კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გზით აპირებს წონის დაკლებას რონალდო და რომელი რეალითი შოუების ვარსკვლავი გახდა შაკილ ონილი

აქტიური ან დასრულებული სპორტული კარიერის განმავლობაში არაერთ ცნობილ სპორტსმენს უცდია ბედი კინოში, სატელევიზიო სფეროში ან მუსიკაში. სპორტსმენები მუდამ ცდილობენ, რომ თაყვანისმცემლებს თავიანთი მრავალმხრივი ნიჭი რეალურ დროში, სხვა კუთხით დაანახვონ. „თბილისელების” ამ ნომერში რეალითი შოუებში ჩართული სპორტის ვარსკვლავებს გაგაცნობთ.
რონალდო
მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა რონალდომ აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა და ბუცები ლურსმანზე დაკიდა, წონაში კატასტროფულად დაიწყო მატება. ერთ დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ღიპიან ბიძას დაემსგავსა და აღმოჩნდა, რომ 36 წლის რონალდოს ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეირყა – ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აღმოაჩნდა. ახლო მომავალში ზინედინ ზიდანი საქველმოქმედო მატჩის გამართვას გეგმავს და რონალდოს საკუთარი მეგობრებისგან შემდგარი გუნდის გაკეთება შესთავაზა. ამის გამო რონალდომ ინტენსიური ვარჯიში დაიწყო და დიეტის დაცვაზეც დათანხმდა, რათა სპორტული ფორმა დაიბრუნოს. ეს ყველაფერი კი რეალითი შოუს „ფანტასტიკოს” პირდაპირ ეთერში გაშუქდება. მთელი ბრაზილია რონალდოს წონის დაკლებას ტელევიზიით ადევნებს თვალს.
ლამარ ოდომი
ერთ დროს „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” შეუცვლელი კალათბურთელი ლამარ ოდომი ცნობილ ამერიკელ „სვეტ” ქალბატონზე, ხლოე კარდაშიანზე დაქორწინდა. სწორედ ამის შემდეგ მისმა სპორტულმა კარიერამ დაღმასვლა განიცადა, სამაგიეროდ, ოდომი სატელევიზიო შოუს მთავარი გმირი გახდა. საქმე ისაა, რომ ამერიკაში წლებია, კარდაშიანების შესახებ რეალითი შოუს ტრანსლირება ხორციელდება. მას შემდეგ, რაც ლამარი მათი ოჯახის წევრი გახდა, ტელევიზიებმა ცალკე შოუ დაუთმეს ლამარ ოდომს, რომელიც მალევე ამოვარდა კლუბის შემადგენლობიდან. შემდეგ კი სულაც „დალასის” წევრი გახდა.
უეინ რუნი
„მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავი უეინ რუნი საინტერესო ტელეშოუს გმირი გახდა. ცნობილია, რომ თავად რუნი ლივერპულის უბან კროკსტეტში დაიბადა და საფეხბურთო ხელოვნებას ქუჩაში დაეუფლა, სწორედ ქუჩის ფეხბურთმა აქცია ის თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. ამასთან დაკავშირებით, ყოფილმა ფეხბურთელმა ენდი ანსმა და ქალმა ფეხბურთელმა სიუ სმიტმა ტელეპროექტი დაიწყეს, რომლის მიზანი იყო ქუჩაში მოთამაშე ბავშვების აღმოჩენა და მათი მიყვანა უეინ რუნისთან. ის მათ შორის საუკეთესოებს არჩევდა და თავის გამოცდილებას უზიარებდა. შოუ ბრიტანულ ტელეეთერში 2008 და 2009 წლების სეზონში გადიოდა და გამარჯვებულ ბავშვებს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის ბილეთები გადაეცათ.
იან რაიტი
ლონდონის „არსენალის” 90-იანი წლების ვარსკვლავმა იან რაიტმა უეინ რუნის მიმსგავსებულ პროექტს მოჰკიდა ხელი. თუმცა, ერთი განსხვავებით, ის ქუჩის ნაცვლად, ფეხბურთელებს ციხეში ეძებდა. პროექტი ნაკლებად წარმატებული გამოდგა და სულ 6 ეპიზოდი გავიდა ეთერში.
შაკილ ონილი
ყველაზე შოუმენი სპორტსმენი კალათბურთის ვარსკვლავებს შორის შაკილ ონილი ორი რეალითი შოუს გმირი იყო. პირველი ეთერში 2007 წელს გადიოდა და შაკილ ონილი მეგობრებთან ერთად სიმსუქნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. ავარჯიშებდა, უდგენდა დიეტებს და ყველანაირად უწყობდა ხელს მათ გახდომას. მეორე შოუ კი უფრო გასართობი იყო და მასში შაკილ ონილი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ეპაექრებოდა. მაგალითად, სპრინტერ ტაისონ გაის ეჯიბრებოდა სირბილში, 30-მეტრიანი ჰანდიკაპით; მზარეულ რეიჩელ რეის – ჰამბურგერების მომზადებაში; მომღერალ ჯასტინ ბიბერს კი სიმღერაში ეპაექრებოდა. საკმაოდ მაღალი რეიტინგის მიუხედავად, შაკილ ონილის შოუ მეორე სეზონის დასრულებისთანავე დაიხურა.
სტივენ ჯერარდი
შოუში, რომლის სახელწოდებაა „იყო ლივერპული,” ყურადღების ცენტრშია სტივენ ჯერარდი, კლუბის კაპიტანი და სიმბოლო. შოუ ფეხბურთს, ფაქტობრივად, არ ეხება და ჯერარდს სხვა კუთხით გვაჩვენებს, როგორია ის სახლში, რას აკეთებენ მისიანები, როცა ის სახლში არ გახლავთ, როგორ ერთობა თავის სამ ქალიშვილთან ერთად და სად სეირნობს მეუღლესთან ერთად. შოუ ჯერ არ გასულა ეთერში და ყველა მოუთმენლად ელის პირველი ეპიზოდის ჩვენებას. ცნობისთვის, შოუს შემდგომი ეპიზოდების გმირები გახდებიან – ლუის სუარესი, ლუკას ლეივა და პეპე რეინა.
მარკ ფილიპუსისი
2007 წელს ცნობილმა ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა მარკ ფილიპუსისმა მონაწილეობა მიიღო რეალითი შოუში „სიყვარულის ასაკი”. შოუს სახელწოდებიდან გამომდინარე, ალბათ, გასაგებია, რომ საუბარია უცოლო ფილიპუსისთვის მეუღლის შერჩევაზე. 12 ლამაზმანი მარკის გამო იბრძოდა და ყოველ ეპიზოდში ერთ-ერთი პროექტს ტოვებდა. საბოლოოდ მარკმა 25 წლის ამანდა სალინასზე შეაჩერა არჩევანი და მასთან მხოლოდ 5 თვე გაატარა, შემდეგ კი დაშორდა. მეორე სეზონის გადაღებას, როგორც ჩანს, არც ტელევიზია და არც მარკ ფილიპუსისი არ გეგმავდნენ.
მაიკლ ფელპსი
ლეგენდად ქცეული ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი, როგორც ჩანს, ცურვაში სპორტული კარიერის დასრულების შესახებ სულ მალე გააკეთებს განაცხადს და მისი თქმით, ის სპორტის სხვა სახეობებში გეგმავს ძალების მოსინჯვას. „ვფიქრობ, შევძლებ წარმატების მიღწევას სხვა სფეროებში, მაგალითად გოლფში,” – განაცხადა ფელპსმა, როცა მას პოპულარულ  რეალითი შოუ „ჰეინის პროჯეკტში” მონაწილეობის მისაღებად დაუკავშირდნენ. შოუში გოლფის ცნობილი მწვრთნელი ჰენკ ჰეინი, რომლის მოსწავლე თავის დროზე მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეგოლფე ტაიგერ ვუდსი იყო,  ცნობილ ადამიანებს გოლფის თამაშს ასწავლის. ამასთანავე, გოლფის გარეთ მათი ცხოვრების წესს სწავლობს. გადაცემის სტუმრები უკვე იყვნენ ჩარლზ ბარკლი და „მარუნ ფაივის” სოლისტი ადამ ლევაინი.
სანია რიჩარდ-როსი
ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი 400 მეტრზე სირბილში ამერიკელი სანია რიჩარდ-როსი ოჯახთან ერთად რეალითი შოუს გმირი გახდა. სპორტსმენის პირადი ცხოვრების შესახებ პირველი ეპიზოდის გადაღება ჯერ კიდევ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებამდე დაიწყო და პროექტის პრემიერას ერთ-ერთი ამერიკული საკაბელო ტელეარხის ეთერში ელიან მაყურებლები. ცნობისთვის, სანიას მეუღლე, აარონ როსი, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავია და მათი ქორწინება უკვე იქცა სატელევიზიო ინტერესის საგნად, მთელი გადაცემათა ციკლი მიეძღვნა სპორტსმენების მზადებას და უშუალოდ საქორწინო ცერემონიას.
სერენა უილიამსი
2007 წელს მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა ქალმა, სერენა უილიამსმა მონაწილეობა მიიღო შოუში სახელწოდებით „სწრაფი ავტომობილები და ცნობილი ადამიანები”.  გასართობი ხასიათის გადაცემაში ცნობილი ადამიანები ნამდვილი რალის ავტომობილებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ამ ყველაფერს კი ვიდეოკამერები რეალურ დროში აფიქსირებდნენ. სერენა უილიამსი მონაწილეებს შორის ყველაზე სუსტი აღმოჩნდა და საჭის ტრიალი იმაზე უარესად გამოუვიდა, ვიდრე ჩოგნის ქნევა.

скачать dle 11.3