კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იპოვა გათხოვილმა ქალბატონმა რუსეთში და რა გადაწყვეტილება მიიღო მან შეყვარებულის პოვნის შემდეგ

35 წლის ლიკა ყიფშიძე (სახელი და გვარი შეცვლილია) ეძებდა 33 წლის ანზორ მელიქიშვილს (მამის სახელი უცნობია).
ისტორია: ვეძებ ჩემს ყოფილ შეყვარებულს, – 33 წლის ანზორ მელიქიშვილს. როგორც ვიცი, ის რუსეთშია წასული და იქ ცხოვრობს. მის მეუღლეს ტაისია ჰქვია, გვარი არ ვიცი. როგორც მახსოვს, მათ ჰყავთ ერთი შვილი – 3  წლის გიორგი. უკვე 4 წელია, მე ანზორი არ მინახავს. ბოლოს მას ტელეფონით 2008 წელს ველაპარაკე და ასე გავიგე, რომ ის საცხოვრებლად ოჯახთან ერთად რუსეთში, ქალაქ სანკტ-პეტერბურგში აპირებდა წასვლას. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის მოძებნაში. დამოუკიდებლად მას ვერ ვიპოვი. სამწუხაროდ, მისი სურათი არ გამაჩნია.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულების“ 1 ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა და ანზორ მელიქიშვილი უკვე ნაპოვნია. ის ამჟამად ოჯახთან ერთად რუსეთში, ქალაქ ტომსკში ცხოვრობს. დღევანდელი რუბრიკის სტუმარი – ლიკა, თავად უამბობს მკითხველს, რით დასრულდა მისი ძებნის ისტორია. ახლაც, როგორც წინა ინტერვიუში,  რესპონდენტის დიდი თხოვნით, გასაგები მიზეზების გამო, მისი ვინაობა დაფარულია და ფოტოსაც არ ვაქვეყნებთ.
– წინა ინტერვიუდან ვიცით, რომ თქვენ ანზორს წლების წინ დაშორდით. ამჟამად უკვე დაოჯახებული ხართ და ისევ ეძებდით ყოფილ შეყვარებულს. გვიამბე, რით დასრულდა მოძებნის ისტორია.
– პირველ ყოვლისა, მადლობა იმისთვის, რომ გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი ისტორია და ანზორის მოძებნაში დამეხმარეთ. მიუხედავად იმისა, რომ მე და ანზორი ერთად აღარ ვიქნებით, ჩემთვის მისი მოძებნა და მასთან საუბარი მნიშვნელოვანი იყო. როგორც გითხარით, მეუღლემ მიღალატა და მეც მივხვდი, რომ მას უსიყვარულოდ გავყევი ცოლად. ჩემთვის აუცილებელი იყო ანზორის მოძებნა, რათა გამეგო, როგორ აეწყო მისი ცხოვრება. მე არ ვაპირებდი და არც ახლა ვაპირებ მისი ოჯახის დანგრევას. აღმოჩნდა, რომ ანზორი ოჯახთან ერთად ტომსკში ცხოვრობს და ის მეუღლესთან ბედნიერია. მე გამიხარდა, რომ ანზორს გაუმართლა. ცხადია, ჩვენ შორის ვეღარაფერი მოხდება, მაგრამ, მე ჩემს მეუღლეს მაინც გავშორდები, რადგან უსიყვარულოდ მასთან ცხოვრება არ შემიძლია.
– როგორც ვიცი, თქვენ გყავთ შვილი. მიუხედავად ამისა, მაინც აპირებთ მეუღლესთან დაშორებას?
– დიახ, მყავს შვილი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილისთვის ბედნიერ ოჯახში ცხოვრება აჯობებს. ბუნებრივია, უმამოდ რთულია ბავშვის გაზრდა, მაგრამ, ვფიქრობ, მოვერევი ყველაფერს. ჩემთვის ახლა სტიმულია ის, რომ ანზორი ვიპოვე. მერე რა, რომ ჩვენ ვერაფერი ვეღარ გამოგვივა, მთავარია, რომ ჩემს მიზანს მივაღწიე და ვიპოვე ის ადამიანი, ვინც ძალიან მიყვარდა.
– თავად ანზორს რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ თქვენ ეძებდით?
– როდესაც ტომსკის ნებაყოფლობითმა დამხმარემ, თქვენი თხოვნით, ანზორი იპოვა, მას არ გაჰკვირვებია, რომ ვეძებდი. მე კი ტელეფონში მითხრა: ვიცოდი, რომ ჩვენ კიდევ შევხვდებოდით ერთმანეთს ან ტელეფონით ვისაუბრებდითო. გაუხარდა ჩემი ხმის გაგონება, მაგრამ, ეს ყველაფერი ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას ვერ გადასცდება.
– ანზორს თუ უნანია თქვენთან დაშორება?
– როგორც ვიცი, ის ბედნიერია და მშვენიერი ოჯახი აქვს. თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ ვუყვარდი. ანზორს გაუკვირდა, როდესაც გაიგო, რა გზით ვეძებდი, ანუ მან არც კი იცოდა, რომ საქართველოში მსგავსი რუბრიკა ფუნქციონირებდა და მას თბილისიდან ტომსკში იპოვიდნენ არა ინტერნეტით, სადაც ის სულ სხვა სახელით და გვარით ყოფილა დარეგისტრირებული, არამედ, ნებაყოფლობითი დამხმარის მეშვეობით.
– აპირებთ თუ არა ერთმანეთის ნახვას, ანზორი ხომ არ აპირებს თბილისში ჩამოსვლას?
– სამწუხაროდ, ანზორი ახლო მომავალში ჩამოსვლას არ აპირებს, მომავალში კი არ ვიცი, რა იქნება. შეხვედრას, როგორც ასეთი, არ ვგეგმავთ, მაგრამ, თუ ანზორი ჩამოვა, ვფიქრობ, აუცილებლად ვნახავთ ერთმანეთს, ოღონდ, მეგობრების სტატუსით.
თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3