კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

სამსონია
გვარი მომდინარეობს მამაკაცის საკუთარი სახელისგან – სამსონი.
სამსონი ძველი ებრაული სახელია, ის მზიანს ნიშნავს. ასევე, გვხვდება გვარები სამსონაძე და სამსონიძე.
სამსონიათა გვარი მეთვრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში მოიხსენიება ქვემო ქართლში.
სამსონია მოხსენიებულია, ასევე, დღევანდელი ოჩამჩირის რაიონში, კერძოდ, სოფელ კვიტოულში.
საქართველოში 507 სამსონია ეცხოვრობს: ოზურგეთში – 165, თბილისში – 147, ლანჩხუთში – 79. არიან სხვაგანაც.
მარიამული
მარიამულები ცხოვრობენ სოფელ შუა უბანში, მთავარი გზის პირას. ეს უბანი დიღმის ციხის სამხრეთით არის გაშენებული, ზერთელაშვილებისა და გენებაშვილების მეზობლად. მარიამულები ადრე სამეფო ყმებად ითვლებოდნენ, შემდეგში კი საბატონო ყმებად გვხვდებიან.
მარიამულები მთიდან ჩამოსულებად მიიჩნევენ თავს, მაგრამ, რომელი კუთხიდან – ამის თქმა გვარში აღარავის შეუძლია. ვახტანგ მეექვსის „დასტურ ლამალის“ მიხედვით, მარიამულების უმეტესი ნაწილი მსახურებად იწერებოდნენ და მართლაც, სამეფო კარის სხვადასხვა თანამდებობაზე მარიამულთა წარმომადგენლები მრავლად გვხვდებიან.
„იასაულებისთვის“ განკუთვნილ თავში მოხსენიებულია შემდეგი პირები: მარიამული რამაზა გრიგოლაშვილი, მარიამული ბერი, მარიამული ბერუა. ხოლო, „სახაბაზო მოხელეთათვის“ განკუთვნილ თავში დასახელებულია მარიამული დათუნა. „სამზარეულოს მოხელეთათვის“ ნათქვამ თავში აღნიშნულია მარიამული პაპუა, მარიამული გოგია, მარიამული ლომკაცი. „საუშტროსათვის“ დადგენილ თავში მარიამული ბერუაა დასახელებული. „დასტურლამალ სადედოფლოში“ აღნიშნულია: „დიღომში რაც სადედოფლო გლეხები არის, იქ დიღმიდან მეჯინიბეთ მარიამულები არიანო“.
მარიამულების ერთი ოჯახი 1784 წელს იესე ბარათაშვილისთვის უბოძებია სამეფო კარს, სადაც სხვა დიღმელ გვარებში მოხსენიებულია მარიამული. ესე იგი, აშკარაა, რომ მარიამულები დიღომში იმ დროს უკვე ცხოვრობდნენ და ხალხმრავალ გვარადაც ჩანან. მარიამულების გვარს გამოეყო ყანდაშვილები.
მარიამულების გვარი განიყოფება შემდეგ საძმო სახელად: ტიკიანი, ტეტიკაანი, ტალახაანი და ასე შემდეგ.
ყანდაშვილები დასახლებულნი არიან ქვემოუბანში, წერწვერაზე. ყანდაშვილები საბატონო ყმებად ითვლებოდნენ. მათი ადრინდელი გვარი მარიამულია და მათ განაყარად მიიჩნევენ თავს, ხოლო ეს გვარი მიიღეს მათი წინაპარი ყანდასაგან. გადმოცემით შემდეგი ირკვევა: მათი წინაპარი ქეთევან დედოფალს ჩამოუყვანია და აქ, დიღომში დაუსახლებია. შემორჩენილი წყაროების მიხედვით, როგორც მარიამულთა შთამომავალნი, ყანდაშვილების დასახლებაც დიღომში მეჩვიდმეტე საუკუნეზე ადრე პერიოდად უნდა მივიჩნიოთ.
საქართველოში 102 მარიამული ცხოვრობს: მცხეთაში – 78, თბილისში – 24.
სალამაშვილი-სალამაძე
გვარის ფუძეა სიტყვა სალამა. ამავე ძირისაა გვარი სალამაშვილი.
სალამაშვილები, როგორც სახაზინო გლეხები, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსების მიერ ჩატარებულ აღწერაში მოხვდნენ, სუფიქსი შვილი ჩამოაცილეს, ოვი დაურთეს და ასე გაჩნდა ახალი გვარი – სალამოვი. დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სალამოვები სალამაშვილები არიან.
სალამაძე უძველესი გვარ-სახელია. მისი ადრინდელი ფორმა სალამოსძე იყო.
ზოგიერთი მკვლევრის აზრით, გვარის ფუძეა სიტყვა სალამი. მაგრამ, სავარაუდოდ, საკუთარი სახელი სალამა მომდინარეობს სოლომონიდან.
საქართველში 67 სალამაძე ცხოვრობს: თბილისში – 41, გორში – 24, ახალგორში – 2.
156 სალამაშვილი: კასპში – 102, თბილისში – 31, გორში – 9. არიან სხვაგანაც.
ძიძიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ძიძა.
1817 წლიდან ძიძიშვილები მოიხსენიებიან მარაბდაში.
„შიუკა ძიძიშვილი მოიხსენიება 1685 წლის ღალის ამოკვეთის წიგნში, რომელიც მუხრანის ბატონის შვილს, ბოვნელ ეპისკოპოს ნიკოლოზს, დოლმაზა შანშიშვილისთვის მიუცია.”
ამავე ძირისაა გვარი ძიძაშვილი.
საქართველოში 485 ძიძიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 161, მცხეთაში – 61, ოზურგეთში – 53. არიან სხვაგანაც.
ბურნაძე
ეს გვარი ბურ ძირიდან არის წარმოქმნილი. ასევე, ამ ფუძიდან წარმოშობილია გვარები: ბურახიშვილი, ბურდიაშვილი, ბურდული, ბურთიაშვილი, ბურძგიაშვილი, ბურძენიძე, ბურჭულაძე, ბურჯანაძე, ბურჯული.
1667 წელს პაპუნა ფავლენიშვილმა ბურნაძისეული მამული დეკანოზ დავითს გაუცვალა და მიჰყიდა ვენახი, ყარაულის ბაგა და 47 ადლი მიწა.
1673 წელს ბურნაძე ოთიამ, სხვა პირებთან ერთად პირობა მისცა დომენტი კათალიკოსს, რომ ამიერიდან ტყვეებს აღარ გაჰყოლოდა.
საქართველოში 715 ბურნაძე ცხოვრობს: თბილისში – 221, მარნეულში – 155, გორში – 112. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3