ბერბატოვის კოკაინური სკანდალი
არასასიამოვნო ინციდენტის გმირი გახდა „ფულჰემის” ბულგარელი ვარსკვლავის, დიმიტარ ბერბატოვის ძმა, ასენ ბერბატოვი. ცნობილი ფეხბურთელის ძმის ავტომობილში საპატრულო ეკიპაჟმა, რომელიც რამდენიმეწუთიან დევნას ახორციელებდა, 20 გრამი კოკაინი აღმოაჩინა. გარდა ამისა, ასენ ბერბატოვს პოლიციის დაუმორჩილებლობა ედება ბრალად, რაც, ნარკოტიკებთან ერთად, სერიოზული ბრალდებაა და, სავარაუდოდ, 6 წლამდე პატიმრობას შეადგენს. ასენის თქმით, იგი თავად არ მოიხმარს ნარკოტიკებს და კოკაინი მის ავტომობილში შემთხვევით მოხვდა, თუმცა, ამ ყველაფერს ძიება დაადგენს. ასენ ბერბატოვი იმითაა ცნობილი, რომ ხშირად ვარდება მსგავს სიტუაციებში და სახელოვან ძმას მისი პოლიციიდან გამოყვანა რამდენიმე ათასი გირვანქა სტერლინგი უჯდება.