სტოიჩკოვის მუშტი
ბულგარული ფეხბურთის ლეგენდა, ხრისტო სტოიჩკოვი, სკანდალში გაეხვია: ვარსკვლავი ამერიკული საფეხბურთო კლუბ „ჩიკაგო ფაიერსის” დაარსებიდან 15 წლის იუბილეს ესწრებოდა. ჩიკაგოს ისტორიული მუზეუმის შენობაში გამართულ ღონისძიებაზე ფეხბურთელს ერთ-ერთი ჟურნალის რეპორტიორი მიუახლოვდა და ინტერვიუს ჩაწერა სთხოვა, რაზეც სტოიჩკოვისგან მუშტი მიიღო სახეში. თვითმხილველთა თქმით, გაოგნებული რეპორტიორი არ მოელოდა ფეხბურთელის ასეთ ქცევას და სასამართლოში ჩივილს აპირებს. თუმცა, ევროპელი ჟურნალისტებისთვის სტოიჩკოვის მსგავსი ქცევა მოულოდნელი არ არის. სტოიჩკოვის აგრესია საკუთარ თავზე ბურთის მიმწოდებელმა ქართველმა ბიჭუნამაც განიცადა, როდესაც საქართველო-ბულგარეთის მატჩის დროს, სახელოვანმა ფეხბურთელმა პატარა ბიჭს წყალი შეასხა.