდ დრაივერი”. ცნობისთვის, დენიელის ძმები, რობერტი და დიკი ასევე, შედიან „ფორბსის” ამერიკელი მილიარდერების რეიტინგში.

 

 

скачать dle 11.3