კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალების აბანოში მამაკაცი შევიდა. ქალები აკივლდნენ: – შენ აქ რა გინდა‚ კაცების განყოფილებაში უნდა შესულიყავი! – რატომ‚ ცისფერი კი არ ვარ! – გაიოცა კაცმა.



***
ოქროს ქორწილია. ქმარი ეკითხება ცოლს:
– ოდესმე ჩემთვის გიღალატია?
– კი... სამჯერ.
– როდის?
– პირველი‚ როდესაც საოპერაციო იყავი და არავინ ხელს არ გკიდებდა‚ მერე კი საუკეთესო ქირურგმა გაგიკეთა ოპერაცია...
– მადლობა‚ სიცოცხლე გადაგირჩენია... მეორედ?
– აი‚ ბანკში რომ გქონდა ვალები‚ სახლი რომ უნდა გაეყიდათ და ვალის დაფარვის ქვითარი თვითონ ბანკის მმართველმა რომ გადმოგცა.
– ჰო... ჭერი გადაგირჩენია... მესამედ?
– გახსოვს? კენჭს რომ იყრიდი და 49 ხმა დაგაკლდა...
***
– ქალბატონო‚ ძალიან ლამაზი ფოტოები გაქვთ. ეტყობა‚ კარგი ფოტოაპარატით გიღებდნენ.
– თქვენ კი ძალიან გემრიელი სუპი გაქვთ‚ ალბათ კარგი ქვაბის გამო.
***
– ჭამის წინ ლოცულობ?
– არა, დედაჩემი კარგ საჭმელებს აკეთებს.
***
კაცი შინ ღამის 3 საათზე დაბრუნდა.
– სად ჯანდაბაში დაეთრეოდი?
– იცი რა, სამსახურიდან კი დროზე გამოვედი‚ მაგრამ, მერე ჩემი თანაკურსელი შემხვდა‚ ადრე რომ მეპრანჭებოდა; კაფეში შევედით‚ ჯერ ყავა დავლიეთ‚ მერე კოქტეილი‚ ვიცეკვეთ... მერე, როგორც ხდება ხოლმე‚ დალევის შემდეგ‚ შინ ამიპატიჟა და მის ლოგინშიც აღმოვჩნდი...
– ვერ მომატყუებ... კაზინოში იყავი ხომ?!
***
მოხუც სომეხს გვარის გამოცვლა მოუნდა.
– რატომ წვალობთ‚ ბაბუ‚ ორი დღის წუთისოფელი დაგრჩენიათ‚ – უთხრეს ახლობლებმა.
– საფლავის ფილა ვნახე‚ მზა‚ იაფად... რატომ დავკარგო?..
***
– სექსი დეპრესიის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა, ოღონდ‚ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვითმკურნალობა.
***
ქალი რომ ლამაზი იყოს‚ უნდა ჰქონდეს ბევრი დრო თავის მოვლისთვის‚ კარგი კოსმეტიკა‚ აუზი‚ გარუჯვის საშუალება‚ საფირმო ტანსაცმელი...
კაცისთვის საკმარისია სასმელი.
***
გოგონა საავადმყოფოში შეყვარებულის სანახავად მივიდა. პალატასთან თეთრხალათიანი ქალი შენიშნა და ეკითხება:
–  პალატაში შესვლა თუ შეიძლება? ავადმყოფის ნახვა მინდა...
– თქვენ ვინ ხართ მისი?
– და.
– სასიამოვნოა‚ მე მისი დედა ვარ.
***
ბავშვი დიდობაში მაშინ გადადის‚ როდესაც „ო‚ კარგი ბიჭი ხარ‚ რომ ბოლომდე შეჭამეს“ ნაცვლად ეუბნებიან: „ისევ ჩასკდი?“
***
აფთიაქში ტიპი შერბის:
– სასწრაფოდ‚ რაიმე ფაღარათის საწინააღმდეგო!
– სულ ახლახან გათავდა....
– მმმაშინ, პლასტირი‚ სწრაფად!..
***
ტრასის განაპირა რესტორანში შედის დიდი ტრაილერის მძღოლი. ეტყობა, მოშიებულია და ბლომად საჭმელი შეუკვეთა: ხაჭაპური‚ ოსტრი‚ ქაბაბი... ფულიც გადაიხადა‚ მაგიდას მიუჯდა და შეკვეთას ელოდება. ამ დროს სამი ბაიკერი შემოვარდა‚ მძღოლის შეკვეთა აიღეს‚ ლუდი დაამატეს და სხვა მაგიდას მიუსხდნენ... ტრაილერის მძღოლი ადგა და გარეთ გავიდა.
– საცოდავი‚ თავის დაცვაც კი არ შეუძლია... – დამცინავად თქვა ერთ-ერთმა ბაიკერმა.
– ჰო‚ თან, მანქანის მართვაც არ სცოდნია – დაძრა თუ არა, სამ მოტოციკლს გადაუარა. – დაეთანხმა ოფიციანტი.
***
რესტორანში სვანი შევიდა‚ მაისურზე წარწერით: „მეგრელებს სამი პრობლემა აქვთ“.
– შენ რა‚ პრობლემებს ეძებ? – მივარდა მეგრელი.
– ეს თქვენი პირველი პრობლემაა – პრობლემებს თვითონ ქმნით‚ მიზეზების გარეშე.
– გარეთ გამოდი‚ მე შენ გელაპარაკები! ძმაკაცებში გავარჩიოთ ეგ პრობლემები!
– ესეც თქვენი მეორე პრობლემა – სხვები თუ არ დაიხმარეთ‚ პრობლემის გადაწყვეტა არ შეგიძლიათ!
მეგრელმა დანა დააძრო:
– ახლავე გამოგფატრავ‚ შენი...
– ეს უკვე თქვენი მესამე პრობლემაა – ყოველთვის დანით მოდიხართ იქ‚ სადაც სროლაა...
***
ქალზე შთაბეჭდილება რომ მოახდინოთ:
– პატივი ეცით;
– აავსეთ კომპლიმენტებით;
– მოეფერეთ;
– დაიცავით;
– დაახარჯეთ ფული;
– წაიყვანეთ რესტორნებში;
– უყიდეთ სწორედ ის‚ რაც უნდა;
– უსმინეთ;
– დარჩით მასთან;
– წაყევით ქვეყნის დასალიერში...
მამაკაცზე შთაბეჭდილების მოსახდენად:
– გაიხადეთ და... მოუმზადეთ გემრიელი საჭმელი...
***
– რომელ გაზეთებს კითხულობ?
– რაღა დროს გაზეთებია‚ როცა ინტერნეტი არსებობს...
– კი მაგრამ‚ ტუალეტში ლეპტოპით შედიხარ?
***
კლინიკიდან გაბრაზებული ტიპი გამოვიდა ბუზღუნით:
– რომ ჰკითხო‚ ალკოჰოლიზმი ავადმყოფობაა‚ არადა‚ არც ერთი ექიმი ცნობას არ გიწერს‚ რომ ავად ხარ...
***
– ალბათ, გაიგეთ‚ რომ უფროსმა ბრძანება გასცა შტატების შემცირების შესახებ.
– დიახ...
– აბა‚ საიდან დავიწყოთ?
– მე ვფიქრობ‚ ტეხასიდან‚ შემდეგ ალაბამა და ფლორიდა...
***
ფსიქოლოგიის პროფესორი ლექციაზე:
– გოგონას დეპრესიიდან გამოყვანის საუკეთესო საშუალება კოცნაა.
– ბატონო პროფესორო‚ დეპრესიაში როგორღა უნდა ჩავაგდოთ?

скачать dle 11.3