კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაბრუნება

როიალის თუ უნივერსალური გასაღების დეფიციტი?!

 

სხვა ან იმ მიზეზის გამო, რომ გიორგი არველაძემ „იმედი“ ისევე უხმაუროდ დააბრუნა, როგორც წაიღო, ტელეკომპანია „ნანუკას შოუმაც“ დატოვა. როგორც გადაცემის ავტორი ამბობს, მისი დანაშაული ერთადერთია – რომ ის გიორგი კოდუას ცოლია. თუმცა, ამის მიუხედავადაც, მაყურებელი შეაგულიანა. კერძოდ, დაჰპირდა, რომ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ ისეთივე იქნება, როგორიც იყო! ანუ ისეთივე იქნება, როგორიც იყო (ესე იგი, „ისევ ის თამრო ვარო“). არ დაუკონკრეტებია, რომელ ტელეარხზე (მხოლოდ დაბრუნების ვადა დააკონკრეტა: 2 თვეშიო!). ზედაც, დასძინა, რომ „ამ ეტაპზე რამდენიმე ტელეარხთან მიმდინარეობს მოლაპარაკება“.

დაბრუნების ერთ-ერთ ადგილად „მაესტროც“ დასახელდა, ხოლო „მედია.ჯის“ ინფორმაციით, ტელეკომპანიის დირექტორმა ილია კიკაბიძემ ეს ინფორმაცია „ჯერჯერობით ვერ დაადასტურა“, თუმცა, მეორე მხრივ, სხვა წყაროთა ცნობით, „მაესტროს“ დირექტორმა სწორედაც რომ უარი დაადასტურა.

ასეა თუ ისე, ბუნებრივია, კითხვებს ამომწურავი პასუხი ორიოდ თვეში გაეცემა, მაგრამ, ამტყდარი მითქმა-მოთქმა ამთავითვე მოწმობს, რომ ჩვენს რეალობაში კვლავაც მოიძებნებიან უნივერსალური გასაღებები, ნებისმიერ როიალს რომ ერგებიან.

 

скачать dle 11.3