კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1980 წლის 13 მარტს. არ მიმართლებს ბიზნესში. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და რა არის ზოგადად ჩემი კარმული მისია? ასევე, მაინტერესებს, უცხოეთის რომელი ქვეყნებია ჩემთვის პოზიტიური და თავსებადია თუ არა ჩემი ზოდიაქოს ნიშანი ქორწინების მიზნით სასწორის ზოდიაქოს ნიშანთან?
პასუხი: სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან თქვენი ქორწინება საშუალოა. მთავარია, ერთმანეთის მიმართ გამოიჩინოთ მეტი ყურადღება და შეძლოთ დათმობებზე წასვლა. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენი კოსმიური მისია ან არნახული წარმატების ადგილი ნამდვილად არ არის, თუმცა, არც ცუდია. ქვეყნებიდან უკეთესია: ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი ნაწილი, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნია, პერუ, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი მხარე, რუსეთიდან კი – სანკტ-პეტერბურგი თუ გამოავლენთ მეტ შეუპოვრობასა და ორმაგ ძალისხმევას, წარმატებებია მოსალოდნელი შემდეგ ქვეყნებშიც: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, კუნძული კრეტა, ბელორუსი. ის, რომ არ გიმართლებთ ბიზნესში, არ არის გამორიცხული, ამის მიზეზი იყოს, ენერგოდაბინძურება, რაც არასწორი ცხოვრების შედეგია. რაც შეეხება კარმულ მისიას, უნდა განავითაროთ მეტი შეუპოვრობა, აქტიურობა; უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე ინიციატივისა და პასუხისმგებლობის აღება, ასევე, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა; უნდა დაეყრდნოთ ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას. აუცილებლად უნდა იყოთ უხალტურო მუშაკი, მოწესრიგებული, მომთმენი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, მარტოხელა მებრძოლი და ორგანიზებული. საქმეს მაღალი პასუხისმგებლობით მიუდექით. ამ თვისებების გამოვლენით შეასრულებთ თქვენს კარმულ მისიას და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ ცხოვრებაში.
კითხვა: დავიბადე 1984 წლის 15 აგვისტოს, საღამოს 10 საათზე. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია და რომელი პროფესია მომიტანს წარმატებებს?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ მეტად კეთილშობილი, ენერგიული, ინიციატივიანი, ლიდერი, ორგანიზებული და ჰარმონიული სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში. დაეყრდენით ოპტიმიზმს, ცოდნას, კომუნიკაბელურობას. გახდით მარტოხელა მებრძოლი, გამოიმუშავეთ პასუხისმგებლობის გრძნობა, დაიცავით წესრიგი. იყავით პრაქტიკული. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, კარდიოლოგია, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, სადალაქო საქმიანობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, გასართობი ინდუსტრია.
კითხვა: დავიბადე 1973 წლის 1 სექტემბერს, დღის 2 საათზე. მინდა უცხოეთში წასვლა. გთხოვთ, მიპასუხოთ, რომელი ქვეყნებია ჩემთვის ასტროლოგიურად მეტად მისაღები?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმულ-კოსმიური მისია არ არის, მაგრამ, წარმატებების შანსი ნამდვილად გაქვთ. იქ მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ფინანსები სამშობლოში უნდა დააბანდოთ. ქვეყნებიდან კი კარგია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვედეთი, ყაზახეთი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, გერმანიის ბავარიის მხარე, მაროკო, შვედეთის დასავლეთი მხარე, კუბა, მექსიკა, უნგრეთი; არ გირჩევთ წასვლას შემდეგ ქვეყნებში: ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ინდოეთი. დანარჩენი ქვეყნები მეტ-ნაკლებად მისაღებია.

скачать dle 11.3