კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კონსტიტუციით მოხნულები

ალტერნატივა – უალტერნატივოთათვის 

 

ისინი მუშაობას უკვე შეუდგნენ, იმ მარტივი მიზეზით, რომ კონსტიტუცია აღმართს ხნავს, მაშინაც კი, როდესაც იქ არაკონსტიტუციური მუხლებია. თუმცა, კვლავაც აქტუალურია, საბოლოოდ სად დაიდებს ბინას საქართველოს პარლამენტი: ერთიანად ქუთაისში დარჩება, თბილისში გადმობარგდება თუ ორად გაიყოფა და, შესაბამისად, ქუთაისურ შენობაში ღვწას მაჟორიტარი კანონმდებლები განაგრძობენ, თბილისში კი – პარტიული სიით არჩეულები. სამაგიეროდ, როგორც დეპუტატი ცაგარეიშვილი ამბობს, ქუთაისური პარლამენტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა ზამთრის პერიოდში, შესაძლოა, ყოველთვიურად 200 000 ლარამდე დაჯდეს. ხოლო, რაკი ცოდვილ სამყაროში მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლება იცვლება, ყველაფერი შეფარდებითია, იქვე შენიშნავს, რომ, სახელდობრ, თბილისში იმავე პერიოდში ხალხის რჩეულთა გასათბობად და გასანათებლად 20 000-25 0000 ლარი იყო საკმარისი. 

ხალხის რჩეულის აზრით, „ქუთაისში აშენებული პარლამენტის შენობა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენო უყაირათოდ ხარჯვით, სახელმწიფო სახსრებით იცხოვრო ფუფუნებაში ხალხის ხარჯზე“. 

ბუნებრივია, ამ მოსაზრებას არ იზიარებს აწ უკვე უმცირესობად მოვლენილი ყოფილი ხელისუფლება, რამეთუ, მიაჩნიათ, რომ დეცენტრალიზაცია ამ ქვეყნის განვითარების უალტერნატივო გზაა (სახელდობრ, ბ-ნი დარჩიაშვილი ბრძანებდა, რომ ისტორიული პროცესის უკან დაბრუნებას არ დაუშვებენ. „უკანაში“ ცხადია, პარლამენტის თბილისში დაბრუნება იგულისხმებოდა). თუმცა, თუ ზემომოყვანილ ციფრებს უმცირესობის ამ თეზას დავუმატებთ, იმის გათვალისწინებითაც, რომ სიყვარული (მათ შორის, იდეებისაც) მსხვერპლს მოითხოვს, იქნებ, იდეალური გამოსავალი ასეთიც იყოს: უმცირესობამ (რომელსაც აგდებული ქვისთვის თავი შეუშვერია – არ დავუშვებთ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანასო) საკუთარი მრავალნულიანი საპარლამენტო ხელფასით დაფაროს ხარჯთა შორის სხვაობა?!

 

скачать dle 11.3