მუამბას „ფიფაში“ მუშაობა უნდა
გულთან დაკავშირებული პრობლემებით ცნობილმა ექსფეხბურთელმა ფაბრის მუამბამ, „ფიფაში” მუშაობის სურვილი გამოთქვა და ამ საკითხთან დაკავშირებით იოზეფ ბლატერთან შეხვედრის შესახებ ამცნო საზოგადოებას. „30 ოქტომბერს ბლატერს უნდა შევხვდე და, მჯერა, რომ დამეხმარება – მსურს, ფეხბურთში დავრჩე,” – განაცხადა მუამბამ, რომელმაც საფეხბურთო მოედანზე კლინიკური სიკვდილი განიცადა. „ტოტენჰემთან” მატჩში ბოლტონელ მუამბას გულმა უმტყუნა და 78 წუთის განმავლობაში პულსი არ ჰქონდა. ფეხბურთელმა ოთხი კვირა გაატარა საავადმყოფოში და მინი-დეფიბლირატორით გულზე დატოვა ის. ექიმებმა მუამბას სამუდამოდ აუკრძალეს მოედანზე გამოსვლა და ამიტომ ფეხბურთელმა კარიერა ოფიციალურად აგვისტოში დაასრულა.