კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თაფლი – სილამაზის სამსახურში

ჯერ კიდევ ჩვენმა ბებიებმა თავიანთი ბებიებისგან იცოდნენ, რომ თაფლი საუკეთესო პროდუქტია კრემების, ლოსიონებისა და ნიღბების დასამზადებლად სახლის პირობებში.
თაფლი სასარგებლოა გამოფიტული, დამჭკნარი კანისთვის – მასში შემავალი ფერმენტები ააქტიურებს უჯრედების სუნთქვას, რის შედეგადაც იწყება რეგენერაციის პროცესი.
ლოსიონი არაალერგიული, ნებისმიერი ტიპის კანისთვის: ნახევარ ჭიქა სუფთა, თბილ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და 1 სადილის კოვზი კალენდულის ნაყენი. ეს ლოსიონი უნდა ჩაასხათ მუქშუშიან ბოთლში და შეინახოთ მაცივარში. სახე გაიწმინდეთ დილას და საღამოს, დაბანის შემდეგ.
დაბანილ თმაზე გადასავლებად მოამზადეთ შემდეგი ხსნარი: 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. თმა არაჩვეულებრივად ბზინვარე გახდება.
მშრალ და გამოფიტულ თმას სიცოცხლეს დაუბრუნებს შემდეგი ნიღაბი: 100 გრამი თაფლი გაალღვეთ წყლის აბაზანაზე, შეათქვიფეთ 5 ცალი კვერცხის ცილა და შეიზილეთ თმის ძირებსა და ღერების მთელ სიგრძეზე. გაიჩერეთ 1 საათით და ჩამოიბანეთ გვირილის ნახარშით.
თუ გსურთ, რომ თქვენი მკვებავი კრემი უფრო სასარგებლო გახდეს კანისთვის, შეაზილეთ ცოტაოდენი პროპოლისი, რომელიც მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მინერალებითა და ფენოლის შენაერთებით, რომლებიც ამცირებს ბაქტერიების ზრდას და აძლიერებს კანის იმუნიტეტს. ამ თვისებების გამო, პროპოლისი განსაკუთრებით მიზანშეწონილია პრობლემური კანის მოსავლელად: ნახევარ გრამ მშრალ პროპოლისს დაასხით ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და წყლის აბაზანაზე შეათბეთ (არ აგიდუღდეთ). ეს ულუფა შეურიეთ დილით წასასმელ მკვებავ კრემს და ისე წაისვით. ღამის მკვებავისთვისაც იგივე მოამზადეთ.
ამ ტიბეტური მასაჟის ტექნიკა მარტივია – მიტყაპუნება: მხრებზე, დეკოლტეზე, თეძოებზე (რიგრიგობით) სქლად წაისვით თაფლი და ძლიერი მიტყაპუნებით იკეთეთ მასაჟი მანამ, სანამ ქარვისფერი თაფლი ნაცრისფერს მიიღებს (ამაში მეორე ადამიანის დახმარება დაგჭირდებათ), მერე კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თუ სახეს დაიბანთ არა ჩვეულებრივი, არამედ თაფლიანი წყლით, თქვენი კანი დიდხანს შეინარჩუნებს ცოცხალ, სასიამოვნო, საღ ფერს: 1 ლიტრ ადუღებულ წყალში გახსენით 2 სადილის კოვზი თხევადი თაფლი. როგორც კი თაფლი ბოლომდე გაიხსნება, დაუმატეთ კიდევ 2 ლიტრი მდუღარე წყალი. ოდნავ რომ შეგრილდება, ამ წყლით დაიბანეთ სახე. წყლის სითბოს გავლენით სისხლძარღვები გაგანიერდება და მოხდება კანის უჯრედების ინტენსიური კვება და განახლება. ეს წყალი რამდენჯერმე დასაბანად გეყოფათ, ოღონდ, უკვე გაცივებული წყალი ყოველი დაბანის წინ შეაცხელეთ.

скачать dle 11.3