ფედერერი იცოცხლებს
ოქტომბრის დასაწყისში მავანმა ჩინელმა ინტერნეტ-მომხმარებელმა განათავსა ფოტო, რომელზეც ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი თავის გარეშე იყო. ფოტოს ახლდა ტექსტი, რომლის მიხედვითაც, შვეიცარიელი ვარსკვლავი მალე მოკვდებოდა. პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო, ხოლო ფედერერს დაცვა გაუძლიერეს. შანხაიში ტურნირზე მყოფი ვარსკვლავი, პოლიციისგან განსხვავებით, მშვიდად შეხვდა მუქარას და, როგორც ჩანს, მართალიც იყო: ინტერნეტ-მომხმარებელმა რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ ახალი ტექსტი განათავსა ინტერნეტში, რომელშიც წერდა, რომ ფედერერის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და, შეუძლია, მშვიდად იყოს, რადგან, ეს იყო ჩვეულებრივი ხუმრობა.