კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეეპისტოლენი

3D ფორმატში ჩარჩენილები

 

იმის გამო, რომ ხელისუფლება შეიცვალა, საქართველოს მოსახლეობამ დიდი დარტყმა მიიღო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სანახაობრივ-ტექნოლოგიური თვალსაზრისით. გემახსოვრებათ, პრეზიდენტი 3D მთავრობას დაგვპირდა და ეს პროცესი მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ხატოვნადაც აგვიწერა (სხვათა შორის, ზურაბ ადეიშვილის მაგალითზე): დააწკაპუნებთ კომპიუტერში და უმალ გამოგეცხადებათ სასურველი მინისტრი 3D ფორმატშიო. თუმცა, რაკი ახალი მთავრობა, თანაც, ახალი ძალისვე დაკომპლექტებული, უკვე დამტკიცდა, აშკარაა, რომ ძველი მინისტრების სამგანზომილებიან გამოსახულებებს ვეღარ ვიხილავთ (ყოველ შემთხვევაში, უახლოეს ოთხ წელიწადს). თუმცა, შესაძლოა, იმიტომაც, რომ ეს დაპირება ახსოვთ, მაგალითად, ორმა მინისტრმა, რომლებიც ვერ იძებნებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ეპისტოლურ ჟანრში წარმართა მოსახლეობასთან კომუნიკაცია. პირველი მერცხალი სამგზის ნამინისტრალი ბ-ნი შაშკინი გახლავთ. თანაც, მან აგერ უკვე მეორე წერილი აფრინა (ისე, მეტი რომანტიზმისთვის, ეგებ, მესამე წერილი თეთრი მტრედისთვის ფეხზე წითელი ლენტით შეება?!) და, თუკი პირველში იმ ოთხი წელიწადის სიტკბოებას იხსენებდა, ძველი მთავრობის წევრებთან რომ გაატარა (იქვე კი გვამუნათებდა, რომ არ დაგვეჯერებინა ერთი სიტყვაც კი, რასაც მის შესახებ გავიგებდით), მეორეში სათქმელი დააკონკრეტა, სახელდობრ, მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა. მოკლედ რომ ვთქვა, ბ-ნმა შაშკინმა საკუთარი თავისთვის პრემიების გამოწერაც უარყო (მხოლოდ კეთილსინდისიერ თანამშრომლებს წავახალისებდი ხოლმე ფულებითო), სამხედროებსაც ისეთი ბინები დავურიგე, ავ თვალს არ ენახვებაო (შეგახსენებთ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებისთვის გადაცემული ბინები საერთო საცხოვრებლის ტიპისაა) და საკუთარ დანაშაულად მხოლოდ შემდეგს მიიჩნევს (ამონარიდს მოვიხმობ მინისტრის მეორე ეპისტოლედან): „ჩემი ერთადერთი თხოვნა კომისიის მიმართ იყო ის, რომ, პირველ რიგში, დაეკმაყოფილებინათ ავღანეთში დაჭრილი სამხედროები და მათი ოჯახები და ლოპოტის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამხედრო ექიმის ოჯახი“, რის შემდეგაც, ხან – ციხეების, ხან – განათლების, ბოლოს – თავდაცვის მინისტრი დასძენს (პათოსით: „დამსეტყვე, ცაო“):

„მე მზად ვარ, პასუხი ვაგო ამისთვის ქართული საზოგადოების წინაშე.“

რაკი თვალადაც არ გვეჩვენება, ისევე რთული სათქმელია, როგორ აპირებს პასუხისგებას, როგორც ის, თუ ვინ მიეხმარა მას ხსენებული ორი წერილის შექმნაში – გილიოტინაზე დავდებ თავს, რომ დამოუკიდებლად ასე ჩაქართულებას ვერ შეძლებდა! 

 

скачать dle 11.3