ბექჰემის მეხუთე წრე
დევიდ ბექჰემი სულ მალე 38 წლის გახდება, თუმცა, სპორტსმენისთვის სოლიდური ასაკის მიუხედავად, ის ფეხბურთის თამაშისთვის თავის დანებებას არ აპირებს და ჯერაც ამერიკული საფეხბურთო ლიგის ნომერ პირველი ვარსკვლავია. ამასობაში, მისი მეუღლე, არანაკლებ სახელოვანი ვიქტორია ბექჰემი, როგორც ჩანს, მეხუთე შვილის მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს. ახლობლების თქმით, ვიქტორიამ თავი დაანება სიგარეტსა და ალკოჰოლის მიღებას და ჯანსაღი კვების დიეტა დაიწყო, რაც იმის წინაპირობაა, რომ სავარაუდოდ, ბექჰემები მეხუთე შვილს ელოდებიან. ჯერჯერობით დაზუსტებით არ არის ცნობილი, შეესაბამება თუ არა ეს ცნობა სიმართლეს, თუმცა, ვიქტორიას მუცლის მიმართ ყურადღება რომ გაორმაგდება, ფაქტია.